მთავარი » 2011 » თებერვალი » 01
სასჯელმოხდილი ყოფილი კორპორაციული რეიდერი გორდონ გეკკო ციხიდან გამოდის ახალ სამყაროში, რომელიც ფინანსური კრიზისის ზღვარზეა. იგი - დინოზავრია, რომლის მეთოდები დიდი ხანია მოძველდა, ხოლო რეპუტაცია ცუდ სამსახურს უწევს. მაგრამ სწორედ მას ირჩევს პარტნიორად ახალგაზრდა ტრეიდერი ჯეიკობ მური, რომელიც გეკოს საქმიან გარიგებას სთავაზობს: იგი მოხუცის ურთიერთობას მოაწყობს ქალიშვილთან, რომელიც 11 წელი ძმის თვითმკვლელობაში სდებდა ბრალს, ის კი ჯეიკობს უშველის ფინანსური კიბის სათავეში მოექცეს.

IMDB Rating: 6.5/10 (12,701 votes)


პაროდია პოპულარულ ვამპირულ საგაზე, რომელიც მოზარდობრივ სიყვარულზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარ გმირს, ბეკას მოუწევს არჩევანი გააკეთოს ორ, სისხლისმწოველ ბიჭს შორის. ურთიერთობაში მას ხელს უშლის ტირანი მამა, რომელიც თვლის, რომ გოგონა ჯერ კიდევ ბავშვია. ამავე დროს, ბეკას მეგობრების აღმოჩნდებიან რომანტიკული ორომტრიალის ცენტრში, რომლის ფინალი გამოსაშვებ საღამოზე დაგვირგვინდება.

IMDB Rating: 3.2/10 (9,692 votes)

შენიშვნა:
EXTENDED ვერსია! 2 წთ. გახმოვანება აკლია!


მულტფილმი წარმოადგენს ჰ. ქ. ანდერსენის იგივე სახელობის ზღაპრის ბარდინისეულ ინტერპრეტაციას



Alien Breed — სროლების ჟანრის კომპიუტერული თამაშების სერია, რომელიც შექმნა კომპანია Team17-მა. სიუჟეტი და გაფორმება წააგავს კინოფილმ ”უცხოს” და მის გაგრძელებებს

Alien Breed: Impact
Alien Breed: Impact - თანამედროვე, კლასიკური სკროლ შუტერი Alien Breed. საინტერესო სიუჟეტი, ორიგინალური სათამაშო პროცესი, კოოპერატიული გასვლის რეჟიმი

Alien Breed 2: Assault
თამაშობთ კონრადის როლს, რომელიც დაზიანებულ ხომალდ ლეოპოლდის მთავარი ინჟინერია და რომელსაც გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს. მისი ერთადერთი იმედია - უცხოპლანეტელთა ხომალდის ძრავების ამუშავება. მაგრამ ამისთვის კონრადს მოუწევს შეებრძოლოს უცხოპლანეტელებს.

Alien Breed 3: Descent
Alien Breed 3: Descent – მესამე პირის სახით წარმოდგენილი საბრძოლო ჟანრის თამაშია, სადაც იმ ჯარისკაცის როლს ასრულებთ, რომელიც კოსმოსური სადგურის ბორტზე უცხოპლანეტელებს ეომება. კოსმოსური ხომალდის კორიდორების გავლის შესაბამისად, მოთამაშეს მოუწევს იარაღის შეგროვება და უცხოპლანეტელებისგან თავის დაცვის დროს ხომალდის მართვის ხელში ჩასაგდები გზების ძიება. წინა ნაწილთან შედარებით, Alien Breed 3: Descent-ში დაამატეს მოწინააღმდეგეთა ახალი სახეობები და იარაღები, ასევე გაჩნდა დავალებები, რომლის დროსაც ხომალდის გარსზე მოგიწევთ სეირნობა.


თამაშში მოგიწევთ ბარაკ ობამას როლის მორგება და მსოფლიოსთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. თამაშში ყველაფერია, რითაც მდიდარია თეთრი სახლის ბინადრის ცხოვრება. მზრუნველობა შინაურ და საგარეო პოლიტიკაზე, ბიუჯეტური ომები და ჯაშუშური სკანდალები, კოლეგებთან ურთიერთობა და გაერო-ში სიტყვით გამოსვლა და ათასი სხვა პრობლემა...



პატრიკმა როგორც იქნა კარგი სამუშაო იშოვა! კონტრაქტს დაუფიქრებლად მაშინვე მოაწერა ხელი. მშვიდი ადგილი და კარგი ანაზღაურების გარდა კიდევ რაზე უნდა იოცნებოს კაცმ? და როგორი შოკი განიცადა პატრიკმა, როცა მორიგი დავალება მისთვის... კლიენტის მოკვლა იყო! იგი თავზარდაცემული აცნობიერებს, რომ ”სამუშაოზე” უარის თქმა სიკვდილის ტოლფასია...

IMDB rating: 5.0/10 (200 votes)



16 წლის უბერი ცდილობს დაიცვას თავისი თავისუფლება და ღირსების გრძნობა დედის წინაშე, რომელიც როგორც უყვარს, ისე - სძულს. დედას იგი უყვარს, მაგრამ გრძნობებს ვერ აჩვენებს შვილს, თან გადაღლილია მუშაობით და გატანჯულია მარტოობით მას შემდეგ, რაც ქმარმა ოჯახი მიატოვა. უბერს, რომელიც ნიჭიერი მხატვარია ყველაფერი აღიზიანებს დედაში: უგემოვნო სამოსი, კვების და საუბრის მანერა. მეგობრები, პირველი სექსუალური გამოცდილება, მარტოობა, მოზარდის მიერ თავისი ადგილის პოვნა ცხოვრებაში - ყველაფერი დედის ყურადღების გარეშე რჩება.

IMDB Rating: 7.4/10 (1,046 votes)


StarCraft II – სამი უძლეველი რასის: პროტოსების, ტერანებისა და ზერგების შესახებ ეპიკური საგის გაგრძელებაა. მათ თავიდან მოუწევთ ბრძოლაში შეხვდნენ და კოსმოსში ამ სასიკვდილო ბრძოლის დროს თქვენს განკარგულებაში ახალი საბრძოლო ერთეულების გარდა იქნებიან ძველებიც, მაგრამ უკვე გაფართოებული შესაძლებლობებით.

დაემატა Update 1.1.3


გამაგრდით კოსმოდესანტის კომანდირებო მოემზადეთ მომავალი ომისთვის თქვენ გელით ახალი ბრძოლები რომლის მაგვარი არასდროს ყოფილა. ეს ომი შეცვლის თქვენს წარმოდგენას შორეული მომავლის ბრძოლების შესახებ. გახდი მეთაური უთვალავი არმიის ერთერთი სამი უნიკალური ფრაქციიდან და გაანადგურე მტერი – ბოლო დროის ყველაზე გლობალურ და მაშტაბურ სტრატეგიაში.

თამაშის ავტორად გამოვიდა კრის ტეილორი – შემქმნელი ისეთი ხიტებისა როგორიცაა Total Annihilation Dungeon Siege. Supreme Commander პირველი ნაწილის დროიდან გავიდა 25 წელი ამ დროის განმავლობაში კონფლიკტის ყველა მხარემ მოახერხეს მოემზადათ ახალი ტიპის იარაღები. ახლა კი თქვენ გაქვთ შანსი მოსინჯოთ ისინი ბრძოლის ველზე. ტანკები , უზარმაზარი საბრძოლო სამსახურები, გემები და საჰაერო გემების არმია – ყველაფერი ეს იქნება ჩაყრილი გასანადგურებლად გააფრთებულ ცეცხლოვან ომებში. გეყოფათ თუ არა თქვენ თავშეკავება და ტაკტიკური უნარი, რათა დაძლიოთ მტრის წინააღმდეგობა და ნებისმიერი ფასით მოიგოთ ბრძოლა? სანახაობრივი მარტოხელა კომპანიის გარდა, თქვენ ასევე გელოდებათ თავზეხელაღებული ბრძოლები ინტერნეტში.


ათი წელი გავიდა Worms Armageddon-ის გამოსვლის მომენტიდან, მაგრამ ბიჯური კოსმოსური ქაოსი გრძელდება Worms Reloaded-თან ერთად. ესაა სრულიად ახალი გამოცემა პერსონალური კომპიუტერებისთვის. Worms Reloaded-ს აქვს ონლაინში 4 მოთამაშის მხარდაჭერა, ერთ კომპიუტერზე მულტიპლეიერის ავტონომიური რეჟიმი, ხმოვანი არხი, ახალი იარაღები, და უამრავი ახალი რამ

დაემატა UPDATE 7


ჩან გიონჩჰოლი - საშიში ფსიქოპათია, რომელიც ქალებს აუპატიურებს და მხეცურად კლავს. მან უამრავი საშინელი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ პოლიციას მაინც დაუძვრა ხელიდან. ერთხელ მანიაკის მსხვერპლი გახდა ჩან ჯუენი, პოლიციის განყოფილების გადამდგარი უფროსის ქალიშვილი. მისი დახმარებით, დაღუპული გოგონას საქმრო, დაზვერვის სამსახურის აგენტი კიმ სუჰიონი, დამოუკიდებლად იწყებს მკვლელის ძიებას. მაგრამ არა იმისთვის, რომ მართლმსაჯულებას გადასცეს, არამედ მანიაკის მსხვერპლად გადასაქცევად…

IMDB rating: 8.0/10 (242 votes)



ნიუ-იორკელი დეტექტივები ალენ გემბლი და ტერი ჰოიტზი პოლიციის ბუღალტერიაში მუშაობენ. გემბლს სამუშაო ძალიან მოსწონს, ჰოიტზისთვის კი - სასჯელივითაა. როცა მეწყვილეებს შანსი მიეცემათ ჩრდილიდან გამოვიდნენ და თავიანთ კერპებს, დეტექტივ დენსონსა და მანცეტის დაეხმარონ, ნათელი გახდება, რომ ბუღალტერიაში გემბლი და ჰოიტზი ტყუილად არ გაუშვიათ…

IMDB Rating: 6.8/10 (19,678 votes)

შენიშვნა:
EXTENDED ვერსია! დაახლოებით 6 წთ. თარგმანი აკლია



როცა უცნაური გარეგნობის ფანატი გოგონა უერთდება სკანდალურად ცნობილ ჯგუფ «შავ რაინდებს», საიდუმლოებით მოცული მკვლელობების წყება სცენაზე მათ დაბრუნებასთან დაკავშირებულ ტურნეს ამძიმებს…

IMDB Rating: 3.2/10 (69 votes)


ორი მეგობარი ბენი და ზაკი, სკოლის დროიდან ერთად იზრდებიან, მაგრამ ცხოვრების გზას სხვადასხვას ირჩევენ. ერთი იურისტი ხდება, მეორე კი ყველას ეხმარება და ვერანაირად ახერხებს თავისი მეგობრის კაბინეტიდან გამოტყუებას. ერთხელ, ხანდაზმული ქალი, რომელსაც იგი მოხუცებულთა თავშესაფარში უვლის, სთხოვს თავისი შვილიშვილის მოძებნას, რომელიც ექსპედიციაში გაემგზავრა და დაიკარგა. ზაკი უარს ვერ ეუბნება ქალს და თავის მეგობარ ბენთან ერთად მიემგზავრება მის მოსაძებნად. ჰიზერის მოძებნა და უკან დაბრუნება რთულია, რადგან მდინარე და ველური ბუნება მრავალ საფრთხესა და თავგადასავალს პირდებათ...

IMDB Rating: 4.0/10 (1,139 votes)


კოსმოსურ მაღაროელ პლათფორმა ”იშიმურასთან” კავშირი უცრად წყდება. არც ისეთი ჩვეულებრივი შემთხვევაა თუმცა არც საგანგებომდე ქაჩავს. სადგურის ბორტზე აგზავნიან ინჟინერ კლარკს რომლის ამოცანაა აღმოაჩინოს დაზიანება და შეაკეთოს სისტემები. ინჟინერი პლათფორმის კორიდორებში ვერცერთ ადამიანს ვერ აღმოაჩენს, თუმცა ეკიპაჟი არსად გამქრალა - უბრალოდ იერი იცვალა... მადანის მორიგი მიღებისას ”იშიმურამ” გადაყლაპა უცხოპლანეტური სიცოცხლის ფორმა რომელმაც სწრაფი განვითარება და ზრდა დაიწყო კომფორტაბელური ვარსკვლავთმფრენის სათბურისებრ პირობებში. ეკიპაჟი გადაიქცა ნედლეულად, რომლის მეშვეობით უცხოპლანეტურმა გონებამ საკუთარი ჯარისკაცები შექმნა. ახლა, ხომალდის ყრუ დერეფნებში სიკვდილის ქარი დანავარდობს, ნაკვეთურებს მიღმა კი რაღაც შარიშური და ფხოჭნაა. წყვდიადში ჩაფლული სადგური მოულოდნელ სტუმარს კატა-თაქგვობანას ეთამაშება, მაგრამ აიზეკს სულაც არ აქვს სურვილი ვინმეს სადილი გახდეს...



უილრიკი, რომელმაც მოიხადა ათი წელი ცოლის საყვარლის მკვლელობისთვის, თავისუფლებაზე გამოდის. ცხოვრება დიდი წვალებით იწყობა: მისი შვილი გაიზარდა და საკუთარი ოჯახი გაიჩინა,საუკეთესო მეგობარი-განგსტერი ახალ საქმეს აკეთებს და ისიც ხელს კიდებს და ერთ დროულად სამი ქალი — ყოფილი მეუღლე, კოლეგა და დიასახლისი — იპყრობს მის ყურადღებას.

IMDB Rating: 7.2/10 (287 votes)


ესაა სიყვარულის და ვნების ისტორია. ესაა ურთიერთობათა ისტორია, რომელიც ორ შეყვარებულს აიძულებს სახიფათო მოგზაურობაში გაემგზავრონ, რომელიც სავსეა თავგადასავლებითა და მოულოდნელი ღალატით.

IMDB Rating: 5.4/10 (1,915 votes)


დაოჯახებული ქალი ელიზაბეტ გილბერტი ერთ მშვენიერ დღეს ხვდება, რომ ცხოვრობს სრულიად განსხვავებული ცხოვრებით ვიდრე მას სურდა. მტკივნეული განქორწინების შემდეგ ის მიემგზავრება სამოგზაუროდ მსოფლიოში, რაც მას დაეხმარება გახსნას ახალი ჰორიზონტები და იპოვოს საკუთარი თავი...

IMDB Rating: 5.1/10 (7,655 votes)


ოლიციის ახალგაზრდა კონსტებლი შეინ კუპერი, ორსულ ცოლთან ერთად საცხოვრებლად გადადის პატარა, პროვინციულ ქალაქში წყნარი ცხოვრებისთვის. მაგრამ პირველივე სამუშაო დღე ცუდიდან სწრაფად ხდება უარესი, როცა ციხიდან გაიქცევა ჯიმი კონვეი, რომელიც უამრავ სასტიკ მკვლეობაშია მსჯავრდებული. მკვლელს მიზნად აქვს ყველაზე იძიოს შური, ვინც ციხეში ჩასვა, შერიფის ოფისის უმეტესი ნაწილის ჩათვლით. ადგილობრივი პოლიცია პანიკაშია, ქალაქი სასტიკი სისხლიანი ჟლეტვის ადგილი ხდება. შეინი იძულებულია კანონი საკუთარი ხელით დაიცვას, თუ ცოლის გადარჩენა სურს. თრილერის მოქმედება ხდება ერთი დღის განმავლობაში

IMDB Rating: 6.6/10 (538 votes)


ოსტატის შედევრებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, რომელმაც ათზე მეტი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა; სურათი რომელსაც ყველაზე მეტად თვლიან ბერგმანისეული სტილის კვინტენსენციად. მოქმედება XIX საუკუნის დასასრულს ხდება. სარეცელს მიჯაჭვულ და მომაკვდავ აგნესს უკვე აღარ ძალუძს თავის მომვლელ მოშუღლე დების შერიგება. დებიც მაინცდამაინც თავს უკვე აღარ იკლავენ მის მოვლაზე და ავადმყოფს ერთგულ მოახლე ანას გადააბარებენ... მხოლოდ მას შეუძლია აგნესისთვის ოდნავი შვების მიცემა.

IMDB Rating: 8.0/10 (8,534 votes)


მარტოხელა ჯუნ ჰევენსის და მიმზიდველი აგენტ მილერის შემთხვევითი შეხვედრა აეროპორტში, იმით მთავრდება, რომ მათ უწევთ ერთად მოიარონ მსოფლიო და დაუსხლტნენ დაქირავებულ მკვლელებს იმის ცდაში, რომ ხელში ბოროტმოქმედებს არ ჩაუვარდებათ ძლიერი ბატარია, რომელიც ენერგიის უნიკალურ წყაროს წარმოადგენს. სასიკვდილო საფრთხეში მყოფი ჯუნი გამუდმებით იტანჯება იმის ფიქრში თუ ვინაა მისი დაუდგრომელი თანამგზავრი - კაცობრიობის მხსნელი, მოღალატე თუ უბრალოდ შეშლილი…

IMDB Rating: 6.5/10 (24,731 votes)

შენიშვნა:
დაემატა EXTENDED HDRip ვერსია, რომელიც თეატრალურზე 8 წთ უფრო ხანგრძლივია. (სრული დუბლირებით)


ისინი ხუთნი იყვნენ, ყველა ძმა, ყველა ერთმანეთს ჰგავდა და ამავე დროს არ ჰგავდა. ისინი ადრე დაქვრივებულმა დედამ აღზარდა. ერთმა მათგანმა ცხოვრების სხვა გზა აირჩია, რამდენიმე წლის შემდეგ იგი სახლში ბრუნდება იმ ბანდიტებისგან თავის დასაღწევად, რომლებიც მოსდევენ. იგი თავის ძმებს უმხელს მამის სიკვდილის საიდუმლოს. ახლა მათ იციან, რომ მათი მამა მოკლული იყო და მზად არიან შურის საძიებლად.



დასავლეთ სუმატრის დასახლება მინანგკაბაუში მცხოვრები ახალგაზრდა ვაჟი, გაემგზავრება ჯაკარტაში წარმატების მოსაპოვებლად. რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ იმედგაცრუებული შემთხვევითგადაარჩენს ობოლ ასტრის ევროპელთა ბანდისგან, რომლის მეთაურსაც დაჭრის ბრძოლაში. გამწარებული ბანდიტი ოცნებობს შურისძიებაზე

IMDB Rating: 6.6/10 (732 votes)

ყურადღება:
ფილმი არაა რეკომენდებული არასრულწლოვანებისა და არამყარი ფსიქიკის ადამიანებისათვის!



იური ბოიკა ციხე ”შავი გორაკების” იატაკქვეშეთის ბრძოლების რუსი ჩემპიონია, რომელიც ჯორჯ ჩემბერთან ბრძოლის შემდეგ ტრავმირებულია და შანსი ეძლევა რინგზე დაბრუნდეს. ბრძოლების ორგანიზატორი და მაფიის მეთაური მეტსახელად გაგა მისი მუხლის ოპერაციას აფინანსებს და ახლა ბოიკას აქვს საიდუმლო იარაღი - ტიტანით გამაგრებული მუხლში ნოკაუტების მისაყენებლად.

IMDB Rating: 7.3/10 (2,876 votes)


ფილმი მოგვითხრობს სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა მამაკაცს, მის მეგობარსა და მეგობრის საცოლეს.

IMDB rating: 6.0/10 (1,382 votes)



ექიმი ჰაუსი (ინგლისელი მსახიობის ჰიუ ლორის (Hugh Laurie) მიერ შესრულებული როლი, რომლისთვისაც დააჯილდოვეს "ოქროს გლობუსით” 2006-2007 წლებში) - ბრწყინვალე სპეციალისტი ნეფროლოგიის და ინფექციური დაავადებების დარგში, მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე მას ვერ ვუწოდებთ პაციენტების და კოლეგების რჩეულს - ის არის საკუთარ თავში ჩაკეტილი, უხეში და ცინიკოსი. ის უარყოფს ყველანაირ წეს და დროდადრო რჩება შდაბეჭდილება, რომ იგი თანაგრძნობის გძნობასაც კი არის მოკლებული. მისი ცხოვრებისეულ ხასიათზე ყველაზე კარგად ექიმ ფორმანის ციტატა მეტყველებს: "ის არ არღვევს წესებს არამედ უარყოფს მათ” და ასევე მისი უსაყვარლესი გამოთქმა "ყველა ტყუის” (Everybody Lies). რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასეთი მიდგომა ხშირად ეხმარება ექიმ ჰაუსს ყველაზე რთულ სიტუაციებში გაერკვეს და შეუნარჩუნოს სიცოცხლე პაციენტს...


Flight Control წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო თამაშს iPhone-სთვის, და შედარებით ახლახანს გამოუშვებს ჯერ iPad-ისთვის, ახლა კი PC-სთვისაც. თამაშში მოგიწევთ ავიადისპეტჩერივით დაეხმაროთ თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს დაშვებაში, როგორც კი ისინი აეროდრომს მიუახლოვნდებიან. თვითმფრინავი მიყვება თქვენს მიერ თითით გავლებულ მარშრუტს. თუ გჭირდებათ დაშვების გადადება, მაშინ აეროდრომის გარშემო კიდევ ერთ შემოფრენას აკეთებთ. თვითმფრინავები და ვერტმფრენები სხვადასხვა ფერად არიან შეფერილი და ავიატრანსპორტის ყველა სახეობას თავისი სპეციალური დასაშვები ზოლი სჭირდება. ანუ ვერტმფრენს თვითმფრინავის ხაზზე ვერ დასვავთ. თუ ავიაკატასტროფა მოხდება - თამაში მთავრდება



თრილერი მოგვითხრობს 9 უცნობის შესახებ, რომლებიც ნიღბიანმა შეიარაღებულმა ადამიანმა გაიტაცა და უთხრათ, რომ ყოველ 10 წუთში ერთ-ერთ მათგანს მოკლავდა, სანამ ისინი გაიგებდნენ თუ რით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. ვინ მოკვდება და ვინ გადარჩება ამ ცხრიდან?

IMDB Rating: 5.3/10 (1,907 votes)


მოემზადეთ არაფრის მსგავსი პოკერისთვის არაფრის მსგავს პოკერის კლუბში. Poker Night at the Inventory-ში მოგიწევთ ითამაშოთ ყველაზე ჭკვიან და ცბიერ გმირთან Penny Arcade-დან, გოლიათ მეტყვიამფრქვევესთან Team Fortress 2-იდან, თამაშ Homestar Runner-ის ლეგენდასთან და ჰიპერკინეტიკურ ქმნილებასთან Sam & Max-იდან. ისინი ერთად მოხვდებიან იქ, სადაც ბევრი არ მოელოდა, და ცოტა თუ მიხვდებოდა



ჰიგანჯიმა - საშინელი კუნძულია, რომელიც ვამპირებს აქვთ დაკავებული და რომლიდანაც ცოცხლად დაბრუნება შეუძლებელა. პატარა ბიჭი აკირა გაიგებს, რომ მისი ძმა შესაძლოა ამ კუნძულზე იყოს. თავის მეგობრებთან ერთად, რომლებსაც თან ახლავთ ეჭვიანი რეი, იგი თავგადასავლების საძიებლად მიემართება

IMDB Rating: 6.3/10 (112 votes)



პიტსბურგის ღარიბ რაიონში მცხოვრები ოთხი ძმაკაცი, რომლებიც საარსებო სახსარს გაჭირვებით შოულობს, მოიფიქრებს გამდიდრების გეგმას. გამოუცდელობის მიუხედავად ბიჭები მალევე ააწყობენ ესკორტ-პროსტიტუციას... და თან წარმატებით. შეიძლება მხოლოდ წარმოიდგინოთ, როგორ აიწია მათმა შემოსავალმა და ცხოვრებაც გაუუმჯობესდათ. მაგრამ მათ არ გაუთვალისწინებიათ, სად მიდის მათი გზა, რომელსაც დაადგნენ...


გვიან ღამით საკუთარ ბინაში მოკლეს ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგონა - ხალხი, რომლებიც შვედეთში აღმოსავლეთ ევროპიდან სექს-მონების ჩამოყვანის არხებს იძიებდნენ. ამ ბიზნესის კლიენტებს შორის შემჩნეული არიან ძალოვანი სტრუქტურების მმართველი ფენის წარმომადგენლები. თითქოს ნათელია, რომელი წრეები იყვნენ დაინტერესებული ამ ორის სიკვდილით. მიკაელ ბლუმკვისტი იწყებს საკუთარ გამოძიებას და უცნებ იგებს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილია მისი დიდი ხნის ნაცნობი ელიზაბეთ სალანდერი, ყველაზე უცნაური გოგონა ქვეყანაზე, რომელსაც ჩვევა აქვს ცეცხლთან ითამაშოს - მაგალითად, ბენზინი მოასხას. მთელი შვედეთი დაეძებს ”მკვლელ-ფსიქოპათს”, მაგრამ ელიზაბეთს არ ეშინია გამოიწვიოს გინდ მაფია, გინდ საზოგადოებრივი სტრუქტურები და თუნდაც სიკვდილი.


ჰარი პოტერს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი გამოცდა ელოდება - ვოლან-დე-მორტთან სასიკვდილო შერკინება. დახმარებას არსაიდან ელის - ჰარი მარტოა, ისე როგორც არასდროს... ჰარის მეგობრები და მტრები სულ სხვანაირად წარმოდგებიან. სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვარიც სულ უფრო ილევა…

IMDB Rating: 8.2/10 (28,838 votes)

შენიშვნა:
ფილმის პირველი 36 წთ. აღებულია DVDScr-დან, დანარჩენი - German TS 720p-დან!


ერვე - ჩვეულებრივი ფრანგი მოზარდია ბატჰედის ქცევით, რომელსაც ჰყავს ბივისის ჭკუის ძმაკაცი. ერვე სკოლაში სწავლობს, არანაირი გარეფნობა არ აქვს, ტომრის მსგავსი სვიტერი აცვია და შტერივით იქცევა. გოგონები ერვეს არანაირ ყურადღებას არ აქცევენ, თვითონ კი მხოლოდ მათზე ფიქრობს. უეცრად აღმოჩნდება, რომ ავრორა, მის კლასში ყველაზე ლამაზი გოგონა მისით დაინტერესებულია. დიდი ხნის ნანატრი ყურადღებით გახარებულ ერვეს ამავე დროს წარმოდგენა არ აქვს რა უყოს ამ ყურადღებას.

IMDB Rating: 6.7/10 (814 votes)


ჩვენ ვიმყოფებით ჭარბწონიანი ხალხის მხარდამჭერ ჯგუფში, იქ, სადაც დიეტაზე ბჭობა უკანასკნელ ადგილზე დგას, პირველზე კი გამოდის კითხვა - ”რატომ ვარ ასეთი?”. ცხიმის კედელს იქით გრძნობათა ორომტრიალია და შიშები და სურვილები გროვდება... მაგრამ შეიძლება ასეთი ”უსაფრთხოების ბალიშით” სიარული ცხოვრების გზაზე უფრო სჯობს?

IMDB Rating: 6.7/10 (490 votes)


ჯული ბეიკერს ბრაიან ლოსკი დანახვისთანავე უყვარდება. თვით ბრაიანი კი პირიქით - მაშინვე ანტიპათიას განიცდის ჯულის მიმართ. მაგრამ შემდგომში, როცა მერვე კლასის შემდეგ ჯულის მის მიმართ ინტერესი ეკარგება - იგი პოულობს ჯულიში რაღაც საინტერესოს.

IMDB Rating: 7.1/10 (1,039 votes)


თრილერი ადამიანზე, რომელმაც რაც კი უყვარდა, ყველაფერი დაკარგა და ოჯახის და ნორმალური ცხოვრების უკან დასაბრუნებლად მოუწევს პირისპირ შეხვდეს მისტიკურ მოვლენებს, გაიაროს საკუთარი რწმენის უთვალავი გამოცდა, შეიშალოს და გამოიკვლიოს თავისი სულის ყველაზე ბნელი კუნჭულები.

IMDB Rating: 6.0/10 (4,446 votes)


როგორც ლეგენდებიდანაა ცნობილი, ინგლისის კეთილი მეფე რიჩარდი ჯვაროსნულ ლაშქრობაში გაემგზავრა და იქ ტყვედ ჩავარდა. პრინცმა ჯონმა ტახტი ხელში ჩაიგდო და გამდიდრების წყურვილით შეპყრობილმა, ხალხის ძარცვა დაიწყო. მის მიერ დაქცეული სერ რობინ ლოკსლი შერვუდის ტყეში წავიდა და რობინ ჰუდის სახელით სათავეში ჩაუდგა ყაჩაღების ბანდას, რომელმაც ომი გამოუცხადა პრინცი ჯონის დამქაშებს - რაინდ გაი გიზბორნსა და ნოტინჰემის მხდალ შერიფს. ამავე დროს იგი იბრძოდა მეოცნებე ლედი მარიანას გულის დასაპყრობად


ფოსტერების ოჯახური წყვილის მოსაწყენი ცხოვრება უნდა გაამრავალფეროვნოს ნიუ-იორკის მოდურ რესტორანში გამართულმა სადილმა. ასეც მოხდა, როგორც კი სხვისი სახელებით წარდგნენ მაგიდის ურიგოდ მისაღებად და თავგადასავალიც დაიწყო. ისინი სხვებად დაიგულეს კორუმპირებულმა პოლიციელბა და ქალაქის განგსტერებმა და მათზე დევნა დაიწყო

IMDB Rating: 6.5/10 (27,294 votes)

შენიშვნა:
EXTENDED ვერსია! სრული თარგმანი Bluray CEE-დან!


ჯერ კიდევ ბავშვობიდან სერას რიცხვები უყვარდა. ასაკთან ერთად მათემატიკის სიყვარული სტატისტიკისადმი ბრმა თაყვანისცემაში გადაეზარდა. სერა გაიზარდა დას მათემატიკის მასწავლებელი გახდა. ის დარწმუნებულია, რომ სტატისტიკის მიხედვით, გოგონები 28 წლის ასაკში თხოვდებიან და თან მეთერთმეტე სექსუალურ პარტნიორს მიყვებიან. და აი, იგი 28 წლისაა და ცოლად მიყვება მისტერ მეთერთმეტეს. მაგრამ უკვე ქორწილის შემდეგ ხვდება, რომ სადღაც გამოთვლებში შეცდა. ან მათემატიკის კანონები სასიყვარულო საქმეებში არ მუშაობენ...


ლეო ყოფილი მოკრივეა, ჩემპიონი. მან საფრანგეთი დატოვა და ახლა კოლუმბიაში, თავის მშობლიურ ქალაქში განდეგილად ცხოვრობს. ძირითადად ბარში ლოთაობს. როცა ფული უმთავრდება, ლეო სამუშაოს ძებნას იწყებს. მას მიურიელი დაიქირავებს - ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტოკატასტროფის შემდეგ ინვალიდების ეტლსაა მიჯაჭვული. ერთმანეთისთვის უცხო ხალხი, ლეო და მიურიელი დასაწყისში ერთმანეთის მიმართ უნდობლობას და შეიძლება ითქვას მტრობასაც კი გამოხატავენ…

IMDB Rating: 5.8/10 (67 votes)



ინტერპოლის საიდუმლო აგენტი არასდროს არ აკლია მეწყვილეები, არც დაცულაობაში, და არც უფროსობის ზედმეტი მეურვეობა. ყოველთვის, ყველაზე ცხელ წერტილებში ხვდებოდა მარტო ის. მას უწევს ბრძლობა ბოევიკებთან, განგსტერებთან, მკვლელებთან და გიჟ მწამებლებთან. რომლიდანაც ყოველთვის უვნებელი გამოდის, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ჯერზე ყველაფერი იქნება სხვანაირად…

IMDB Raiting: 7.4/10 (1,051 votes)


Spider-Man: Shattered Dimensions – ახალი თამაში ადამიანი ობობას თავგადასავლების სერიიდან. ამ ჯერად თამაშის სიუჟეტი 4 სხვა და სხვა სამყაროში გვითრევს. პირველია - Amazing Spider-Man, რომელიც კლასიკური ისტორიაა პიტერ პარკერის შესახებ. მეორე სამყარო უფრო იდუმალებითაა მოცული - Spider-Man Noir. იგი შექმნილია მეოცე საუკუნის 30-იან და 40-იან წლებზე დაყრდნობით და არაერთხელ მოგიწევთ მტერზე თავ დასხმა ულამაზო ხერხებით. მესამე სამყარო შორეულ მომავალში გადაგიყვანთ, სადაც მტერთან შებრძოლება მოხდება უზარმაზარ მეგაპოლისში, იქ სადაც მანქანები უკვე დაფრინავენ... ხოლო მესამე ნაწილი, რომლის გმირიც არის Ultimate Spider-Man – არის გადაკეთებული კლასიკური ისტორია.



1905 წელს სუნ იატსენი გადაწყვეტს ჰონგკონგს ეწვიოს, რათა მეგობრებთან ერთად, რომლებიც ორგანიზაცია ტუნმენჰოის წევრები არიან ცინის დინასტიის დამხობისა და რევოლუციის გეგმები განიხილოს. ქვრივი იმპერატორი ცისი, რომელიც ხელისუფლებაშია, აგზავნის მკვლელების ჯგუფს რომელთაც სათავეში უდგათ იან სიაო, ხელი შეუშალოს სუნ ვენის. მეორე მხრივ, სუნ ვენს იცავენ პირადი მცველები - რიქშები, ქუჩის მოვაჭრეები, მაწანწალები, რომელთა ორგანიზება ბიზნესმენმა ლი იუტანმა მოახდინა. მისი ვაჟი ლი ჩუნგუანი თავის თავს სუნ ვენის ორეულად ასაღებს, რათა მკვლელები თავისკენ მიიტყუოს და მას საშუალება მისცეს უპრობლემოდ ჩაატაროს შეხვედრა და დატოვოს ჰონგკონგი

IMDB Rating: 6.9/10 (1,927 votes)



ოსკარი (20) და მისი და ლინდა (18) — ჩამოსულები არიან ტოკიოში. სანამ ოსკარი ნარკოტიკებს ყიდის, ლინდა სტრიპტიზს ცეკვავს ღამის კლუბში. ერთხელ, პოლიციის რეიდის დროს ოსკარს ტყვია ხვდება და სანამ კვდება, მისი სული, რომელიც შებოჭილია დისთვის მიცემული სიტყვით, რომ არასდროს მიატოვებს, იძულებულია ცოცხლების სამყაროს არ გამოეთხოვოს. იგი დახეტიალობს ქალაქში და თან აუტანელი კოშმარები დაყვება. წარსული, აწმყო და მომავალი ჰალიცინოგენურ ორომტრიალში არიან გადახლართული

IMDB Rating: 7.4/10 (2,446 votes)




ბენჟამინ ესპოზიტო - სასამართლოს მუშაკია, რომელიც გადაწყვეტს დაწეროს რომანი ერთ საქმეზე, რომელშიც მოწმე და მთავარი მოქმედი პირი იყო...

IMDB Rating: 8.3/10 (21,399 votes) ოსკარი 2010 - საუკეთესო ფილმი უცხო ენაზე


იდგა 2081 წელი. ყველა ადამიანი, როგორც იქნა, თანასწორი გახდა. ყველა თანასწორი გახდა არა მხოლოდ ღვთისა და კანონის წინაშე. ისინი თანასწორნი იყვნენ ყველაფერში. არავინ იყო სხვაზე ჭკვიანი. არავინ იყო სხვაზე ლამაზი. არ იყო არც ყველაზე გულადი და არც ყველაზე სწრაფი...

კურტ ვონეგუტის მოთხრობა ”გარისონ ბერჟერონის” მიხედვით

IMDB Rating: 6.9/10 (520 votes)


კანტონეს დიდი და აურზაურიანი ოჯახის წევრები - მამა, დედა, ექსცენტრული დეიდა ლუჩიანა, ტომასო, მისი და ელენა და უფროსი ძმა ანტონიო - საზეიმო სუფრაზე შეიკრიბნენ, ოჯახური საქმიანობის სათავეში ანტონიოს დანიშვნის აღსანიშნავად. ტომასო გადაწყვეტს მშობლებს ბოლო-ბოლო გაუმხილოს რომ იგი გეია, მაგრამ მისი უფროსი ძმა ასწრებს მას და იგივეს აცხადებს. განრისხებული მამა სკანდალურად აძევებს ანტონიოს სახლიდან და ნერვული შეტევის გამო, საავადმყოფოში ხვდება. ოჯახური საქმიანობის მართვის სადავეები მოულოდნელად ტომასოს ხელში გადადის. და მართალია, ეს ის ცხოვრება არაა, რომელზეც ჭაბუკი ოცნებობდა, მაგრამ მამის ჯანმრთელობის გამო, ამას ხომ ვერ იტყვის. რაღაც დროის განმავლობაში იგი ახერხებს საიდუმლოს დამალვას, მაგრამ ყველაფერს ცვლის ძველი მეგობრების უეცარი სტუმრობა


ახალგაზრდა და ბედნიერი გოგონას ცხოვრება უეცრად ინგრევა. მისი საყვარელი ქმარი სასტიკად მოკლულია ვიღაც გარეწრების მიერ. ნაღველი იბუდებს გოგონას სულში. რა უნდა ქნას მომავალში? ამ კითხვას იგი გამუდმებით უსვავს თავს. მაგრამ რაღაც მომენტში შურისძიების სურვილი იპყრობს. გოგონა გადაწყვეტს იპოვოს მკვლელბი და დასაჯოს.

Кинопоиск rating: 5.250 (217 votes)


Winter Sports 2011: Go for Gold - მიიღეთ მონაწილეობა ზამთრის სპორტის 9 სახეობაში, და გამოიმუშავეთ ყვეალზე მაღალი ქულები. შეიძლება ითამაშოთ მარტო, ან მეგობრებთან ერთად ქსელში, ან გაყოფილი ეკრანის რეჟიმში. აჩვენეთ ყველაზე მაღალი რეზულტატები, ყველაზე მოთხოვნად საზამთრო სპორტის დისციპლინებში! მიიყვანეთ თქვენი გუნდი, ყველაზე წარმატებულ მიღწევებამდე 16 თასში, და 40 ზე მეტ შეჯიბრებაში. გახდით ჩემპიონი ჩამთრევ სნოუბორ–კროსში,სამთო ფრირაიდში, სამთო თხილამურებზე ჩქაროსნულ დაშვებაში, ტრამპლინიდან ხტომაში, შორტ ტრეკში ბიატლონში და სხვა მრავალში.



ხუთი კლონი კადეტი გაგზავნილია კამინოზე მათი მომზადების დასასრულებლად. ეს კურსანტები არიან - ჰევი, კარაპი, დროიბაიტი, ფაივსი და ეკო, ისინი ჯიუტები არიან და გუნდურად ვერ მუშაობენ. ამავე დროს ოსტარი შააკ ტი და ინსტრუქტორები კურსანტების ბედზე ბჭობენ...



გამოუსწორებელი მარტოხელა ჩარლი, რომელიც სულ შიშობს თავისუფლება არ დაკარგოს და მისი ძმა ალანი, რომელიც ცოლს დიდი ხანი არაა რაც გაშორდა - ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ჩარლი სულ სასიყვარულო ინტრიგებშია ჩაფული, ალანი კი ცდილობს მას არ ჩამორჩეს. სასიყვარულო საქმეებისგან თავისუფალ დროს ძმები ალანის 10 წლის ვაჟის, ჯეიკის აღზრდით არიან დაკავებული: ცდილობენ მისგან ნამდვილი მამაკაცი დააყენონ და ხშირად ისეთ თემებს ჰფენენ ნათელს, რომელიც ამ წლოვანების ბავშვისთვის აშკარად შეუფერებელია. ასევე ასწავლიან პოკერის თამაშს და გოგონებთან ფლირტს...



MX vs. ATV Reflex წარმოადგენს ექსტრემალური ვირტუალური რბოლების სერიის თამაშს. ახალ ეპიზოდში გელოდებათ რეალისტური ფიზიკა, ტრასები, რომლებიც რეალურ დროში იცვლება, და მართვის ახალი სისტემა, რომელიც ჭეშმარიტად სასიკვდილო ილეთების შესრულების საშუალებას იძლევა...


თრილერი ადამიანზე, რომელმაც რაც კი უყვარდა, ყველაფერი დაკარგა და ოჯახის და ნორმალური ცხოვრების უკან დასაბრუნებლად მოუწევს პირისპირ შეხვდეს მისტიკურ მოვლენებს, გაიაროს საკუთარი რწმენის უთვალავი გამოცდა, შეიშალოს და გამოიკვლიოს თავისი სულის ყველაზე ბნელი კუნჭულები.

IMDB Rating: 6.0/10 (4,446 votes)


ყველაფერში წარმატებულ ბეტს ინტუიცია არასდროს ღალატობდა - ამიტომ ჰყავს ერთგული დაქალები და შესანიშნავი სამსახური ნიუ-იორკში. მაგრამ პირად ცხოვრებაში სწორი არჩევანის გაკეთება ძნელია, რადგან ჰორიზონტზე ერთბაშად ორი კარგი ბიჭი მოჩანს: ტომი - წარმატებული მაკლერი უოლ სტრიტიდან და სიმპათიური კოლეგა დანიელი


ხალხმა არ ვიცი თავის თავი რად წარმოიდგინა, მაგრამ გადაწყვიტა ცაში მიმავალი კიბე აეგო, რათა ღმერთებს შებრძოლებოდა. მოთამაშეს მოუწევს ოთხი მითოლოგიის უდიდესი ღმერთების მხარეს ითამაშოს და არ მისცეს ხალხს კიბის აშენების შანსი. ამავე დროს უნდა ფრთხილად იყოს და არ დაასახიჩროს ისინი, რადგან ღმერთები მხოლოდ რწმენის ხარჯზე არსებობენ. თამაშში 16 სხვადასხვა ღმერთია (4 - თითო მითოლოგიით), რომელთა შორის არიან ზევსი, ოსირისი და ა.შ. ყველა ღმერთს აქვს უნიკალური ძალა.



ირლანდიური ფილმი საკუთარ თავზე კონტროლდაკარგული პაპარაცის შესახებ. პოლი, წარმატებული ფოტოგრაფია, რომელიც სპეციალიზდება კრიმინალურ ქრონიკაზე. იგი შემთხვევით აღმოჩნდება ქუჩის ხულიგნების მსხვერპლი. დრო გადის, მაგრამ ვერაფრით ივიწყებს ამ ისტორიას, რომელსაც სახეზე ღრმა ნაიარევი ახსენებს. ერთადერთი რაზეც მას ფიქრი შეუძლია - იპოვოს და დასაჯოს დამნაშავეები, რომლებმაც მისი ცხოვრება კოშმარად აქციეს. მაგრამ, ჩანაფიქრის ცხოვრებაში განხორციელებისას, იგი, თვითონაც რომ არ სურს ისე გადაიქცევა ძალადობის მსხვერპლიდან შეუბრალებელ შურისმაძიებლად.


Mac OS X Snow Leopard 10A380 - არის Macintosh-ის უნიკალური ოპერაციული სისტემა... მოცემული სისტემა გახლავთ უახლესი ვერსია, რომელზეც მუშაობა ივლისის თვეში საბოლოოდ დასრულდა და წარმოგვიდგინეს მულტიჩამტვირთავი DVD-9 დისკი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მხოლოდ ერთი გაშვებით დააყენოთ Macintosh-ის ოპერაციული სისტემა და ყველა ის პროგრამა, დრაივერები თუ დამატებითი სისტემური ფაილები, რომელიც ამ სისტემის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო... თვითონ ეს ფაილი არის შექმნილი Apple-ის და "ჭკვიანი ხალხი"-ს მიერ... სწორედ მათ მოაყოლეს მოცემული დრაივერები და პროგრამები ამ სისტემას... ამას სხვა ახსნა არ ჭირდება, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ოპერაციული სისტემა, რომელიც აქამდე გამოშვებულა... მუშაა 100%-ით...


კომპანია Symantec ის მიერ დამუშავებული პროგრამა Norton AntiVirus™ 2009 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ანტივირუსს. ეს პროგრამა ავტომატურად ანადგურებს ვირუსებს, ებრძვის ყველა სახის მავნე პროგრამულ კოდებს და ა.შ.
მთავარი მახასიათებლები Norton AntiVirus 2010 ნახეთ სრულიადში


Microsoft DirectX - აგვისტოს განახლებით.
ჩაწერეთ კომპიუტერში რომ თამაშები და მულტიმედიური პროდუქცია უფრო სწრაფად გაეშვას.


შემსრულებელი: VA
დასახელება: HD Video Clips Collection
გამოშვების წელი: 2010
ჟანრი: Trance, Rap, House, Rock, Dance, РoР
ვიდეო: 1280x720-1920x1080
აუდიო: AC3, 6ch, 2ch, 256-384 Kbps
ზომა: ჯერ 54.68 GB


შემსრულებელი: VA
დასახელება: Play! 03 [Live] Cielo / New York (mixed by Oliver Huntemann)
ლეიბლი: Ideal Audio
კატალოგი#: Ideal13-2
გამოშვების თარიღი: 23-01-2011
სტილი: Techno, Tech House, Minimal
ხარისხი: 256 kbps / 44.1kHz / Joint-Stereo
ტრეკები: 25 (Mixed 2xCD, Cut on Tracks)
ზომა: 262 MB


მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ცნობილი მულტიპლიკაციურუ სერიალი რომელმაც დაიპყრო მთელი მსოფლიო. ეს სერიალი ცნობილია როგორც მოზარდებისთვის ასევე უფროსებისთვისაც.სერიალი მოგვითხრობს ერთი გადარეული ოჯახის შესახებ.


"ვამპირის დღიურები" 2009 წლის ახლადგამომცხვარი სერიალია, რომელიც გამოსვლამდეც კი უზომოდ პოპულარული გახდა. CW-ზე უკვე პილოტი სერია გავიდა. ელენა და ჯერემი და-ძმა არიან, რომელსაც მშობლები გარდაეცვალათ. ორივემ სხვადასხვანაირად მიიღო ეს ფაქტი. ელენა სკოლაში პოპულარულია და კარგად სწავლობს, ჯერემი კი სმაში და ნარკოტიების კეთებაშია ჩაფლული. სტეფანი ყავისფერთმიანი სიმპატიური ბიჭია, რომელიც არასოდეს უყურებს მზეს და მუდამ უკეთია სათვალეები. დეიმონი - მისი სექსუალური და სასტიკი ძმაა. მისი მთავარი მიზანი ყოვერლთვის იყო ძმაზე შურისძიება, რომელმაც ადრე უღალატა და ახლა მთელი გულით და სულით ცდილობს დესაკოთროს ელენას სხეულს და სულს. "ვამპირის დღიურები" ისტორიაა ლამაზი ელენას შესახებ რომელმაც სამტროდ წაკიდა ორი ვამპირი ძმა.

გახმოვანება: ინგლისური (ორიგინალი) / პროფესიონალური ორხმიანი (Кубик в Кубе) / პროფესიონალური მრავალხმიანი (LostFilm)
ხარისხი: HDTVRip

დაემატა მე-12 სერია (LostFilm) - ის გახმოვანებით


კერძო დეტექტივს ქირაობენ, რათა მოძებნონ დაკარგული სტრიპტიზიორი ქალი. უბრალო საქმე ძალიან ჩახლართული ხდება, როდესაც, ვისაც კითხვა დაუსვა ყველა მოკვდა...

Кинопоиск рейтинг: 8.870 (46 голосов)

რელიზ-ჯგუფი: The Big Bang (2011) DVDRip


ჩუმი და მოწესრიგებული ვიტალიკი გადაწყვეტს დაიწყოს თავისი ცხოვრება ნულიდან ახალ ქალაქში.მაგრამ მას გზაზე გადაეყრება ერთი შეშლილი.მისი მეზობელი კიბის პლოშადკაზე აღმოჩნება კრისტინა,რომელიც ისწრაფვის გადააკეთოს ვიტალიკი ნორმალურ მამაკაცად.ახალ სამსახურში უტევს უფროსი და ასევე ფსიქოლოგი რომელიც ეხმარება მას გაუმკლავდეს ამ ყველაფერს და თითონ გახდება სადო მაზოხისტი.ვიტალიკი არის ერთ ერთი ადეკვატური ადამიანი იქ.მაგრამ ეს მართლაც ასეა?


ამ ფსიქოლოგიური დრამის მთავარი გმირი — ქალი–შიზოფრენიკია.
IMDB Rating: 5.8/10 [376 votes]


ფილსმის ავტორი გახლავთ უამრავი პრემიის მფლობელი დოკუმენტურ კინო ინდუსტრიაში. 18 თვის განვმალობაში 4 სხვადასხვა ქვეყანაში ტომას ბალმესის კამერა შეუწყვეტლივ აკვირდებოდა 4 ახალშობილს მათი დაბადების დღიდან. ფილმში არ არის დადგმული სცენები. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, თვითონ ფილმის გადაღება იყო გათვლილი ფსიქოლოგების მიერ, ასეთივე უცნაური გამოვიდა თვითონ ფილმიც...
IMDB Rating: 6.6/10 [1,798 votes]