მსოფლიო ისევ ატომური ბომბის საფრთხის წინაშე დადგა. ეს ყველაფერი კი
ერთ-ერთი კერძო სამხედრო კორპორაციის დამსახურებაა მათ მოინდომეს
მსოფლიოს განადგურება მაგრამ მორპექსი და მისი მეწყვილე გაემგავრებიან
მსოფლიოს ცხელ წერტილებში და შეეცდებიან გაარკვიონ სად მდებარეობს
ტერორისტების სამხედრო ბაზა და გაანადგუროს იგი.
სახლში ან სამუშაოზე, Petri Heil 5 -თან ერთად თქვენ თავს ნამვდილ
მოთევზავეთ იგრძნობთ! თქვენს განკარგულებაშია 60 საუკეთესო გერმანული,
ავსტრიული და შვეიცარიული ტბა. დაიჭირეთ თევზი, იშოვეთ ფული, იყიდეთ ახალი
მოწყობილობები. აჩვენეთ თქვენი შესაძლებლობები!
Burning Thirst - სამგანზომილებიანი ექშენია, რომელიც ძალიან წააგავს
Prototype-ს. მთავარი გმირი თავისი ბუმერანგით ანადგურებს ზომბებს ქალაქის
ქუჩებში. პირველი შეხედვით თამაში კომერციულ ექშენს წააგავს. რაც ყველაზე
გასაკვირია თამაშს აკეთებდა 5 სტუდენტი პომპეიდან, რომლებიც თავიანთ თავს
უწოდებენ The Ninja Monkeys.
კომპანია Oddworld Inhabitants-მა გამოუშვა სპეციალური კომპლექტი The
Oddboxx, რომელიც შეიცავს ამ სერიის ყველა თამაშს. დაწყებული Abe's
Oddysee და Abe's Exoddus-ით და დამთავრებული პერსონალურ კომპიუტერზე ჯერ
კიდევ უნახავი Munch's Oddysee და Stranger's Wrath-ით. თამაშში კვლავ
შევხვდებით ეიბს, მუდაკენ მონას, რომელიც გაურბის ხორცის გადამამუშავებელი
ფაბრიკის მეპატრონე გლუკონ მოლლუკს. გაიხსენებთ, რას ნიშნავს იყო უცნობი,
თავებზე მონადირე და მრავალი სხვა...
Meat Boy – ჰარდკორული პლატფორმერია უცნაური პერსონაჟით მთავარ როლში.
თამაში ისეთმა ხალხმა შექმნა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ისეთი
ჰიტების წარმოებაში, როგორებიცააGish, Braid, და Time FCUK. 300-ზე მეტი
გიჟური, დაუჯერებელი, შეურაცხმყოფლად რთული დონე 5 თავში; სხვა ჰიტური
თამაშების პერსონაჟებით თამაში, და ისეთი სათუთი სიუჟეტი, რომ მთელი ღამე
გამთენიამდე ტირილით ვერ გაძღებით!
კარიბის კუნძულუბი საიდუმლო ლამაზი მაგრამ
სასიკვდილოდ სახიფათო არც ისე ძველად აქ დაცურავდნენ მეკობრეები და
ეძებდნენ თვგადასავლებს და განძს მაგრამ დღესაც არ შეცვლილა არაფერი
რამდენი წიგნი დაწერილა მასზე რამდენი კინო გადაუღიათ თქვენ გაქვთ
უნიკალური შანსი მოხვდეთ იქ ნახოთ როგორ ცხოვრობენ ნარკოტიკით მოვაჭრენი და
მაფიოზები მიიღოთ მონაწილეობა ბანდების ომში უბრალოდ დატკბით ბუნებით და
მიირთვით ტრადიციული მეკობრული სასმელი რომი მთავარი გმირი კუნძულზე
გაემგზავრება იმ მიზნით რომ გამოიძიოს იქ მომხდარი საიდუმლო მოვლენებ...
შემქმნელები ახალი დამატების გიწვევენ მინაწილეობის მისაღებად ვიეტნამში
გასული საუკუნის 60-იან წლებში . მოთამაშეებს ელოდებათ ოთხი სრულიად ახალი
რუკა, რომლებსაც აქვთ უნიკალური ხასიათი და დაფუძვნებულია რეალურ
მოვლენებზე. საინტერესო ტაქტიკური დავალებები და ახალი ტერიტორიული
პირობები ქმნიან უფრო საინტერესო გეიმფლეის...
tower defense-ს ჟანრის თამაში სათამაშო პროცესის უნიკალური ელემენტებით.
სათამაშო დონეების თავისბურება ისაა, რომ ასტეროიდების მოძრაობის
ტრაექტორია მუდმივად იცვლება, ასევე მოთამაშე აკონტროლებს სათამაშო
ერთეულებს, რომლებიც გზაზე ზემოქმედებენ. თამაშში არის რესურსების (ფულის)
მოპოვების საშუალება განადგურებული ობიექტების შეგროვების გზით. თამაშში 6
ტიპის ერთეული და 4 ტიპის ჯილდოა, ასევე 9 დონე.
სამი საბრძოლო ჟანრის თამაში, ერთ კოლექციურ
გამოცემაში. მოქმედებით გაჯერებული მარტოხელა კამპანიები და კოოპერატიული
რეჟიმები. რეალისტური ფიზიკა და შთამბეჭდავი გრაფიკა. ბრძოლის წარმართვის
სტილების მრავალფეროვნება. უამრავი იარაღი, როგორც თანამედროვე, ისე -
ფუტურისტული
ახალი სიმულატორი საშუალებას მოგცემთ გააშენოთ საკუთარი ქალაქები საკმაოდ
რეალისტურ 3D-რუქებზე. ამავე დროს მოთამაშეებს შეეძლებათ გამოიყენონ 700-ზე
მეტი სხვადასხვა ტიპის შენობა, ქანდაკება და სხვა ნაგებობა. ქალაქის
გაშენების გარდა მოუწევთ იზრუნონ მათ ინფრასტრუქტურაზე, იმუშაონ
მოსახერხებელი სატრანსპორტო მაგისტრალების შექმნაზე და ახსოვდეთ, რომ
სავაჭრო წერტილები ადვილად მისაწვდომ ადგილებში უნდა იყოს.
ახალი სიმულატორი საშუალებას მოგცემთ გააშენოთ საკუთარი ქალაქები საკმაოდ
რეალისტურ 3D-რუქებზე. ამავე დროს მოთამაშეებს შეეძლებათ გამოიყენონ 700-ზე
მეტი სხვადასხვა ტიპის შენობა, ქანდაკება და სხვა ნაგებობა. ქალაქის
გაშენების გარდა მოუწევთ იზრუნონ მათ ინფრასტრუქტურაზე, იმუშაონ
მოსახერხებელი სატრანსპორტო მაგისტრალების შექმნაზე და ახსოვდეთ, რომ
სავაჭრო წერტილები ადვილად მისაწვდომ ადგილებში უნდა იყოს.
Wanted: Weapons of Fate — ესაა მესამე პირის საბრძოლო თამაში რომელშიც
ბრძოლა ჩხუბებითაა გაზავებული. თამაშში რეალიზებულია ყველა ინოვაციური
მომენტი რაც ორიგინალურ ჰოლივუდურ ბოევიკში — სროლა მოხრილ ტრაექტორიაში და
რაღა თქმა უნდა დროის შენელება ჩხუბისა და სროლის დროს. ამისთვის
გამოიყენება ფიზიკური ბირთვი რომელიც ეკრანზე მიმდინარე მოქმედებათა
რამდენიმე დონეს ითვლის. თამაში იწყება იქ, სადაც ფილმი დამთავრდა. უესლის
ახალი თავგადასავლები ელოდება - იგი იძულებულია კანონის მსახვრალი ხელი
ითამაშოს.
5 წლის წინ კარლ ჯონსონი ლოს სანტოსიდან გაიქცა (შტატ სან ანდრეასიდან) -
დამნაშავეების, ნარკომანებისა და კორუფციის ქალაქი, სადაც
კინოვარსკვლავებსაც კი უჭირთ თავის დაცვა ბანდიტებისგან. 1990 წლის
დასაწყისი. კარლი სახლში ბრუნდება. დედამისი მოკლეს, ოჯახი დაიშალა,
მეგობრები გასაჭირში არიან. ქალაქში მოხდება მკვლელობა, რომელსაც
"შეტენიან" და გადააბრალებენ კარლს.
ახალი სიმულატორი საშუალებას მოგცემთ გააშენოთ
საკუთარი ქალაქები საკმაოდ რეალისტურ 3D-რუქებზე. ამავე დროს მოთამაშეებს
შეეძლებათ გამოიყენონ 700-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის შენობა, ქანდაკება და
სხვა ნაგებობა. ქალაქის გაშენების გარდა მოუწევთ იზრუნონ მათ
ინფრასტრუქტურაზე, იმუშაონ მოსახერხებელი სატრანსპორტო მაგისტრალების
შექმნაზე და ახსოვდეთ, რომ სავაჭრო წერტილები ადვილად მისაწვდომ ადგილებში
უნდა იყოს.
მოგესალმებით. გთავაზობთ Medieval II Total War ის შესანიშნავ დამატებას. რომელიც მოგვითხრობს მონღოლების შემოსევას საქართველოსა
და რუსეთში, დამატებაში შეცვლილია ყველაფერი. ინტერფეისი, შენობების
აგებულება, ჯარისკაცები, და რაც ყველაზე მთავარია რუკაც. დამატებაში თქვენ
შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა ის ნაცია რომელიც მოცემულია რუკაზე მათ შორის რა
თქმა უნდა საქართველოც. თამაშები დაფუძნებულია ისტორიულ ფაქტებზე და
მოვლენები ვითარდება მონღOლური კლანის ოქროს ურდოს პერიოდში. რუკა მოიცავს
ევროპას და ნახევარ აზიას, ასევე გაზრდილია ჯარისკაცების რაოდენობაც, ასე
რომ თქვენ შეგეძLებათ ჩაატაროთ 2 ჯერ უფრო დიდი ბრძოლები ვიდრე ორიგინალ
ვერსიაში. დამატება დატესტილია და მუშაობს ხოშიანად, ჩემი დატესტილია.
თამშს არ ააქვს არანაირი ბაგები. თუმცა მე ვინდოუს 7 მაქვს და მაინც
ჩავაგდე BugFIx ვინდოუს 7 ვისაც უყენია შეიძლება დაჭირდეს.ასე რომ წონ დიდი
ბრძოლები გელოდებათ.
4story შინაარსით 3 სამეფო იბრძვის ერთმანეთში: Краксион(მაგიის ქვეყანა),
Броа(მფლობელი საშინელი ძალის), ДеФугель(ომის სახელმწიფო), ერთმანეთში
ძველი ლეგენდის წყალობით ისევ იბრძვიან და არ უთმობენ ერთმანეთს
არაფერს, ერთი მეორეს არც ძალით ჩამოუვარდება და არც ჭკუით. თქვენ უნდა
გადაწყვიტოთ 4story ისტორიაში რა ჩაიწერება.
სიუჟეტი ვიეტნამის ომის დროს ვითარდება, გვიყვება ახალგაზრდა ამერიკელ
მებრძოლზე, რომელიც ტყვედ აიყვანეს ვიეტნამელმა პარტიზანებმა. იქიდან
გაქცევის შემდეგ იგი ხვდება ერთ-ერთ პროვინციაში. მას გზაზე ბევრი საშინელი
რამის ნახვა და გადატანა მოუწევს, მაგრამ უნდა გადარჩეს ნებისმიერი
ხერხით. ამაში მას 12 სახეობის იარაღი დფილმის სიუჟეტი ვიეტნამის ომის დროს
ვითარდება, გვიყვება ახალგაზრდა ამერიკელ მებრძოლზე, რომელიც ტყვედ
აიყვანეს ვიეტნამელმა პარტიზანებმა. იქიდან გაქცევის შემდეგ იგი ხვდება
ერთ-ერთ პროვინციაში. მას გზაზე ბევრი საშინელი რამის ნახვა და გადატანა
მოუწევს, მაგრამ უნდა გადარჩეს ნებისმიერი ხერხით. ამაში მას 12 სახეობის
იარაღი დაეხმარება.
Alien Shooter 2-ის გაგრძელება, რომელიც წარმოადგენს ორი ჟანრის Action და
RPG-ს ნაზავს. ურჩხულთა ურდო ქალაქებს ანადგურებს და იპყრობს მიწებს.
მოგიწევთ უცხოების წინააღმდეგ ბრძოლა და მომავალი თქვენზეა დამოკიდებული!
თამაშში მოგიწევთ კოსმოსური ხომალდის მართვა, აარიდეთ კოსმოსური ხომალდი
შტორმს და გადალახეთ დაპრკოლებები. თამაშში შეგხვდებათ 11 სხვა და
სხვანაირი მტერი და 2 გიგანტური ბოსი. გააუმჯობესეთ თქვენი ხომალდი და
დაამარცხეთ მტერი.
მოთამაშეს მოუწევს დაიცვას სერვერები ვირუსებისგან და იგი შეასრულებს
სისტემური ადმინისტრატორის როლს. თქვენ მოგიწევთ სისტემის შიგნიდან
მოქმედება და თქვენ შიგრძნობთ თუ როგორია ნამდვილ ვირუსებთან ბრძოლა.
თამაშში ბევრი ლეველია და ყველას სხვა და სხვა აზრი აქვს, თამაშის
გაფორმება არის ნეონურ სტილში და წააგავს "TRON"-ს, ასევე ატმოსფერული
საუნდტრეკი.
საიდუმლო იარაღის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ ვაშინგტონი განადგურდა, და
მასთან ერთად შეერთებული შტატების მთლიანი მმართველობაც. ეს გახდა მიზეზი
ეკოლოგიური კატასტროფებისა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და ეს გახდა მიზეზი
ამერეიკის შეერთებულ შტატებში ევროპული ჯარების შესვლა. მოთამაშეს
ელოდება საინტერესო ბრძოლები, საკმაოდ დახვეწილი გარემო და რეალისტური
ფიზიკა, ასევე კლიმატური ცვლილებები რომლებიც თამაშის მსვლელობაზე დიდ
გავლენას იქონიებს.
არკადული თამაში რომლის მთავარი გმირიც გახლავთ
დენი, იგი ეძებს ძვირად ღირებულ ქვებს და მათ შორის ბრილიანტის ქვებსაც.
ძიებაში მას კიდევ ბევრი საინტერესო რამ გადახდება თავს...
ახალ თამაშში თქვენ მოგიწევთ მუშაობა მესაწყობეთ და ადვილად მტვრევადი
საქონლის გადატანა, დალაგება. მუშაობა შეიძლება დიდი სავაჭრო ცენტრების
ავტოსადგომებზე, მანქანებს და წვრილს ქუჩებს შორის. მთავარია – დროში
მიიტანოთ საქონელი, მაგრამ დაუზიანებლად! უფროსობა უფლებას გაძლევთ მართოთ
სამი სახის სატვირთო მანქანა, თითოეული მათგანი უნიკალურია თავისი
თვისებებით.
1920-იანი წლების ჩიკაგო. ანჯელო მერიტო ემიგრანტია, რომელიც ცდილობს Windy
City-ში წარმატების მიღწევას.... დაეხმარეთ მას წესრიგში მოიყვანოს
კლიენტების ავტომობილები. დაიქირავეთ დამხმარეები, რომლებიც მასთან ერთად
იმუშავებენ. გახსენით ახალი რუქები და განავითარეთ ავტოფარეხის ბიზნესი
მაქსიმალური შედეგის მისაღწევად!
გამოცადეთ სატვირთო ავტომობილის მძღოლის როლი საკუთარ თავზე, იმუშავეთ
მსოფლიოს ხუთ სახიფათო ადგილას, მოსინჯეთ ახალი სერია 18 WoS - Extreme
Trucker 2. მზად იყავით მსხვილგაბარიტიანი და ფაქიზად მოსაპყრობი ნივთების
გადასაზიდად მკვეთრ მოსახვევებში, ორმოებში და მოყინულზე. ასევე მოგიწევთ
სამხერხაოში მუშაობა. გაითვალისწინეთ, რომ ტვირთები დროით უნდა ჩაბარდეს
მფლობელს...
History: Great Battles Medieval – ესაა ისტორიული სტრატეგია, რომელიც
ინგლისისა და საფრანგეთის ასწლიან ომს ეხება. პროექტი ნებისმიერ მოთამაშეს
მისცემს შანსს უმეთაუროს უზარმაზარ არმიებს, რომლებიც 40 სხვადასხვა
რაზმისგან შედგება
Magnesian - არის პაზლ-პლატფორმერი, რომელიც Unreal Engine 3 ძრავაზეა
აწყობილი. თამაში აწყობილია მაგნიტიზმზე. თამაშში მთავარ გმირს მაგნიტური
იარაღი უჭირავს, რომელსაც, შეუძლია ნივთების მიზიდვა, ასევე განზიდვა.
თამაშში ლამაზი 3D გრაფიკაა, ლამაზი გაფორმება და კაგრი გეიმპლეი.
Influence - არის, real-time სტრატეგია რომლის ავტორიც არის ActionXL.
თამაშში ამოყენებულია ნატურალური ალგორითმი და დინამიურად გაწყობილი
მუსიკალური გაფორმება. ოფლაინ რეჟიმში თამაშის დროს მოთამაშეს შეუძლია
გააკეთოს არჩევანი თამაშის 2 რეჟიმს შორის ესენია: გასართობი რეჟიმი და
ისეთი რეჟიმი სადაც მოთამაშემ გონებას უნდა მოუხმოს. ასევე შესაძლებელია
თამაში ქსელში სადაც სამეგობროს გუნდ შეუძლია დაამარცხოს სხვა გუნდები.
Planetstorm – არის შემეცნებით-ფანტასტიკური ჟანრის მულტიპლეერული შუთერი,
რომლის ფუძე არის Unreal Tournament 3. თამაშის ერთ-ერთი თავისებურება
ისაა, რომ თქვენ გეძლევათ საშუალება მართოთ სხვა და სხვა სახის საფრენი
საშუალებები დაწყებული ჰალო-ბაგით დამთავრებული უზარმაზარი კოსმოსური
ხომალდით.
Call Of Duty - Black Ops
- ეს გახლავთ ვიდეო გაკვეთილი იმის შესახებ რაც ცოტახნის წინ აღმოვაჩინე
Call Of Duty - Black Ops ში. (რატომღაც LT - RT დავაჭირე სანამ ჩავრთავდი
თამაშს და მეისონი სკამიდან ადგა. ვინც PC ზე თამაშობს მან მაუსის მარჯვენა
და მარცხენა ღილაკებს უნდა დააჭიროს.) მოკლედ ვისაც გითამაშიათ ეს თამაში
ალბათ გეცოდინებათ რომ სანამ თამაშს დაიწყებ მოქმედი პირი (მეისონი) ზის
სკამზე (ვიგულისხმე მთავარი მენიუ). აი საიდუმლო მაგაში მდგომარეობს,
სწორედ მაგ დროს შეგიძლიათ თამაშში შეუსვლელად ააყენოთ სკამიდან მეისონი და
ირგვლივ ოთახში ატაროთ. აგრეთვე შეგიძლიათ ოთახში იპოვოთ პატარა
კომპიუტერი, რომელშიც გაუშვებთ მცირე თამაშს და ვინც XBOX 360 ზე აგროვებთ
არქივმენტებს იმათაც გამოგადგებათ. (ვიდეო გაკვეთილი და აგრეთვე იმ კომპის კოდები სრულიადში).
ყველაზე ბნელი კომიქსი ბეტმენზე და ჯოკერზე გადადის ეხლა უახლეს სათამაშო
პლატფორმებზე. წარმოუდგენელი გრაფიკა აძლევს შესაძლებლობას მოთამაშეგ
შეიგრძნოს თავის თავი სრულად ქაოსის დაავი გამოგონილებეის სამყაროში.
ფსიქიატრიული კლინიკა არის აღდგენილი საშიში რეალიზმით, ამ შენობის მიღმა
არ არის იმედია განათებულ მომავალზე. დერეფნები და საგუშაგოები არი
დასისხლიანებული. აი ამ ატმოსფეროში მოუწევს მოქმედება მოთამაშეს. ბეტმენი
კარგად იმალება ჩრდილებში, იყენებს ნებისმიერ შესაძლებლობას იერიშის
მისატანად. საბრძოლო ილეთების მრავალი კომბინაციები.
ლეგენდარულ სტრატეგია "King Arthur: The Druids"-ის გაგრძელება. ორიგინალი
თამაშის დროიდან ბევრი რამ შეიცვალა: გაუმჯობესდა გრაფიკა, დაემატა ახალი
გმირები, სიუჟეტი უფრო საინტერესო გახდა. სტრატეგოების მოყვარულებს
ელოდებათ ეპიკური სამგანზომილებიანი ბრძოლები, გააზრებული ინტერფეისი,
მასშტაბური ბატალიები...
Tom Clancy’s H.A.W.X. 2-ში ყველა შანსი გაქვთ, რომ ელიტური პილოტი გახდეთ
თანამედროვე გამანდგურებლების შტურვალს თუ მიუჯდებით. გამოიყენეთ თქვენი
უნარები სრულყოფილი ტექნოლოგიური მოწყობილობების სამართავად. თქვენს
განკარგულებაში აღმოჩნდებიან მოიერიშეები, გამანადგურებლები,
ბომბდამშენები, უპილოტო და სხვა ტიპის თვითმფრინავები. წევის ვექტორის
მართვა და დრს (დამატებითი რეალობის სისტემა) - მხოლოდ მცირე ნაწილი იმ
ტექნოლოგიებისა, რომლებიც თავს ნამდვილ ასად გაგრძნობინებთ!
მე-19 საუკუნის დასაწყისი...ამერიკა ჯერ კიდევ კიდევ შორსაა
ინდუსტრიალიზაციისგან და კაპიტალიზმისგან.ინდიელებმა გააჩაღესნ სასტიკი ომი
კოვბოებთან.უბრალო მძარცველები ასრუელებენ თავიანთ საქმეებს შერიფების და
მათი დამხმარეების დაუკითხავად.GUN გთავაზობთ ნამდვილი ველური
დასავლეთის ქაოსსა და რომანტიკას!თამაშის მთავარ გმირს კოლტონს თავის
ცხოვრებაში არაერთი თავგადასავალი დაემთხვა თავს.მაგრამ ადრე თუ გვიან
ყველასთვის მოდის გარდატეხის დღე.როცა ვიღაც უცხოებმა გაურკვეველი
მიზეზებით მოკლეს კოლტონის მამა,ახალგაზრდა ძალიან გაბრაზდა.და მას გულში
მხოლოდ ერთი სურვილი გაუჩნდა - შურისძიება...!!!
ყველასთვის ნაცნობი თამაში Crashday-ის გაგრძელება, რომელის შესახებაც
უპრობლემოდ შეგვიძლია საუბარი იმ თემაზე რომ თამაშის გაგრძელება
შესანიშნავი გამოვიდა. გაცილებით გაუმჯობესებულია გრაფიკა, გამოჩნდა ახალი
შესაძლებლობები. ძალიან ლამაზად არის გაკეთებული რბოლები დღის სხვადასხვა
პერიოდში. თქვენ მიიღებთ დიდ სიამოვნებას თამაშის პროცესისგან. თამაშში
წარმოდგენილია სიძნელის სამი დონე, შეგიძლიათ დაიწყოთ კარიერა, მაგრამ ეს
არ იქნება მარტივი,იმისთვის რომ მიაღწიოთ შედეგს და გახდეთ ნამდვილი ოსტატი
ამ სფეროში,მოგიწევთ ბევრი დრო და ძალა დახარჯოთ. ასევე შეხვდებით ახალ
მანქანებს და ტუნინგის კიდევ უფრო გაზრდილ შესაძლებლობებს. თამაშში ყველა
ავტომობილს აქვს თავისი თავისებურება და მათი გაუმჯობესება
სხვადასხვანაირად შეიძლება.შეგიძლიათ ტრასებს გაუკეთოთ რედაქტირება.
განსაკუთრებით უნდა ავღნიშნოთ მუსიკალური ხმები.
ყველაზე მასშტაბური ისტორიული ბრძოლა Dawn of War. ამ ბრძოლის ველი გახდა
მთელი ვარსკვლავების სიტემა, ბრძოლაში საშის მტერთან საბრძოლველად
(ტირანიდები) შეერთდა 9 უძველესი რასა. თამაშში მოგეცემათ საშუალება
გამოავლინოთ თქვენი როგორც სტატეგის, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები. ახალ
ნაწილში ასევე საშუალება გეძლევათ შეუცვალოთ იერსახე თქვენს არმიას:
სიმბოლოები, ნიშნები და აბჯარის ფერი. Dawn of War Soulstorm 2:
Beehive call - ეს არის ბოლო დამოუკიდებელი დამატება ლეგენდარული
სტრატეგიისა *Warhammer 40,000: Dawn of War*. ეს სრულყოფილი თამაშია და არ
საჭიროებს წინა თამაშების ინსტალაციას. როგორც ორიგინალური Soulstorm-ი,
ამ ნაწილშიც არიან ბნელი, საზიზღარი ელდერები, რომლებსაც შეუძლიათ
თქვენიანებისგან წაიღონ სული და შემდგომში გამოიყენონ სხვა და სხვა
რიტუალისთვის, ასევე დამატებულია ახალი რასა ტირანიდები, რომელიც ამ
თამაშის მოყვარულებისთვის უკვე ცნობილია.
Alien Shooter 2-ის გაგრძელება, რომელიც წარმოადგენს ორი ჟანრის Action და
RPG-ს ნაზავს. ურჩხულთა ურდო ქალაქებს ანადგურებს და იპყრობს მიწებს.
მოგიწევთ უცხოების წინააღმდეგ ბრძოლა და მომავალი თქვენზეა დამოკიდებული!
მაკკა - უდაბნოს ქალაქია. ხმები დადის, რომ ქალაქს თვალი დაადგა
სახელგათქმულმა ყაჩაღმა გაზბეკმა, ამიტომ ქალაქის მერი დაიქირავებს
მონადირეებს ქალაქის დასაცავად. მერილი და მილიც ასევე ჩამოვიდნენ, როგორც
სადაზღვევო სამსახურის აგენტები, რათა ზარალი დაეთვალათ. სადღაც ახლოს
იმყოფებიან ვეშ-გრიგალი მონადირე ამლიეასთან და ნიკოლას დ. ვულფუდთან ერთად
Magicka – სათავგადასავლო თამაში, რომლის მოქმედება ხდება სკანდინავიურ
მითოლოგიაზე დაფუძნებულ ფანტასტიკურ სამყაროში. თქვენ და სამ სხვა
მოთამაშეს მოგიწევთ წმიდა ორდენის მაგების როლის მორგება და იმ ბოროტი
ჯადოქრის წინააღმდეგ გალაშქრება, რომელიც სამყაროში ქაოსსა და ნგრევას
თესავს. მასზე გასამარჯვებლად თქვენს განკარგულებაშია უამრავი შელოცვა,
რომლის კომბინირებაც შეგიძლიათ უნიკალური მაგიური სისტემის მეშვეობით.
Dungeons მოგვითხრობს მიწისქვეშეთის მბრძანებლის ისტორიას, რომელიც
ლაბირინთში იტყუებდა გმირებს, პირდებოდა განძსა და კარგ ბრძოლას, მხოლოდ
ერთი მიზნით - შეეპყრო ისინი. როგორც კი გმირები ხელში ჩაუვარდებოდნენ, იგი
ცდილობდა ჯეროვანი ყურადღება მიექცია თავისი პატიმრებისთვის სანამ არ
დადგებოდა ”მოსავლის” დროს, როცა მათი სულებიდან ენერგია უნდა ამოეღო...
Gold Edition-ი შეიცავს ამ თამასის ორივე ნაწილის რუსულ ლიცენზირებულ
რეპაქს. თამაში ძალიან კარგი გრაფიკისა და შინაარსის მქონეა .ამ თამაშში
მთავარი გმირი ხართ თქვენ.თქვენი დავალებაა გაანადგუროთ მრავალნაირი მტერი:
სამთავიანი დრაკონები,დინოზავრები,ჩონჩხები და სხვა მრავალი საზარელი
ურჩხული..თამაში ვითარდება ძველ დროში,მაშინ როცა ჯერ კიდევ ხმლებით
უწევდათ ბრძოლა...
1981 წელი. ჩრდილოეთის პოლარული წრე. გაყინული
ლანდშაფტი. სადრეიფო სადგური «Полюс 21» ეხლახანს მიატოვა უკანასკნელმა
ადამიანმა - მეტეოროლოგმა ალექსანდრე ნესტროვმა. მან მიიღო მიიღო
მნიშვნელოვანი შეტყობინება „დიდი მიწიდან" და ეხლა მან უნდა უნდა დატოვოს
უკიდეგანო არქტიკა, ამისთვის კი გამოგზავნილია კომფორტაბელური გემი,
რომელიც მას განსაზღვრულ დროსა და ადგილზე შეხვდება. მაგრამ შეპირებული
გემის ნაცვლად, შეხვედრის ადგილზე მას ნამდვილი კოშმარი ელოდება: იგი
აღმოჩნდება ძველი ყინულმკვეთი გამის «Северный ветер»-ის ბორტზე, რომელიც
დიდი ხნის წინად დაიკარგა ყინულისა და სიცივის უსასრულობაში...
The Witcher: Enhanced Edition გამოსვლისთანავე გამოიწვია ახალი აფეთქებული
ბომბის ეფექტი. The Witcher: Enhanced Edition-მა დაახლოებით ააგროვა
100დე სხვადახვა ჯილდო. სოლიდური ბიუდჯეტი, ბრწყინვალე გრაფიკა და
დრამატიული ყველასგან განსხვავებული სიუჟეტი...
ბრძოლა მშვიდობისათვის იწყება მექსიკაში სადაც ვერ შეძლეს მშვიდობის
დამყარება. ბრწყინვალედ მოფიქრებული მისია დასრულდა დიდი კრახით. ობიეკტი
გაქრა უგზოუკლოდ ხოლო. სპეცნაზის უფროსობა კი ჩვენ გმირს აგზავნის ლას
ვეგასში რათა დაიჭირონ ობიეკტი და გადაარჩინონ ამერკის შეერებული შტატები
მძიმე დარტყმისგან…
მოვლენები ხდება ერთ უცნობ ჯუნგლებით სავსე პლანეტაზე. ჯოზეფ ტურეკის
სამხედრო ხომალდი განიცდის კატასტროფას და მეომრების წინაშე დგას ამოცანა -
მონახონ ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი და შეაგროვონ ინფორმაცია მტერზე,
მაგრამ ტუროკი ვერც ხვდება, აქ მთავარი მტერი ადამიანები სულაც არ არის.
მას უწევს შეეჯახოს დინოზავრებს და დიდი ზომის მწერებს.
ამერიკული ფეხბურთი საკმაოდ სახიფათო თამაშია,მაგრამ როდესაც მინდორზე
გამოდიან პერსონაჟები Warhammer-ის სამყაროდან,თამაში არა მარტო საშიში
ხდება,არამედ სასიკვდილოდ სახიფათო.დააკვირდით,თუ როგორ უნდა დაიჭიროთ
ბურთი ეკლებით და როგორ უნდა დატკეპნოთ მოწინააღმდეგე ფეხებით!
Napoleon: Total War ცნობილი
ისტორიული სტრატეგიების საკულტო სერია Total War-ის საუკეთესო ნიშნებს
აერთიანებს. მონაწილეობას მიიღებთ ნაპოლეონ ბონაპარტის ყველაზე
მნიშვნელოვან ლაშქრობებში, რომელებმაც მისი მმართველობის მნიშვნელოვანი
ეტაპები ასახეს - ტახტზე ტრიუმფალური ასვლიდან უსახელო დაცემამდე.
თამაშის მთავარი გმირი - აიზეკ კლარკია, რომელიც პლანეტარულ კოსმოსური
ხომალდ "იშიმურადან" გადარჩა. სიუჟეტი გრძელდება პირველი ნაწილის
დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, სატურნის თანამგზავრ - ტიტანზე არსებულ
მჭიდროდ დასახლებულ კოსმოსურ სადგურზე სახელად ”Sprawl”. აიზეკის ფსიქო
აშლილობა, რომელიც არტეფაქტმა გამოიწვია, არსად არ გამქრალა. თამაში იწყება
სავაადმყოფოში და კლარკი კვლავ ხდება ნეკრომორფების ინფექციის კოშმარის
თვითმხილველი. ყველაფერი თავიდან იწყება ....
დღესასწაული იწყება! ყველაფერი იმისთვის რომ ბუნებაში გაატარო დრო, თქვენ
განკანგურებაშია The Sims 3: დასვენება ბუნებაში. თქვენ შეგიძლიათ ჯაკუზის
უახლესი მოდელები მიიღოთ, საზაფხულო სამზარეულო ჩაყენებული გრილით,
ამოირჩიეთ ორი ახალი სტილიდან ერთ ერთი: "ბაღის ტერესას" შეუძლია იტრაბახოს
თავისი ნივთებით, ხოლო "მზის ჩასვლა ვერანდას" - კი თბილ და კომფორტული
ფერებით. ჩაიცვით სულ სხვა სტილით: ამოირჩიეთ ტანსაცმელი პიკნიკისთვის ან
აღრმაფრთოვანებელი ტანსაცმელი საღამოს რომანტიული ვახშმისთვის.
მიიღეთ მონაწილეობა აბსოლუტურად
უკანონო შეჯიბრებებში, მაღალსიჩქარიანი რბოლა, რუსული საგზაო პოლიციის
მონაწილეობით მოსკოვის ქუჩებში! გააქვთ სურვილი დაარღვიოთ ყველა კანონი და
დაამტკიცოთ რას წარმოადგენთ მაშინ მიიღეთ მონაცილეობა სახიფათო რბოლებში
ღამის ქალაქში...
მწარმოებელმა EA-მ გაგვახარა პაროდიით
სერიაზე Call of Duty დასახელებით Duty Calls. სიმართლე რომ ვთქვათ Duty
Calls - მარკეტინგული სვლაა EA-სი, Epic Games და People Can Fly-ი
ყურადღების მისაქცევად Bulletstorm-ისთვის. ამის შესახებ გასაგები ხდება 5
წუთის თამაშის შემდეგ, როდესაც ხდება დემონსტრაცია ვიდეო როლიკით
Bulletstorm-ზე. აი რა განაცხადა Epic Games-ის დირექტორმა, კლიფ
ბლეჯინსკიმ: "Wow მე შოკში ვარ. ეს თამაში გარდაქმნის სამხედრო ჟანრი
Shooter-ებს." საინტერესოა ასევე Activision-ის ადვოკატების მოსაზრება ამ
პაროდიის შესახებ... მაგრამ ამ თამაშის შემქმნელებმა თავისდროზევე იფიქრეს
ამაზე და ეს თამაში მხოლოდდამხოლოდ პაროდიაა ეს არ ეხება არც Activision-ს
და არცCall of Duty-ის სერიას.
ამ ნომრის ვიდეოვარიანტში თქვენ მართლაც, რომ ბევრი ექსკლუზიური და
საინტერესო ინფორმაცია გელით: უახლესი თამაშების უახლესი თრეილერებიდან, ამ
თამაშების შემქმნელების ინტერვიუებით დამთავრებული. პროფესიონალ გეიმერთა ჯგუფი თქვენთვის დატესტავს და განიხილავს უახლეს 2010 წლის თამაშებს. "Игромания”
გამოდის 2 ვარიანტში: ან ჩვეულებრივი 256 გვერდიანი ჟურნალი ან ჟურნალი და
მისი ბონუსი - DVD დისკები. ამჯერად ჩვენ ორივეს შემოგთავაზებთ ეს რეალიზი ყველა იმ ადამიანმა უნდა გადაიწეროს ვისაც ცოტათი მაინც აინტერესებს თამაშების სამყარო... P.S. არ შეგაშინოთ ფაილის ზომამ ეს DVD დისკები, ძალიან დიდ და საინტერესო ინფორმაციას შეიცავენ
მოთამაშეს მხოლოდ ტვირთის გემზე მიბმა და დანიშნულების ადგილას მიტანა
ევალება. ამინდი და ზღვის ბინადრები ეცდებიან ამაში ხელი შეუშალონ. თამაშში
45 დონე და 2 რეჟიმია
გახდით დედამიწის დამცველი და შეებრძოლეთ
ურჩხულთა არმიას, რომლებიც ცდილობენ ადამიანების დასახლებები გაანადგურონ.
შეუტიეთ მტრის ჯგუფებს და გამოიყენეთ სასიკვდილო საბრძოლო ილეთები, ბრძოლის
მოსაგებად. ქულების დაგროვებისას მიიღებთ დამატებით რეჟიმებთან წვდომას,
სადაც თამაშის ახალი ეპიზოდები გელიან
Scrapland: Хроники Химеры-ს მოქმედება ხდება შორეულ მომავალში. თამაშის
მთავარი გმირია რობოტი ჰუმანოიდი სახელად D-Tritus Debris, რომელიც
გადაწყვეტს შეეშვას მთელ სამყაროში ხეტიალს და მუდმივი სამუშაო იშოვოს. ამ
მიზნით იგი ეწვევა რობოტების პლანეტა Scrapland-ის მთავარ ქალაქ Chimera-ს.
Х3: გაერთიანება (v.2.5) ეს თამაში უკვე ეტალონია კოსმიურ სიმულატორებში. X3
გთავაზობთ სრულ თავისუფლებას, შეგიძლიათ იცხოვროთ ნებისმიერ
თანავარსკვლავედში, რომლებიც NASA-ს სურათებიდან არიან შექმნილი.
თვითგანვითარებადი ინტელექტის გამო კომპიუტერული გმირები საშიშნი ხდებიან,
როგორც ომში, ასევე ვაჭრობაში. ეს მსოფლიო გაერთიანებულია სავაჭრო ქსელით,
რომელშიც უნდა ჩეაბათ და შეეცადოთ არ გადაგყლაპოთ გიგანტმა ფირმებმა.
თამაშში საბრძოლო მხარე კარგადაა განვითარებული, გამოსახულების და
ფიგურების საუკეთესო გამოსახულება საშუალებას გაძლევთ ბოლომდე ჩაერთოთ
ბრძოლაში.
Team Fortress 2 (TF2) - არის მრავალფუნქციური თამაში სადაც თითოეული
მოთამაშე ირიცხება გარკვეულ ჯგუფში და აქვს სპეციალური ფუნქციები .
ექსპერტთა აღიარებით Team Fortress 2 არის ყველაზე მოთხოვნადი ექშენი
(action) 2007 წლის. სხვა თამაშებისაგან განსხვავებით , სადაც
მოთამაშეები სწორი ერთხაზოვანი მიმართულებით იბრზვიან და მოქმედებენ , Team
Fortress 2 გთავაზობთ სრულიად განსხვავებულ და ფართო მასშტაბების
მოქმედების არეალს და თამაშის მავალფეროვან პერსონაჟებს , მრავალფეროვანი
შესაძლებლობებით . პ.ს. თამაში არის ჯგუფური და ირთვება მხოლოდ მულტიფლეიერ რეჟიმში
Zeit2 შექმნილია კლასიკური ორგანზომილებიანი საიდსკროლინგ-სროლების სტილში,
სადაც მოთამაშის მთავარი მიზანია - ესროლოს ყველაფერს რაც მოძრაობს, და
ამავე დროს აიცილოს მტრის ყუმბარები. თუმცა ამჯერად მწარმოებლებმა პროექტში
ჩადეს ადრე ჟანრში გამოუყენებელი - დროის გადახვევის შესაძლებლობა...
გოგონას ესიზმრება დრაკონები და მოლაპარაკე ხეები. რას უნდა ნიშნავდეს?
შიზოფრენიის დაწყებას? თუ იგი მორიგი რჩეულია, რომელსაც სამყარო აქვს
გადასარჩენი? ეიპრილ რაიანი (18 წლის, მხატვარი, გასათხოვარი) - ამ
თავგადასავლის მთავარი გმირია. მას არ სურს სამყაროს გადარჩენა, მაგრამ
მოუწევს. თანაც ორის: მაგიის ზღაპრული სამყარო და ბენზინის სუნით
გაჟღენთილი ტექნოლოგიური სამყარო... უსასრულო მოგზაურობა მას შეხვედრებს
ბოროტ ჯადოქრებს, შეშლილ ჰაკერებს, ათასწლოვან ქურუმებს და ა.შ. ვინაა
მეგობარი ან მტერი, ან მხოლოდ წარმოსახვის თამაში, ამას ფინალი გვიჩვენებს.
«Dead to Rights 2: Жестокое Правосудие»-მოვლენები ორიგინალ თამაშში
მოთხრობილი ისტორიის წინათქმაა. მოსამართლის გატაცების საქმის გამოძიების
დროს ჩვენი გმირი, ჯეკ სლეიტი კორუფციისა და ღალატის ქსელში ებმება. ამ
მდგომარეობაში მხოლოდ საკუთარი მუშტების, პისტოლეტისა და ერთგული მეწყვილის
- ძაღლი შედოუს დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს...
ირისი გამოიქცა კოშკიდან მაგრამ მას მაინც სჭირდება თქვენი დახმარება!
შეიყვანეთ ჯადოსნური სიტყვები ფერად ნახატზე და შეხვდით ფანტასტიკურ
მონაწილეებს რომელბიც მოგეხმარებიან Drawn: The Dark Flight მოგებაში.
მხოლოდ მას შეუძლია ბაქონის ამოცნობა რომელსაც ააქვს ფანტაზიის დიდი უნარი
და ამის შემდეგ უნდა გადაარჩინო მომავალი დედოფალი. დაუბრუნე ხალხს იმედი
რომ არაფერი ცუდი არ მოხდეს!
ეს არის თამაშის ახალი ვერსია რომელიც არ შეიცავს ბაგებს, უბრალოდ ითამაშეთ თამაში გეიმერის ახალი სახელით...!
ეს არის პირველი 3D ქართული თამაში, რომელიც სულ რამდენიმე საათია ინტერნეტ
სივრცეში აიტვირთა. ამ თამაშის პრეზენტაცია ამ კვირაში იყო. თამაშმა
ხალხის მოწონება დაიმსახურა. თამაშში მთავარი მოქმედი პირი, პატრულის
რიგითი თანამშრომელია, რომელიც კრიმინალურ დაჯგუფებებს ებრძვის. გეიმფლეი
ნორმალურია, აგრეთვე დახვეწილადაა გახმოვანებული, თამაში მთლიანად
მიახლოვებულია რეალობასთან. მოგიწევ, რომ თბილისის ქუჩებში არაერთი
დამნაშავე შეაჩერო. თამაში დატესტილია და 100% ით გამართულია.
Trapped Dead-ი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ დასნებოვნდა ზომბად გადაქცევის
ვირუსით ერთი ქალაქის მოსახლეობა და შემთხვევით როგორ ჩამოვიდა ქვეყანაში
მოგზაური ორი სტუდენტი მათთან სტუმრად. ახლა კი მათ მოუწევთ საკუთარი
სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა...
ყველასათვის მოგონილი თამაში «Rift: Planes of Telara» არის ბევრი
სხვადასხვა ცვლილება ესენია (ცხოვრება, სიკვდილი, ჰაერი, ცეცხლი, წყალი და
მიწა), ღმერთები რომლებიც დარაჯობდნენ ტელარის სამყაროს დალუქეს პლანეტა
მაგიური ბეჭდებით, იმისათვის რომ თავი დაეცვათ დამანგრეველი რეგულოსისგან,
რომელიც ჭამს მსოფლიოს. დროდადრო დალუქვის მოქმედება დასუსტდა, რამაც
გამოიწვია ნგრევები, რომლებმაც საშიშ არსებებს დართეს ნება შეეღწიათ
ტელარაში მაგრამ იმ მებრძოლებს ვინც გაანადგურებს ნგრევას, ელის
დაჯილდოვება. თამაში ასევე იქნება დაშვებული RPG-ტრაფტინგის ყველა მთავარი
ფუნქცია, აუქციონი, ბანკები ქვესტები და ბევრი სხვა რამ.
გაცნობებთ რომ www.beef.ge და www.wow-georgia.ge -ს World of Warcraft -ის
სერვერები გაერთიანდნენ და მოხდა ასევე მომხმარებლების გაერთიანებაც იმისათვის რომ გაიგოთ როგორ ითამაშოთ განახლებულ სერვერზე და გაიგოთ მეტი ინფორმაცია ეწვიეთ ჩვენს ფორუმს ამ ბმულზე
Atari-მ და Eden Games-მა ოფიციალურად გაუკეთეს ანონსირება ახალ სარბოლო
თამაშს - Test Drive Unlimited 2. მთავარ სიახლედ მეორე ნაწილისა გახდება
სისტემა M.O.O.R. (Massively Open Online Racing), რომელიც მრბოლელებს
დაგაიყვანს პლანეტიდან ერთიან სამყაროში, სადაც ისინი შეძლებენ მოაწყონ
რბოლები, შექმნან გუნდები და აჩვენონ ერთმანეთს თავიანთი შესაძლებლობები. მთავარი
მოქმედება Test Drive Unlimited 2-ისა ვითარდება კუნძჲლ იბიცაზე. თქვენ
გეძლევათ უნიკალური შანსი თავი იგრძნოთ მძღოლის როლში რომელის ცხოვრობს
წყნარ ესპანურ კუთხეში სახელად იბიცა. მაგრამ არ იფიქროთ რომ თამაში მხოლოდ
იბიცათი შემოიფარგლება. გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ
დაბრუნდეთ უკან კუნძულ ოახუზე, კუნძული პირველი ნაწილიდან. ეს ჰავაის
კუნძულიც გაგაკვირვებთ თავისი სილამაზით და ღირშეშანიშნავობებით.
ეს არის მესამე პირის მოქმედებით თამაში, რომელიც ადამიანის მაგვარი
უზარმაზარი რობოტებით ბრძოლას გვთავაზობს. თამაშის მოქმედება შორეულ
მომავალში ვითარდება. 2171 წელს კოცობრიობამ ახლო კოსმოსი აითვისა, ხოლო
მცირერიცხოვანი შეტაკებები დედამიწაზე რობოტების ძალებით ხდება, რომლებსაც
wanderpanzers (ან wanzers) უწოდებენ. სიუჟეტური კამპანიის გარდა თამაშს
აქვს კოოპერატიული თამაში სხვადასხვა რეჟიმებით…
ეს არის მესამე პირის მოქმედებით თამაში, რომელიც ადამიანის მაგვარი
უზარმაზარი რობოტებით ბრძოლას გვთავაზობს. თამაშის მოქმედება შორეულ
მომავალში ვითარდება. 2171 წელს კოცობრიობამ ახლო კოსმოსი აითვისა, ხოლო
მცირერიცხოვანი შეტაკებები დედამიწაზე რობოტების ძალებით ხდება, რომლებსაც
wanderpanzers (ან wanzers) უწოდებენ. სიუჟეტური კამპანიის გარდა თამაშს
აქვს კოოპერატიული თამაში სხვადასხვა რეჟიმებით…
პირველი, რითაც ამაყობენ შემქმნელები - ეს არის 1000-ზე მეტი ახალი
ანიმაცია ფეხბურთელებისთვის. მოედანზე მოთამაშეები უფრო რეალურად და
მოხდენილად დარბიან. მსაჯებს დაემატათ რამოდენიმე ასეული ბონუსური
პოლიგონები, რადგან ისინი დაემზგავსონ ადამიანებს, ხოლო კომენტატორების
ლაყბობას დაემატა ახალი ფრაზები. ხელოვნური ინტელექტი იქნა გადამუშვებული
და თამაშის საერთო სირთულემ იმატა. Pro Evolution Soccer გადაიქცა ნამდვილ
სიმულატორად.
გამომცემლობა Black Bean Games-მა იყიდა უფლება გამოუშვას თამაშები World
Rally Championship (WRC)-ის მარკით. ახალი სარბოლი სიმულატორის შექმნა
დაავალეს სტუდია Milestone-ს. თამაშში ყველაფერი ოფიციალური იქნება -
მხოლოდ ნამდვილი გუნდები და რეალური პილოტები, რომლებიც რალის მსოფლიო
ჩემპიონატში მიუღიათ მონაწილეობა. კომპანია Black Bean Games-მა
ოფიციალურად გვაცნობა, რომ სარბოლო სიმულატორიების სერიის ახალი თამაში
ევროპაში გაყიდვაში 8 ოქტომბერს გამოვა. და ეს თამაში პირველი იქნება
უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, სადაც წარმოდგენილია ამ წლის ყველა
ოფიციალური, ლიცენზირებული ავტომობილი, პილოტები და შტურმანები, ასევე 78
ტრასა. თამაშში ასევე იქნება ახალი კარიერული რეჟიმი Road to the WRC,
რომელშიც მოგიწევთ 50-ზე მეტი სხვადასხვა ჯილდოს მოპოვება, ასევე ქსელში
თამაშის საშუალებაც.
NBA 2K11 აგრძელებს პოპულარულ საკალთბურთო სიმალატორს NBA 2K, რომლის სახეც
თვით მაიკლ ჯორდანი გახდა. ახალ სეონში შემქნელები გვაჩუქებენ უფრო მეტ
რეალიზმს, უფრო მეტ გუნდს, ლიგებს, ტურნირებს, ჩემპიონატებს, რეჟიმებს და
სხვა მრავლს. ამის გარდა, NBA 2K11-ში იქნება სპეციალური რეჟიმი «The
Jordan Challenge». ამ რეჟიმში თქვენ შეგეძლებათ ითამაშოთ ლეგენდარული
მაიკლ ჯორდანით და გაიმეოროთ მისი წარმატებები ყველაზე დასამახსოვრებელ
მატჩებში. «The Jordan Challenge» შეადგეს ათ ყველაზე ცნობილ თამაშს მაიკლ
ჯორდანის მონაწილეობით. თქვენ ასევე შეგეძლებათ ითამაშოთ ჩიკაგო ბულსით
Chicago Bulls 80-90 წლებში.
სახელგანთქმული ფუტუროლოგიური ექშენის მეორე ნაწილი, რომლის მოქმედებაც
ორიგინალ თამაშში მომხდარი მოვლენებიდან 20 წლის შემდეგ ხდება. ხალხის
ქმედების გამო პლანეტა E.D.N. III, სადაც ოდესღაც გამყინვარება იყო,
საგრძნობლად შეიცვალა: ყინულმა და თოვლმა ადგილი დაუთმო გაუვალ ტროპიკულ
ჯუნგლებს და ცხელ, უნაყოფო უდაბნოებს. და კვლავ, ამ მკაცრი სამყაროს
უკიდეგანო ტერიტორიაზე გლობალური ომი გაჩაღდა: ამჯერად ადამიანები არა
მხოლოდ პლანეტის ძირძველ ბინადრებს - ინსექტოიდ აკრიდებს ებრძვიან, არამედ
ერთმანეთსაც.
http://www.imagenic.net/images/hke7db0as9yu9fpd001.jpegამ მებრძოლეებს თანასწორები არ ყავთ. ისინი — პროფესიონალები არიან —
საუკეთესოებთა შორის საუკეთესოები. რამდენი არიან — ზუსტად არავინ არ იცის,
მაგრამ სიაში რამოდენიმე ათასი. ისინი მუშაობენ ამერიკის შეიარაღების
ძალებში. მათ უშვებენ ყველაზე ცხელ წერტილებში და დავალებებზე, რომელსაც
სხვა ვერავინ ვერ შეასრულებს. ისინი — Tier 1 Operators ელიტური
ჯარისკაცები არიან. თამაშში შეგეძლებათ ისარგებლოთ ტექნიკით, მაგ:
კკვადროციკლი, ვერტმფრენი, ავტომობილი. გრაფიკა იქნება რეალური და ბრძოლები
წარიმართება ავღანეთში. ყველა პლატფორმაზე სიუჟეტი იქნება უცვლელი.
თამაში ორ განძისმაძიებელზე - დენზე და ენნზე. გამოიკვლიეთ სამარხები და
ტაძრები, რომლებიც სავსეა განძით და ხაფანგებით! იპოვეთ გზა რუქის
სანუკვარი ნახევისკენ და გაიქეცით გასასვლელისკენ ძვირფასი ქვების კრეფით.
ორიგინალური და ჩამთრევი სათამაშო პროცესი, გაფორმების 4 სხვადასხვა თემა,
მრავალი დონე და ა.შ.
ახალი სიმულატორი საშუალებას მოგცემთ გააშენოთ საკუთარი ქალაქები საკმაოდ
რეალისტურ 3D-რუქებზე. ამავე დროს მოთამაშეებს შეეძლებათ გამოიყენონ 700-ზე
მეტი სხვადასხვა ტიპის შენობა, ქანდაკება და სხვა ნაგებობა. ქალაქის
გაშენების გარდა მოუწევთ იზრუნონ მათ ინფრასტრუქტურაზე, იმუშაონ
მოსახერხებელი სატრანსპორტო მაგისტრალების შექმნაზე და ახსოვდეთ, რომ
სავაჭრო წერტილები ადვილად მისაწვდომ ადგილებში უნდა იყოს.
The Force Unleashed 2 აგრძელებს თხრობას და სიქველის ქრონოლოგიური ადგილი
კინოსაგა Star Wars-ის სადღაც მეოთხე და მესამე ეპიზოდებს შორისაა. ამჯერად
დარტ ვეიდერის შეუმდგარ მოსწავლეს მოუწევს მასწავლებელს მთელ გალაქტიკაში
გაექცეს. შესვენების დროს ეძებოს თავისი სიყვარული სახელად ჯუნო იკლიპსი.
რისთვის დასდევს დარტ ვეიდერი ამ გზაამცდარს? ერთი ისაა, რომ ჯერ კიდევ არ
აუღია ხელი იდეალური სიტჰი მეომრის შექმნის იდეაზე. ამიტომაც სურს
პლანეტიდან გაფრენილი კამინო სტარკილერის დაჭერა, რომ ოცნება აისრულოს.
DeathSpank - რონ გილბერტის ახალი თამაშია (სერია Monkey Island-ის
შემქმნელი), რომელიც ყველა ფენტეზის და RPG-შტამპების პაროდირებას ახდენს.
მაგრამ მხოლოდ აქ შეიძლება შეასრულოთ არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ
უმნიშვნელო დავალებები, ასევე მოიზომოთ ჩაფხუტი რომელიც გიმატებთ სიმაღლეს
და აბჯარი, რომელიც სექსუალურობის პარამეტრს ზრდის.
ეს არის ორგანზომილებიანი სლეშერი მულტიპლიკაციური გრაფიკის სტილში.
ადგილობრივი გმირი ერთნაირად კარგად ფლობს დანებს, პისტოლეტებს და
ბენზოხერხს. თანაც ამ ყველაფერს პრაქტიკულად ერთდროულად აკეთებს.
ფეხბურთი თამაში, რომელმაც დაიპყრო მილიონობით გული და გამოირჩევა
შეუცვლელი წარმატებით. პროფფესიონალური სპორტის ხარისხის გარდა, არის
ვირტუალური გართობის ფორმატიც. თამაში არის მათთვის ვინც თავს არ თვლიან
ფორვარდებად მცველებად და არც მეკარეებად არამედ უხილავი ფრონტის
მებრძოლებად, თამაში განკუთვნილია ეფექტური და ნიჭიერი მენეჯერებისთვის…
თამაშში ასრულებთ სამაშველო სამსახურის როლს. ხანძარი, წყალდიდობა - ეხლა
ეს თქვენი სამუშაოა! არ მისცეთ სტიქიას მძვინვარების საშუალება. თქვენ
ხელმღვანელობთ გამოცდილ და კარგად გაწვრთნილ ადამიანებს, რომლებსაც
ნებისმიერი სიტუაციის მართვა შეუძლიათ. თამაშის გასვლის დროს ხელმისაწვდომი
იქნება სამაშველო მოწყობილების სხვადასხვა მოდიფიკაციები. თუ ოცნებობთ
მაშველის ან მეხანძრის კარიერაზე - ეს თამაში თქვენთვისაა!
ეს არის ამ სერიის მეათე თამაში. ის შეიცავს მრავალ ახალ შესაძლებლობასა და
ასობით გაუმჯობესებას, რომლებიც თამაშისთვის გადამწყვეტია. ამას გარდა
ფეხბურთის თაყვანისმცემლებს ელოდებათ პირველად შარშან წარმოდგენილი ცალკე
ქსელური რეჟიმი, რომელშიც 8-მდე მოთამაშეს შეუძლია ერთმანეთს ინტერნეტით
შეერკინოს. მენეჯერი კვლავაც სრულიად აკონტროლებს საფეხბურთო კლუბის
ცხოვრების ყველა ასპექტს. თამაშში პასუხს აგებთ ფეხბურთელთა მინდორზე
განლაგებაზე, თამაშის ტაქტიკაზე და საკუთარი გუნდის ვარჯიშზე - ასევე
საჭირო მოთამაშეებთან კონტრაქტების დადებაზე, კლუბის მფლობელობაში არსებული
სტადიონისა და სათავსების მოდერნიზაციაზე. თამაშის დამატებით
თავისებურებებად ითვლება პროგრამული ბირთვი FIFA 3D, მოთამაშეთა 13 000-ზე
მეტი გამოსახულება, ეროვნული ნაკრების მენეჯერი, Create-a-Club და Match
Prognosis Tool.
თამაშის სიუჟეტი შექმნა ბრიუს ფერშტაინმა, რომელიც ისეთი ცნობილი
კინობლოკბასტერების სცენარის ავტორია, როგორებიცაა ”ოქროს თვალი”,
”ხვალინდელი დღე არასდროს მოკვდება”, ”და მთელი სამყაროც ცოტაა”. თამაშის
გმირების გარეგნობა იმეორებს ფილმის პერსონაჟებისას, რომლის მთავარ როლშიც
დენიელ კრეიგი და ჯუდი დენჩი გამოვიდნენ, ხოლო ბონდის ახალი მეგობარი
გოგონას როლში ჯოს სტოუნია. ასევე ამ ვარსკვლავებმა გაახმოვანეს თამაშის
ორიგინალური ვერსია. Motion Capture-ს მსახიობი, რომელმაც სუპერაგენტი
განასახიერა, გახდა დენიელ კრეიგის დუბლიორი - ბენ კუკი. ჩამთრევი
სიუჟეტური კამპანიის გარდა, თამაშს ასევე 16 კაცამდე მოთამაშის მხარდაჭერა
აქვს კოოპერატივში. ყველა შეეძლება საკუთარი გემოვნებისამებრ მიიღოს
გარეგნობა და აღიჭურვოს.
Drakensang: The River of Time ახალ თავგადასავალს წარმოადგენს Aventuria-ს
შუასაუკუნეების ხანის სამყაროში და ეფუძნება ევროპაში ძალიან პოპულარულ
RPG სისტემას - The Dark Eye. თამაში წარმოადგენს ორიგინალი Drakensang-ის
მოვლენების წინათქმას და მოთამაშე 23 წლით უკან გადაჰყავს. ახალგაზრდა
მორჩილის როლში მოთამაშეები შეხვდებიან ახალგაზრდა dwarf Forgrimm-ს და
სხვა ცნობილ პერსონაჟებს. გზად ისინი დიდ მდინარეს დაუყვებიან ქალაქ
ნადორეტამდე. ბევრი მითიური ლეგენდა მდინარის გასწვრივ მდებარე მიდამოებს
უკავშირდება და ძირითადად მოგზაურობა იქ მოგიწევთ. თამაშში ორი ახალი
მართვადი პერსონაჟია, უამრავი მტერი და ურჩხული, ისევე როგორც აღჭურვილობა.
Need For Speed: Hot Pursuit – ახალი ნაწილია გიჟური რბოლებისა, რომლებშიც
ერთ ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტი პოლიციელებისგან გაქცევაა. თამაშში
არის სპეციალური ფუნქცია Need for Speed Autolog, ეს ფუნქცია მოგცემთ
საშუალებას შეადაროთ თქვენი დრო თქვენი მეგობრების დროსთან და მიიღოთ ან
გასცეთ სასარგებლო რჩევები. ამ პროექტში თქვენ თავს იგრძნობთ როგორც ავტო
მრბოლელად, ასევე პოლიციელად, რომელიც ძლიერი მანქანითაა აღჭურვილი. თამაში
ასევე შესაძლებელია ონლაინში.
გამოვიდა თანამედროვე საბრძოლო ვერტმფრენის ახალი სიმულატორი სახელად
Apache AH-64D Longbow. თქვენ ერთერთი წევრი ხართ იმ ელიტური დაჯგუფებისა,
რომელიც ტერორიზმს ებრძვის. თქვენი მიზანია გაანადგუროთ მოწინააღმდეგე ისე
რომ არ მისცეთ მას გამარჯვების არანაირი შანსი. მიიღეთ მონაწილეობა
სხვადასხვა დავალებებში, რომლებიც დაყოფილია სამ ნაწილად. თავად
გამოსცადეთ, თუ როგორია ბრძოლა აფრიკაში, შუა აზიაში და ცენტრალურ
ამერიკაში. თქვენ არ იქნებით უბრალოდ რიგითი ჯარისკაცი, არამედ იქნებით
მებრძოლი დემოკრატიისათვის! Apache: Air Assault-ში ამოქმედებული იყო ყველა
თანამედროვე ტექნოლოგია.
Flight Control წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო თამაშს iPhone და
iPad-ისთვის, ახლა მისი თამაში შეგიძლიათ კომპიუტერზეც. თამაშში მოგიწევთ
ავიადისპეტჩერივით დაეხმაროთ თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს დაშვებაში,
როგორც კი ისინი აეროდრომს მიუახლოვნდებიან. თვითმფრინავი მიყვება თქვენს
მიერ თითით გავლებულ მარშრუტს. თუ გჭირდებათ დაშვების გადადება, მაშინ
აეროდრომის გარშემო კიდევ ერთ შემოფრენას აკეთებთ. თვითმფრინავები და
ვერტმფრენები სხვადასხვა ფერად არიან შეფერილი და ავიატრანსპორტის ყველა
სახეობას თავისი სპეციალური დასაშვები ზოლი სჭირდება. ანუ ვერტმფრენს
თვითმფრინავის ხაზზე ვერ დასვავთ. თუ ავიაკატასტროფა მოხდება - თამაში
დასრულდება.