თამაშის შესახებ: თამაშში მთელი მოქმედებები ხდება თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, რასაც მანქანების პარკირების სტილზეც შეატყობთ . ყველაფერი არის რეალობასთან მიახლოებული, არაჩვეულებრივი გრაფიკა, გახმოვანება შესანიშნავია, ანიმაციაც ასე თუ ისე კარგია, მაგრამ არამგონია ყველამ შეძლოს ამ თამაშის თავისუფლად თამაში, რადგან ჩემი ვარაუდით სისტემური მოთხოვნები საკმაოდ დიდი ექნება. მოთამაშე თამაშის დაწყებისას ხვდება ე.წ. "სასროლეთში”, სადაც იგი მიზანში სროლით, დაბრკოლებების გადალახვით და სხვა საწვრთნელი დავალებების შესრულებით აჩვენებს საკუთარ დონეს. ამის შემდეგ იგი ხვდება შესაბამისი სირთულის დავალების წინაშე. მოთამაშე არის ქართველი პოლიციელი, რომელსაც აქვს გარკვეული დავალება (მაგ.: ბანკის მძარცველების დაპატიმრება).
ფილმის შინაარსი: ჯონის ცხოვრება იდეალური იყო, მაგრამ მის ცოლს მკვლელობის ბრალდებით აპატიმრებენ. სანამ ლორა ციხეში ზის, ჯონი მარტო ზრდის შვილს, თან ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს მისი უდანაშაულობის დამტკიცებას... მაგრამ, როდესაც კანონიერი მეთოდები იწურება, ერთადერთი რაც მას რჩება - გაქცევის გეგმის შემუშავებაა. ჯონი მზადაა გარისკოს საყვარელი ადამიანის გასათავისუფლებლად, მაგრამ ვაი თუ ის მართლა დამნაშავეა?...
თამაშის შესახებ: Atari-მ და Eden Games-მა ოფიციალურად გაუკეთეს ანონსირება ახალ სარბოლო თამაშს - Test Drive Unlimited 2. მთავარ სიახლედ მეორე ნაწილისა გახდება სისტემა M.O.O.R. (Massively Open Online Racing), რომელიც მრბოლელებს დაგაიყვანს პლანეტიდან ერთიან სამყაროში, სადაც ისინი შეძლებენ მოაწყონ რბოლები, შექმნან გუნდები და აჩვენონ ერთმანეთს თავიანთი შესაძლებლობები. მთავარი მოქმედება Test Drive Unlimited 2-ისა ვითარდება კუნძჲლ იბიცაზე. თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი თავი იგრძნოთ მძღოლის როლში რომელის ცხოვრობს წყნარ ესპანურ კუთხეში სახელად იბიცა. მაგრამ არ იფიქროთ რომ თამაში მხოლოდ იბიცათი შემოიფარგლება. გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაბრუნდეთ უკან კუნძულ ოახუზე, კუნძული პირველი ნაწილიდან. ეს ჰავაის კუნძულიც გაგაკვირვებთ თავისი სილამაზით და ღირშეშანიშნავობებით.