ერვე - ჩვეულებრივი ფრანგი მოზარდია ბატჰედის
ქცევით, რომელსაც ჰყავს ბივისის ჭკუის ძმაკაცი. ერვე სკოლაში სწავლობს,
არანაირი გარეფნობა არ აქვს, ტომრის მსგავსი სვიტერი აცვია და შტერივით
იქცევა. გოგონები ერვეს არანაირ ყურადღებას არ აქცევენ, თვითონ კი მხოლოდ
მათზე ფიქრობს. უეცრად აღმოჩნდება, რომ ავრორა, მის კლასში ყველაზე ლამაზი
გოგონა მისით დაინტერესებულია. დიდი ხნის ნანატრი ყურადღებით გახარებულ
ერვეს ამავე დროს წარმოდგენა არ აქვს რა უყოს ამ ყურადღებას.
ჩვენ ვიმყოფებით ჭარბწონიანი ხალხის მხარდამჭერ ჯგუფში, იქ, სადაც დიეტაზე
ბჭობა უკანასკნელ ადგილზე დგას, პირველზე კი გამოდის კითხვა - ”რატომ ვარ
ასეთი?”. ცხიმის კედელს იქით გრძნობათა ორომტრიალია და შიშები და სურვილები
გროვდება... მაგრამ შეიძლება ასეთი ”უსაფრთხოების ბალიშით” სიარული
ცხოვრების გზაზე უფრო სჯობს?
ჯული ბეიკერს ბრაიან ლოსკი დანახვისთანავე უყვარდება. თვით ბრაიანი კი
პირიქით - მაშინვე ანტიპათიას განიცდის ჯულის მიმართ. მაგრამ შემდგომში,
როცა მერვე კლასის შემდეგ ჯულის მის მიმართ ინტერესი ეკარგება - იგი
პოულობს ჯულიში რაღაც საინტერესოს.
თრილერი ადამიანზე, რომელმაც რაც კი უყვარდა, ყველაფერი დაკარგა და ოჯახის
და ნორმალური ცხოვრების უკან დასაბრუნებლად მოუწევს პირისპირ შეხვდეს
მისტიკურ მოვლენებს, გაიაროს საკუთარი რწმენის უთვალავი გამოცდა, შეიშალოს
და გამოიკვლიოს თავისი სულის ყველაზე ბნელი კუნჭულები.
როგორც ლეგენდებიდანაა ცნობილი, ინგლისის კეთილი მეფე რიჩარდი ჯვაროსნულ
ლაშქრობაში გაემგზავრა და იქ ტყვედ ჩავარდა. პრინცმა ჯონმა ტახტი ხელში
ჩაიგდო და გამდიდრების წყურვილით შეპყრობილმა, ხალხის ძარცვა დაიწყო. მის
მიერ დაქცეული სერ რობინ ლოკსლი შერვუდის ტყეში წავიდა და რობინ ჰუდის
სახელით სათავეში ჩაუდგა ყაჩაღების ბანდას, რომელმაც ომი გამოუცხადა პრინცი
ჯონის დამქაშებს - რაინდ გაი გიზბორნსა და ნოტინჰემის მხდალ შერიფს. ამავე
დროს იგი იბრძოდა მეოცნებე ლედი მარიანას გულის დასაპყრობად
ფოსტერების ოჯახური წყვილის მოსაწყენი ცხოვრება უნდა გაამრავალფეროვნოს
ნიუ-იორკის მოდურ რესტორანში გამართულმა სადილმა. ასეც მოხდა, როგორც კი
სხვისი სახელებით წარდგნენ მაგიდის ურიგოდ მისაღებად და თავგადასავალიც
დაიწყო. ისინი სხვებად დაიგულეს კორუმპირებულმა პოლიციელბა და ქალაქის
განგსტერებმა და მათზე დევნა დაიწყო
IMDB Rating: 6.5/10 (27,294 votes)
შენიშვნა: EXTENDED ვერსია! სრული თარგმანი Bluray CEE-დან!
ჯერ კიდევ ბავშვობიდან სერას რიცხვები უყვარდა. ასაკთან ერთად მათემატიკის
სიყვარული სტატისტიკისადმი ბრმა თაყვანისცემაში გადაეზარდა. სერა გაიზარდა
დას მათემატიკის მასწავლებელი გახდა. ის დარწმუნებულია, რომ სტატისტიკის
მიხედვით, გოგონები 28 წლის ასაკში თხოვდებიან და თან მეთერთმეტე სექსუალურ
პარტნიორს მიყვებიან. და აი, იგი 28 წლისაა და ცოლად მიყვება მისტერ
მეთერთმეტეს. მაგრამ უკვე ქორწილის შემდეგ ხვდება, რომ სადღაც გამოთვლებში
შეცდა. ან მათემატიკის კანონები სასიყვარულო საქმეებში არ მუშაობენ...
ლეო ყოფილი მოკრივეა, ჩემპიონი. მან საფრანგეთი დატოვა და ახლა კოლუმბიაში,
თავის მშობლიურ ქალაქში განდეგილად ცხოვრობს. ძირითადად ბარში ლოთაობს.
როცა ფული უმთავრდება, ლეო სამუშაოს ძებნას იწყებს. მას მიურიელი
დაიქირავებს - ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტოკატასტროფის შემდეგ
ინვალიდების ეტლსაა მიჯაჭვული. ერთმანეთისთვის უცხო ხალხი, ლეო და მიურიელი
დასაწყისში ერთმანეთის მიმართ უნდობლობას და შეიძლება ითქვას მტრობასაც კი
გამოხატავენ…
ინტერპოლის საიდუმლო აგენტი არასდროს არ აკლია
მეწყვილეები, არც დაცულაობაში, და არც უფროსობის ზედმეტი მეურვეობა.
ყოველთვის, ყველაზე ცხელ წერტილებში ხვდებოდა მარტო ის. მას უწევს ბრძლობა
ბოევიკებთან, განგსტერებთან, მკვლელებთან და გიჟ მწამებლებთან. რომლიდანაც
ყოველთვის უვნებელი გამოდის, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ჯერზე ყველაფერი
იქნება სხვანაირად…
1905 წელს სუნ იატსენი გადაწყვეტს ჰონგკონგს
ეწვიოს, რათა მეგობრებთან ერთად, რომლებიც ორგანიზაცია ტუნმენჰოის წევრები
არიან ცინის დინასტიის დამხობისა და რევოლუციის გეგმები განიხილოს. ქვრივი
იმპერატორი ცისი, რომელიც ხელისუფლებაშია, აგზავნის მკვლელების ჯგუფს
რომელთაც სათავეში უდგათ იან სიაო, ხელი შეუშალოს სუნ ვენის. მეორე მხრივ,
სუნ ვენს იცავენ პირადი მცველები - რიქშები, ქუჩის მოვაჭრეები,
მაწანწალები, რომელთა ორგანიზება ბიზნესმენმა ლი იუტანმა მოახდინა. მისი
ვაჟი ლი ჩუნგუანი თავის თავს სუნ ვენის ორეულად ასაღებს, რათა მკვლელები
თავისკენ მიიტყუოს და მას საშუალება მისცეს უპრობლემოდ ჩაატაროს შეხვედრა
და დატოვოს ჰონგკონგი