ჩან გიონჩჰოლი - საშიში ფსიქოპათია, რომელიც ქალებს
აუპატიურებს და მხეცურად კლავს. მან უამრავი საშინელი დანაშაული ჩაიდინა,
მაგრამ პოლიციას მაინც დაუძვრა ხელიდან. ერთხელ მანიაკის მსხვერპლი გახდა
ჩან ჯუენი, პოლიციის განყოფილების გადამდგარი უფროსის ქალიშვილი. მისი
დახმარებით, დაღუპული გოგონას საქმრო, დაზვერვის სამსახურის აგენტი კიმ
სუჰიონი, დამოუკიდებლად იწყებს მკვლელის ძიებას. მაგრამ არა იმისთვის, რომ
მართლმსაჯულებას გადასცეს, არამედ მანიაკის მსხვერპლად გადასაქცევად…
ნიუ-იორკელი დეტექტივები ალენ გემბლი და ტერი
ჰოიტზი პოლიციის ბუღალტერიაში მუშაობენ. გემბლს სამუშაო ძალიან მოსწონს,
ჰოიტზისთვის კი - სასჯელივითაა. როცა მეწყვილეებს შანსი მიეცემათ ჩრდილიდან
გამოვიდნენ და თავიანთ კერპებს, დეტექტივ დენსონსა და მანცეტის დაეხმარონ,
ნათელი გახდება, რომ ბუღალტერიაში გემბლი და ჰოიტზი ტყუილად არ გაუშვიათ…
IMDB Rating: 6.8/10 (19,678 votes)
შენიშვნა: EXTENDED ვერსია! დაახლოებით 6 წთ. თარგმანი აკლია
როცა უცნაური გარეგნობის ფანატი გოგონა უერთდება სკანდალურად ცნობილ ჯგუფ
«შავ რაინდებს», საიდუმლოებით მოცული მკვლელობების წყება სცენაზე მათ
დაბრუნებასთან დაკავშირებულ ტურნეს ამძიმებს…
ორი მეგობარი ბენი და ზაკი, სკოლის დროიდან ერთად იზრდებიან, მაგრამ
ცხოვრების გზას სხვადასხვას ირჩევენ. ერთი იურისტი ხდება, მეორე კი ყველას
ეხმარება და ვერანაირად ახერხებს თავისი მეგობრის კაბინეტიდან გამოტყუებას.
ერთხელ, ხანდაზმული ქალი, რომელსაც იგი მოხუცებულთა თავშესაფარში უვლის,
სთხოვს თავისი შვილიშვილის მოძებნას, რომელიც ექსპედიციაში გაემგზავრა და
დაიკარგა. ზაკი უარს ვერ ეუბნება ქალს და თავის მეგობარ ბენთან ერთად
მიემგზავრება მის მოსაძებნად. ჰიზერის მოძებნა და უკან დაბრუნება რთულია,
რადგან მდინარე და ველური ბუნება მრავალ საფრთხესა და თავგადასავალს
პირდებათ...
კოსმოსურ მაღაროელ პლათფორმა ”იშიმურასთან” კავშირი
უცრად წყდება. არც ისეთი ჩვეულებრივი შემთხვევაა თუმცა არც საგანგებომდე
ქაჩავს. სადგურის ბორტზე აგზავნიან ინჟინერ კლარკს რომლის ამოცანაა
აღმოაჩინოს დაზიანება და შეაკეთოს სისტემები. ინჟინერი პლათფორმის
კორიდორებში ვერცერთ ადამიანს ვერ აღმოაჩენს, თუმცა ეკიპაჟი არსად გამქრალა
- უბრალოდ იერი იცვალა... მადანის მორიგი მიღებისას ”იშიმურამ” გადაყლაპა
უცხოპლანეტური სიცოცხლის ფორმა რომელმაც სწრაფი განვითარება და ზრდა დაიწყო
კომფორტაბელური ვარსკვლავთმფრენის სათბურისებრ პირობებში. ეკიპაჟი
გადაიქცა ნედლეულად, რომლის მეშვეობით უცხოპლანეტურმა გონებამ საკუთარი
ჯარისკაცები შექმნა. ახლა, ხომალდის ყრუ დერეფნებში სიკვდილის ქარი
დანავარდობს, ნაკვეთურებს მიღმა კი რაღაც შარიშური და ფხოჭნაა. წყვდიადში
ჩაფლული სადგური მოულოდნელ სტუმარს კატა-თაქგვობანას ეთამაშება, მაგრამ
აიზეკს სულაც არ აქვს სურვილი ვინმეს სადილი გახდეს...
უილრიკი, რომელმაც მოიხადა ათი წელი ცოლის საყვარლის მკვლელობისთვის,
თავისუფლებაზე გამოდის. ცხოვრება დიდი წვალებით იწყობა: მისი შვილი
გაიზარდა და საკუთარი ოჯახი გაიჩინა,საუკეთესო მეგობარი-განგსტერი ახალ
საქმეს აკეთებს და ისიც ხელს კიდებს და ერთ დროულად სამი ქალი — ყოფილი
მეუღლე, კოლეგა და დიასახლისი — იპყრობს მის ყურადღებას.
ესაა სიყვარულის და ვნების ისტორია. ესაა ურთიერთობათა ისტორია, რომელიც ორ
შეყვარებულს აიძულებს სახიფათო მოგზაურობაში გაემგზავრონ, რომელიც სავსეა
თავგადასავლებითა და მოულოდნელი ღალატით.
ოლიციის ახალგაზრდა კონსტებლი შეინ კუპერი, ორსულ ცოლთან ერთად
საცხოვრებლად გადადის პატარა, პროვინციულ ქალაქში წყნარი ცხოვრებისთვის.
მაგრამ პირველივე სამუშაო დღე ცუდიდან სწრაფად ხდება უარესი, როცა ციხიდან
გაიქცევა ჯიმი კონვეი, რომელიც უამრავ სასტიკ მკვლეობაშია მსჯავრდებული.
მკვლელს მიზნად აქვს ყველაზე იძიოს შური, ვინც ციხეში ჩასვა, შერიფის
ოფისის უმეტესი ნაწილის ჩათვლით. ადგილობრივი პოლიცია პანიკაშია, ქალაქი
სასტიკი სისხლიანი ჟლეტვის ადგილი ხდება. შეინი იძულებულია კანონი საკუთარი
ხელით დაიცვას, თუ ცოლის გადარჩენა სურს. თრილერის მოქმედება ხდება ერთი
დღის განმავლობაში
ოსტატის შედევრებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, რომელმაც ათზე მეტი
საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა; სურათი რომელსაც ყველაზე მეტად თვლიან
ბერგმანისეული სტილის კვინტენსენციად. მოქმედება XIX საუკუნის დასასრულს
ხდება. სარეცელს მიჯაჭვულ და მომაკვდავ აგნესს უკვე აღარ ძალუძს თავის
მომვლელ მოშუღლე დების შერიგება. დებიც მაინცდამაინც თავს უკვე აღარ
იკლავენ მის მოვლაზე და ავადმყოფს ერთგულ მოახლე ანას გადააბარებენ...
მხოლოდ მას შეუძლია აგნესისთვის ოდნავი შვების მიცემა.
მარტოხელა ჯუნ ჰევენსის და მიმზიდველი აგენტ მილერის შემთხვევითი შეხვედრა
აეროპორტში, იმით მთავრდება, რომ მათ უწევთ ერთად მოიარონ მსოფლიო და
დაუსხლტნენ დაქირავებულ მკვლელებს იმის ცდაში, რომ ხელში ბოროტმოქმედებს არ
ჩაუვარდებათ ძლიერი ბატარია, რომელიც ენერგიის უნიკალურ წყაროს
წარმოადგენს. სასიკვდილო საფრთხეში მყოფი ჯუნი გამუდმებით იტანჯება იმის
ფიქრში თუ ვინაა მისი დაუდგრომელი თანამგზავრი - კაცობრიობის მხსნელი,
მოღალატე თუ უბრალოდ შეშლილი…
IMDB Rating: 6.5/10 (24,731 votes)
შენიშვნა: დაემატა EXTENDED HDRip ვერსია, რომელიც თეატრალურზე 8 წთ უფრო ხანგრძლივია. (სრული დუბლირებით)