ოსკარი (20) და მისი და ლინდა (18) — ჩამოსულები
არიან ტოკიოში. სანამ ოსკარი ნარკოტიკებს ყიდის, ლინდა სტრიპტიზს ცეკვავს
ღამის კლუბში. ერთხელ, პოლიციის რეიდის დროს ოსკარს ტყვია ხვდება და სანამ
კვდება, მისი სული, რომელიც შებოჭილია დისთვის მიცემული სიტყვით, რომ
არასდროს მიატოვებს, იძულებულია ცოცხლების სამყაროს არ გამოეთხოვოს. იგი
დახეტიალობს ქალაქში და თან აუტანელი კოშმარები დაყვება. წარსული, აწმყო და
მომავალი ჰალიცინოგენურ ორომტრიალში არიან გადახლართული
იდგა 2081 წელი. ყველა ადამიანი, როგორც იქნა, თანასწორი გახდა. ყველა
თანასწორი გახდა არა მხოლოდ ღვთისა და კანონის წინაშე. ისინი თანასწორნი
იყვნენ ყველაფერში. არავინ იყო სხვაზე ჭკვიანი. არავინ იყო სხვაზე ლამაზი.
არ იყო არც ყველაზე გულადი და არც ყველაზე სწრაფი...
კურტ ვონეგუტის მოთხრობა ”გარისონ ბერჟერონის” მიხედვით
კანტონეს დიდი და აურზაურიანი ოჯახის წევრები - მამა, დედა, ექსცენტრული
დეიდა ლუჩიანა, ტომასო, მისი და ელენა და უფროსი ძმა ანტონიო - საზეიმო
სუფრაზე შეიკრიბნენ, ოჯახური საქმიანობის სათავეში ანტონიოს დანიშვნის
აღსანიშნავად. ტომასო გადაწყვეტს მშობლებს ბოლო-ბოლო გაუმხილოს რომ იგი
გეია, მაგრამ მისი უფროსი ძმა ასწრებს მას და იგივეს აცხადებს.
განრისხებული მამა სკანდალურად აძევებს ანტონიოს სახლიდან და ნერვული
შეტევის გამო, საავადმყოფოში ხვდება. ოჯახური საქმიანობის მართვის
სადავეები მოულოდნელად ტომასოს ხელში გადადის. და მართალია, ეს ის ცხოვრება
არაა, რომელზეც ჭაბუკი ოცნებობდა, მაგრამ მამის ჯანმრთელობის გამო, ამას
ხომ ვერ იტყვის. რაღაც დროის განმავლობაში იგი ახერხებს საიდუმლოს
დამალვას, მაგრამ ყველაფერს ცვლის ძველი მეგობრების უეცარი სტუმრობა
ახალგაზრდა და ბედნიერი გოგონას ცხოვრება უეცრად ინგრევა. მისი საყვარელი
ქმარი სასტიკად მოკლულია ვიღაც გარეწრების მიერ. ნაღველი იბუდებს გოგონას
სულში. რა უნდა ქნას მომავალში? ამ კითხვას იგი გამუდმებით უსვავს თავს.
მაგრამ რაღაც მომენტში შურისძიების სურვილი იპყრობს. გოგონა გადაწყვეტს
იპოვოს მკვლელბი და დასაჯოს.
ხუთი კლონი კადეტი გაგზავნილია კამინოზე მათი
მომზადების დასასრულებლად. ეს კურსანტები არიან - ჰევი, კარაპი, დროიბაიტი,
ფაივსი და ეკო, ისინი ჯიუტები არიან და გუნდურად ვერ მუშაობენ. ამავე დროს
ოსტარი შააკ ტი და ინსტრუქტორები კურსანტების ბედზე ბჭობენ...
გამოუსწორებელი მარტოხელა ჩარლი, რომელიც სულ
შიშობს თავისუფლება არ დაკარგოს და მისი ძმა ალანი, რომელიც ცოლს დიდი ხანი
არაა რაც გაშორდა - ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ჩარლი სულ სასიყვარულო
ინტრიგებშია ჩაფული, ალანი კი ცდილობს მას არ ჩამორჩეს. სასიყვარულო
საქმეებისგან თავისუფალ დროს ძმები ალანის 10 წლის ვაჟის, ჯეიკის აღზრდით
არიან დაკავებული: ცდილობენ მისგან ნამდვილი მამაკაცი დააყენონ და ხშირად
ისეთ თემებს ჰფენენ ნათელს, რომელიც ამ წლოვანების ბავშვისთვის აშკარად
შეუფერებელია. ასევე ასწავლიან პოკერის თამაშს და გოგონებთან ფლირტს...
თრილერი ადამიანზე, რომელმაც რაც კი უყვარდა, ყველაფერი დაკარგა და ოჯახის
და ნორმალური ცხოვრების უკან დასაბრუნებლად მოუწევს პირისპირ შეხვდეს
მისტიკურ მოვლენებს, გაიაროს საკუთარი რწმენის უთვალავი გამოცდა, შეიშალოს
და გამოიკვლიოს თავისი სულის ყველაზე ბნელი კუნჭულები.
ყველაფერში წარმატებულ ბეტს ინტუიცია არასდროს ღალატობდა - ამიტომ ჰყავს
ერთგული დაქალები და შესანიშნავი სამსახური ნიუ-იორკში. მაგრამ პირად
ცხოვრებაში სწორი არჩევანის გაკეთება ძნელია, რადგან ჰორიზონტზე ერთბაშად
ორი კარგი ბიჭი მოჩანს: ტომი - წარმატებული მაკლერი უოლ სტრიტიდან და
სიმპათიური კოლეგა დანიელი
ირლანდიური ფილმი საკუთარ თავზე კონტროლდაკარგული პაპარაცის შესახებ. პოლი,
წარმატებული ფოტოგრაფია, რომელიც სპეციალიზდება კრიმინალურ ქრონიკაზე. იგი
შემთხვევით აღმოჩნდება ქუჩის ხულიგნების მსხვერპლი. დრო გადის, მაგრამ
ვერაფრით ივიწყებს ამ ისტორიას, რომელსაც სახეზე ღრმა ნაიარევი ახსენებს.
ერთადერთი რაზეც მას ფიქრი შეუძლია - იპოვოს და დასაჯოს დამნაშავეები,
რომლებმაც მისი ცხოვრება კოშმარად აქციეს. მაგრამ, ჩანაფიქრის ცხოვრებაში
განხორციელებისას, იგი, თვითონაც რომ არ სურს ისე გადაიქცევა ძალადობის
მსხვერპლიდან შეუბრალებელ შურისმაძიებლად.