ჯონი ნოქსვილის სკანდალური ჯგუფი მზად
არის კვლავ გაგვახალისოს და გვაცინოს. ფილმში ბევრია ექსტრემალური
ფანდები, გიჟური ექსპერიმენტები და ხუმრობები. არასდროს არ იცი იტირო, თუ
იცინო, რადგანაც დაჯგუფების წევრები აკეთებენ იმას, რაზეც ყოველი ადამიანი
ჩუმად ოცნებობს, რომ გააკეთოს, მაგრამ ეშინია სცადოს.
ხუთი კლონი კადეტი გაგზავნილია კამინოზე მათი
მომზადების დასასრულებლად. ეს კურსანტები არიან - ჰევი, კარაპი, დროიბაიტი,
ფაივსი და ეკო, ისინი ჯიუტები არიან და გუნდურად ვერ მუშაობენ. ამავე დროს
ოსტარი შააკ ტი და ინსტრუქტორები კურსანტების ბედზე ბჭობენ...
ახალგაზრდა და ბედნიერი გოგონას ცხოვრება უეცრად ინგრევა. მისი საყვარელი
ქმარი სასტიკად მოკლულია ვიღაც გარეწრების მიერ. ნაღველი იბუდებს გოგონას
სულში. რა უნდა ქნას მომავალში? ამ კითხვას იგი გამუდმებით უსვავს თავს.
მაგრამ რაღაც მომენტში შურისძიების სურვილი იპყრობს. გოგონა გადაწყვეტს
იპოვოს მკვლელბი და დასაჯოს.
ოსკარი (20) და მისი და ლინდა (18) — ჩამოსულები არიან ტოკიოში. სანამ
ოსკარი ნარკოტიკებს ყიდის, ლინდა სტრიპტიზს ცეკვავს ღამის კლუბში. ერთხელ,
პოლიციის რეიდის დროს ოსკარს ტყვია ხვდება და სანამ კვდება, მისი სული,
რომელიც შებოჭილია დისთვის მიცემული სიტყვით, რომ არასდროს მიატოვებს,
იძულებულია ცოცხლების სამყაროს არ გამოეთხოვოს. იგი დახეტიალობს ქალაქში და
თან აუტანელი კოშმარები დაყვება. წარსული, აწმყო და მომავალი
ჰალიცინოგენურ ორომტრიალში არიან გადახლართული
იდგა 2081 წელი. ყველა ადამიანი, როგორც იქნა, თანასწორი გახდა. ყველა
თანასწორი გახდა არა მხოლოდ ღვთისა და კანონის წინაშე. ისინი თანასწორნი
იყვნენ ყველაფერში. არავინ იყო სხვაზე ჭკვიანი. არავინ იყო სხვაზე ლამაზი.
არ იყო არც ყველაზე გულადი და არც ყველაზე სწრაფი...
კურტ ვონეგუტის მოთხრობა ”გარისონ ბერჟერონის” მიხედვით
1905 წელს სუნ იატსენი გადაწყვეტს ჰონგკონგს ეწვიოს, რათა მეგობრებთან
ერთად, რომლებიც ორგანიზაცია ტუნმენჰოის წევრები არიან ცინის დინასტიის
დამხობისა და რევოლუციის გეგმები განიხილოს. ქვრივი იმპერატორი ცისი,
რომელიც ხელისუფლებაშია, აგზავნის მკვლელების ჯგუფს რომელთაც სათავეში
უდგათ იან სიაო, ხელი შეუშალოს სუნ ვენის. მეორე მხრივ, სუნ ვენს იცავენ
პირადი მცველები - რიქშები, ქუჩის მოვაჭრეები, მაწანწალები, რომელთა
ორგანიზება ბიზნესმენმა ლი იუტანმა მოახდინა. მისი ვაჟი ლი ჩუნგუანი თავის
თავს სუნ ვენის ორეულად ასაღებს, რათა მკვლელები თავისკენ მიიტყუოს და მას
საშუალება მისცეს უპრობლემოდ ჩაატაროს შეხვედრა და დატოვოს ჰონგკონგი
ჯერ კიდევ ბავშვობიდან სერას რიცხვები უყვარდა. ასაკთან ერთად მათემატიკის
სიყვარული სტატისტიკისადმი ბრმა თაყვანისცემაში გადაეზარდა. სერა გაიზარდა
დას მათემატიკის მასწავლებელი გახდა. ის დარწმუნებულია, რომ სტატისტიკის
მიხედვით, გოგონები 28 წლის ასაკში თხოვდებიან და თან მეთერთმეტე სექსუალურ
პარტნიორს მიყვებიან. და აი, იგი 28 წლისაა და ცოლად მიყვება მისტერ
მეთერთმეტეს. მაგრამ უკვე ქორწილის შემდეგ ხვდება, რომ სადღაც გამოთვლებში
შეცდა. ან მათემატიკის კანონები სასიყვარულო საქმეებში არ მუშაობენ...
როგორც ლეგენდებიდანაა ცნობილი, ინგლისის კეთილი მეფე რიჩარდი ჯვაროსნულ
ლაშქრობაში გაემგზავრა და იქ ტყვედ ჩავარდა. პრინცმა ჯონმა ტახტი ხელში
ჩაიგდო და გამდიდრების წყურვილით შეპყრობილმა, ხალხის ძარცვა დაიწყო. მის
მიერ დაქცეული სერ რობინ ლოკსლი შერვუდის ტყეში წავიდა და რობინ ჰუდის
სახელით სათავეში ჩაუდგა ყაჩაღების ბანდას, რომელმაც ომი გამოუცხადა პრინცი
ჯონის დამქაშებს - რაინდ გაი გიზბორნსა და ნოტინჰემის მხდალ შერიფს. ამავე
დროს იგი იბრძოდა მეოცნებე ლედი მარიანას გულის დასაპყრობად
შობაზე ყველა კეთლ სანტა კლაუსს ელოდება
საჩუქრებით. მაგრამ ასე ხომ ყოველთვის არ იყო. ათასი წლის წინ ერთერთმა
დემონმა კლაუსმა ანგელოსს ნიძლავში წაუგო, რის შემდეგადაც იძლებული გახდა
ადამიანებისთვის საშობაოდ საჩუქრები და სიხარული მოეტანა. და პარის ვადა
გაუვიდა... სანტა კლაუსი მზადაა ნამდვილი მხიარულებისთვის და აპირებს ჯავრი
იყაროს ადამიანებზე ყველაფრისთვის...