ადრენალი, სიჩქარე და იოლად ნაშოვნი ფული, აი რა უყვარს ჯონ სტრეიგერს.
სპორტული თვითმფრინავებით იგი მეგობრებთან ერთად მექსიკიდან კალიფორნიაში
ნარკოტიკებს ეზიდება. ოსტატობა და თავზეხელაღებულობა აშშ-ს სსძ-ს რეაქტიული
გამანადგურებლებისაგან იცავს. მაგრამ ნარკოტიკებთან მებრძოლმა სამსახურმა
მასაც მოუძებნა აქილევსის ქუსლი……
1562 წ., საფრანგეთს კარლ IX მართავს, ქვეყანაში კი რელიგიური ომები
მძვინვარებენ… მარი დე მეზიერი, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მემკვიდრეა
სამეფოსი და ახალგაზრდა ჰერცოგი დე გიზი უყვარს, შემდგომში ”დაღიანად”
წოდებული, რადგან მას ჰგონია, რომ ვაჟი მის გრძნობებს იზიარებს. თუმცა
ქალიშვილის მამა, მარკიზი დე მეზიერი, ცდილობს ოჯახის უფრო ამაღლებას და
მას პრინც მონპასიეს მიათხოვებს. მეფე პრინცს მოუწოდებს პროტესტანტებთან
მის ბრძოლას შეუერთდეს.
ყვითელი წრიპები, გრიუს თანაშემწები და ამავე დროს არმია არიან. მართალია
ისინი იგებენ ადამიანურ საუბარს, თვითონ ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ შეუძლიათ
ცალკეული სიტყვების თქმა, უფრო ხშირად კი ერთმანეთს შორის თავის ენაზე
ურთიერთობენ. მოსულელო, მაგრამ საჭირო ხალხია. საინტერესოა, რომ ზოგიერთ
მინიონს მხოლოდ ერთი თვალი აქვს. შესანიშნავი დამატებაა ცნობილი მულტფილმისთვის ”საზიზღარი მე”.
სემ ფლინი, კევინ ფლინის ტექნიკურად ნიჭიერი 27 წლის ვაჟი, მამის
გაუჩინარების ამბავს იკვლევს და აღმოჩნდება სასტიკი პროგრამებისა და
გლადიატორული თამაშების იმავე სამყაროში, რომელშიც მამამისი უკანასკნელი 25
წელი ცხოვრობდა. კევინის თანაშემწესთან ერთად, მამა-შვილი იწყებს
თვალისმომჭრელ კიბერ-სამყაროში სახიფათო მოგზაურობას...
ესაა ისტორია ბიჭუნაზე, რომელსაც ეჭვი ეპარება სანტა-კლაუსის არსებობაში.
როცა იგი მოხვდება იდუმალ ”პოლარულ ექსპრესზე”, რომელიც ჩრდილოეთ
პოლუსისკენ მიემართება, ყველა ეჭვი გაუქარწყლდება. და სანამ შობის ღამე
მძინარე სამყაროს ეფინება, ჩრდილოეთ პოლუსისკენ მიმავალი ჩქაროსნული
ექსპრესის მგზავრები გზად თავგადასავლება და ხიფათებს ხვდებიან
სიტკომის მთავარი გმირი - ოთხი ინტერნია. ისინი ყოველთვის იდიოტურ
სიტუაციებში ვარდებიან, მათი ხელმძღვანელი დოქტორი ბიკოვი კი ამას
სიამოვნებით უცქერს. დოქტორ ბიკოვს ინტერნების წვალებაში ეხმარება მისი
მეგობარი, დოქტორი კუპიტმანი და ხელს უშლის საავადმყოფოს მთავარი ექიმი
ანასტასია კისეგაჩი. თითქმის ყველა სიუჟეტი აღებულია რეალური საექიმო
პრაქტიკიდან.
ახლო მომავლის მსოფლიო დაასნებოვნა ”მედუზის ვირუსმა”. კაცობრიობის
გადარჩენის ერთ-ერთი ცდა გახდა პროექტი ”ცივი ძილი”, რომლის ორგანიზებაც
ჯგუფმა ”ვენერის კარიბჭემ” მოახდინა. 2015 წელს შოტლანდიის საზღვრებთან
რამდენიმე ათეული რჩეული ანაბიოზში მოათავსეს იმ იმედით, რომ ასობით წლის
შემდეგ ან ვირუსი გაქრებოდა, ან წამალს გამოიგონებდნენ. ახალგაზრდა
იაპონელი გოგონა კასუმი ისიკი კრიოგენული კამერისკემ გულდამძიმებული
გაემართა - მისი ტყუპისცალი და არ ამოირჩიეს ექსპერიმენტისთვის. თუმცა
ექსპერიმენტის სხვა მონაწილეებმაც იცოდნენ, რომ ახლობლებს სამუდამოდ
გამოეთხოვნენ. გამოღვიძება საშინელი აღმოჩნდა - გიგანტური ეკლებისა და
არცთუ სასიამოვნო არსებებს შორის, რომლებსაც ახალი საკვების გამოჩენა
ძალიან გაეხარდათ...
ამერიკელი ტურისტი ფრენკი ჩადის იტალიაში სულიერი ჭრილობის მოსაშუშებლად.
ვენეციაში იგი გაიცნობს ელზას. დაჭრილი გული, ჩანს, მზადაა ახალ
შეყვარებულს დანებდეს. თუმცა ფრენკისა და ელზას გეგმებს უხეშად არღვევს
ინტრიგებისა და ხიფათის მორევი…
ერვე - ჩვეულებრივი ფრანგი მოზარდია ბატჰედის ქცევით, რომელსაც ჰყავს
ბივისის ჭკუის ძმაკაცი. ერვე სკოლაში სწავლობს, არანაირი გარეფნობა არ
აქვს, ტომრის მსგავსი სვიტერი აცვია და შტერივით იქცევა. გოგონები ერვეს
არანაირ ყურადღებას არ აქცევენ, თვითონ კი მხოლოდ მათზე ფიქრობს. უეცრად
აღმოჩნდება, რომ ავრორა, მის კლასში ყველაზე ლამაზი გოგონა მისით
დაინტერესებულია. დიდი ხნის ნანატრი ყურადღებით გახარებულ ერვეს ამავე დროს
წარმოდგენა არ აქვს რა უყოს ამ ყურადღებას.