მთავარი » ფილმები
ვიქტორი - დაქირავებული მკვლელია კილერების დინასტიიდან, რომელმაც თავისი პროფესიის ”მწვერვალს” მიაღწია. ამისდამიუხედავად ვიქტორს ძალიან სურს ოჯახური მყუდროება, მაგრამ პირადი ცხოვრება ვერ ეწყობა. მოულოდნელად მას უყვარდება ნიჭიერი აფერისტი, რომელიც მორიგი დავალების დროს უნდა ”მოეშორებინა”…

IMDB Rating: 7.0/10 (554 votes)


40 წლის მეოჯახე ფერდინანდო იტანჯება როზალიასთან ქორწინებაში, რომელიც ბრიყვი, აშარი და სექსზე გადარეული ქალია. ოცნებებში ქმარი მას ყველანაირაი ხერხით კლავს, ცხოვრებაში კი იტანს მის ძალადობას, რადგან იტალიაში განქორწინება არ შეიძლება. უეცრად მას უყვარდება თავისი ახალგაზრდა ნათესავი ანჯელა და თავისუფლება ახლა ჰაერივით სჭირდება. დროა ოცნებები რეალურად განახორციელოს, თან ისე, რომ სასამართომ და საზოგადოებამ იგი გაამართლოს. გადაწყვეტილება მიღებულია, მზაკვრული გეგმა დამუშავებული, ფერდინანდო იწყებს მოქმედებას.


Whispered World - ესაა საოცარი თამაში-თავგადასავალი, რომელიც საინტერესო, ფანტაზიურ სამყაროში გადაგიყვანთ. თამაშში გელოდებათ ულამაზესი პეიზაჟები დიდი დეტალიზაციითა და ნახატი მულტფილმის სტილში პერსონაჟებით. ახალგაზრდა მასხარა ზადვიკი მთელ სამყაროში მოგზაურობს თავისი ოჯახის მოხეტიალე ცირკთან ერთად, თავად კი გმირობა სურს. ერთხელ ღამით, ვიღაც უცნაური ესაუბრება მის ოცნებაზე და აგზავნის ისეთ მოგზაურობაში, რომელმაც მთელი ცხოვრება უნდა შეუცვალოს. თავის შინაურ ცხოველთან ერთად ზადვიკი აღმოჩნდება შორეულ სამყაროში, რომელიც სავსეა სახიფათო თავგადასავლებით და მხოლოდ ზადვიკზეა დამოკიდებული მისი ბედი.



ბარლოუში სისხლიან სასაკლაოს გადარჩენილი სტელა ოლმანი ლოს-ანჯელესში ბრუნდება ლილიტის - იმ ვამპირის მოსაძებნად, რომელმაც მძინარე ქალაქზე თავდასხმის ინიციირება მოახდინა და შერიფ ებენის სიკვდილშია დამნაშავე

IMDB Rating: 4.6/10 (1,181 votes)


ალექსი - შოუ-ბიზნესის მოდური პერსონაჟია. ერთხე, ფრანგულ ჟურნალში გადააწყდება სტატიას ძველი ფოტოგრაფიით. სტატია კოლონიალურ კამბოჯას კაზინოში უდიდეს მოგებას ეხება. ფოტოგრაფიაზე ალექსი საკუთარ პაპას ამოიცნობს, რომელიც ყველას დაღუპული ეგონა. აღმოჩნდება, რომ მისმა პაპამ მრავალი წლის წინ მემკვიდრეობა დაუტოვა. მაგრამ მემკვიდრეობამდე ჩაღწევაა საჭირო...



შერიფის თანაშემწე ლუ ფორდი - ნამდვილი ტეხასელია პატარა ქალაქიდან. აუჩქარებელი, კეთილად განწყობილი და მიმზიდველი, საკუთარ თავში სხვა პიროვნებას - სასტიკ მკვლელს მალავს, რომელიც ისევე ადვილად კლავს, როგორც სიგარეტის მოწევაა. და მთელ თავის ისტორიას საკუთარ თავს უყვება, თან ინტერესით უცქერს, შეძლებენ თუ არა მისი კოლეგები ჭეშმარიტი დამნაშავის პოვნას. და შეაჩერებენ თუ არა ლუს ბოროტების გზაზე? გზაზე, რომელიც თავად არ ამოურჩევია…


ფილმი ლეგენდარული ისტორიული პიროვნების - მეფე არტურის შესახებ მოგვითხრობს. მისი მმართველობის ისტორიული სინამდვილისა და პოლიტიკური მოვლენების პარალელურად მაყურებელი არტურის ვაჭკაცობასთან დაკავშირებულ მითიურ ამბებსაც გაეცნობა.


ფილმი ეფუძნება ევგენი შვარცის ცნობილ პიესა-ზღაპარს ”დრაკონი”.

ამბავი რაინდ ლანსელოტზე, რომელმაც ბრძოლაში გამოიწვია დრაკონი, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგობაზე დესპოტიზმის, ტირანიის და რეაქციის მიმართ.


მოქმედება ხდება პატარა თვითმფრინავის ბორტზე, სადაც ოთხი მოზარდი მეგობარი და გამოუცდელი პილოტი გოგონაა. მექანიკური დაზიანების გამო თვითმფრინავი წარმოუდგენელ სიმაღლეზე ადის, ხოლო შემდეგ იწყება განუწყვეტელ ბურუსში ვარდნა. როცა მართვას აღადგენენ, აღმოჩნდება, რომ ყველანაირი გამოთვლებით უკვე დიდი ხანია მიწას უნდა დანარცხებოდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად მაინც ვარდებიან. და რაღაც ბოროტება, რომელიც ნისლში იმალვის, მათ სიკვდილს ლამობს



12 წლის არტური გადაარჩინა ჯადოსნურმა ტროლმა, იმიტომ რომ იცის დრაკონზე გამარჯვების საიდუმლო. არტურის დედა მის ფანტაზიებს სერიოზულად არ მიიჩნევს მანამდე, სანამ რეალურ საფრთხეს არ მიხვდება. ერთად ისინი იმედოვნებენ, რომ დაამარცხებენ დრაკონს.



« 1 2 ... 69 70 71 72 73 ... 100 101 »