ალექსი ზაიცევი - პროფესიონალი შოუმენია.
დაცხრომელი აგენტი და დაუსრულებელი წარმოდგენები სულ უფრო და უფრო აშორენებ
ზაიცევს საყვარელი ქალისგან. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემაა ისაა, რომ იგი
ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან ყველას ატყუებს. ერთხელ შოუმენი გადაწყვეტს
ექსპერიმენტის ჩატარებას, რომლის შემდეგ ყველას მხოლოდ სიმართლეს ეუბნება…
ფილმის გმირი პოლი, ერაყში კონტრქტით იმყოფება, ჩასაფრების დროს გონებას
კარგავს და რაღაც დროის შემდეგ, როცა გონს მოვა, თავს აღმოაჩენს უცნაურად
ვიწრო და ბნელ ადგილას. სანთებელას გამოყენების შემდეგ, ძნელი არაა
მიხვდეს, რომ კუბოში წევს. მას მოუწევს უამრავი საშინელი, ფსიქოლოგიურად
ძნელი, ფიზიკურად შეუძლებელი ბრძოლის მომენტების გადატანა საკუთარი თავის
გამოსათავისუფლებლად ამ მოულოდნელი ხაფანგისგან…
საუკეთესო მეგობრის დაჟინებულ თხოვნას დათახმებული უნივერსიტეტის პროფესორი გრეი ბჩარლზ ფარბერი იიწყებს იწინააღმდეგობის გაწევას ახლად დანიშნული კოლეგასთან მფლობელობის გამო. შანსები კი ცოტა აქვს, რადგან ფფერნბერს არ შეუძლია თავისი რამე ნაშრომის გამოქვეყნება მაინც…
სიტკომის მთავარი გმირი - ოთხი ინტერნია. ისინი ყოველთვის იდიოტურ
სიტუაციებში ვარდებიან, მათი ხელმძღვანელი დოქტორი ბიკოვი კი ამას
სიამოვნებით უცქერს. დოქტორ ბიკოვს ინტერნების წვალებაში ეხმარება მისი
მეგობარი, დოქტორი კუპიტმანი და ხელს უშლის საავადმყოფოს მთავარი ექიმი
ანასტასია კისეგაჩი. თითქმის ყველა სიუჟეტი აღებულია რეალური საექიმო
პრაქტიკიდან.
შეშლილი მეცნიერებითა და ბოროტი გამომგონებლებით აღსავსე სამყაროში ერთი
ნიჭიერი დამხმარე ოცნებობს თავად მეცნიერი იყოს და ყოველწლიურ ბოროტების
ბაზრობაზე გაიმარჯვოს.
მღვდელი მარკუს კოტონი მრავალი წელი ეშმაკის განდევნითაა დაკავებული. მისი
წარმატების საუდუმლო გულმხურვალე ლოცვას იმდენად არა, რამდენადაც
მრავალრიცხოვან ილეთებს და სპეცეფექტებს ემყარება, რომლებიც შთამბეჭდავ
მრევლზე ძლიერ მოქმედებენ. მორიგ ეგზორციზმზე წასვლის წინ, იგი პატიჟებს
გადამღებ ჯგუფს, რომელიც მასზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. მაგრამ მის
რწმენას მოუწევს სერიოზული გამოცდის გავლა, როცა იგი პირისპირ შეეჩეხება
ეშმაკს.
როდესაც არიონგი – ჰონკონგის ტრიადის "ბოსის"
ქალიშვილი ბრალდებულია კონკურენტი ტრიადის "ბოსის" მკვლელობაში. იგი
იძულებულია დაიმალოს კორეაში. კორეაში ჩასვლის შემდეგ მის მცველად
დანიშნულია მოხერხებული მაგრამ ლოიალური კი ჩული და მისი ბანდა, რომლებმაც
უნდა დაიცვან არიონგი სახლში დაბრუნებამდე...
40 წლის მეოჯახე ფერდინანდო იტანჯება როზალიასთან ქორწინებაში, რომელიც
ბრიყვი, აშარი და სექსზე გადარეული ქალია. ოცნებებში ქმარი მას ყველანაირაი
ხერხით კლავს, ცხოვრებაში კი იტანს მის ძალადობას, რადგან იტალიაში
განქორწინება არ შეიძლება. უეცრად მას უყვარდება თავისი ახალგაზრდა
ნათესავი ანჯელა და თავისუფლება ახლა ჰაერივით სჭირდება. დროა ოცნებები
რეალურად განახორციელოს, თან ისე, რომ სასამართომ და საზოგადოებამ იგი
გაამართლოს. გადაწყვეტილება მიღებულია, მზაკვრული გეგმა დამუშავებული,
ფერდინანდო იწყებს მოქმედებას.
ოჯახური წყვილი, რომელიც გაყრას აპირებს, სახლს ყიდის. ამისთვის ღია კარის
დღეს აწყობენ ყიდვის მსურველებისთვის. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სახლის
დიასახლისი უჩინარდება, სახლში კი ახალი ბინადრები ჩნდებიან. ყოფილი მეუღლე
სახლთან მიდის და სახლის ახალი მფლობელების მსხვერპლი ხდება. სახლის
პატრონი კი ჯაჭვითაა დაბმული და დამალული ყავთ სახლში. ახალი წყვილის
მოტივები გაურკვეველია...