სურათის მოქმედება ხდება არც ისე შორეულ
მომავალში. მთავარი გმირი უეცრად იღვიძებს 2092 წელს ღრმად მოხუცებული და
ხვდება, რომ იგი უკანასკნელი 120 წლის ასაკის მაცხოვრებელია პლანეტაზე,
რომელიც თავის სიცოცხლეს დაასრულებს ბედნიერ უკვდავ ხალხთა შორის.
IMDB Rating: 7.6/10 (5,115 votes)
შენიშვნა: HDRip ხარისხის EXTENDED ვერსია სრული თარგმანით!
ოჯახის შენარჩუნების მიზნით, ნიუ–იორკის
მაცხოვრებელი ადელი თავის ქალიშვილთან ერთად ბრუნდება უელსში ქმართან.
მაგრამ განმარტოვებულ სახლს ციცაბოზე, როგორც აღმოჩნდება, სისხლიანი
წარსული აქვს, რომელიც ბნელ ძალებს ექვემდებარება, რომლებიც დღემდე
ბინადრობენ სახლში...
ფილმის სიუჟეტი მოგვითხროს 14 წლის გოგონას ისტორიას, რომელსაც მოუკლეს
მამა და მკვლელის კვალი მიდის ერთ-ერთ მეამბოხე ინდურ ტომში. გამოძიებაში
გოგონას ეხმარებიან, სასამართლოს მოხელე, რუსტერ კოგბერნი და კიდევ
რამდენიმე კანონდამცველი.
ფილმის შინაარსი: ქალაქ დეტროიტში უცნაური სიბნელე ისადგურებს. მზის ამოსვლისას კი ირკვევა, რომ მხოლოდ რამოდენიმე ადამიანია გადარჩენილი. მათ გარშემო უამრავი ტანსაცმელი, მიტოვებული მანქანები და უცნაურად გაწელილი ჩრდილებია... ლიუკი ტელევიზიის რეპორტიორია, რომელიც მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მისი სახლის გარშემო მდებარე ყველა ქუჩა ცარიელია. პოლი კინომექანიკოსია, რომელიც სულ ახლახანს გადავსებულ კინოთეატრში სულ მარტო აღმოჩნდება. ფიზიოთერაპევტი როზმარი საავადმყოფოდან გარეთ გამოდის კვამლის გამო, უკან დაბრუნებულს კი შენობა ცარიელი ხვდება. ჯეიმსი შეშინებული ბიჭია, რომელიც მოთმინებით ელის დედამისის დაბრუნებას... ყოველი მათგანი მიტოვებული ბარისკენ მიმავალ გზას პოულობს, რომელიც მათთვის ცარიელ ქალაქში ერთადერთი თავშესაფარი ხდება...
ფილმის შინაარსი: სახლში ”შემოღწევის” ფაქტების შემდეგ, ოჯახმა ყველგან სათვალთვალო კამერების დაყენება გადაწყვიტა... მაგრამ ახლა მათ თვალწინ განვითარებული მოვლენები გაცილებით საზარელია...
ფილმის შინაარსი: ახალდაქორწინებული მაიკლი და ჯოანა - ლამაზები და წარმატებულები არიან, და მანჰეტენის ცენტრში ვებერთელა ბინაში ცხოვრობენ... მაგრამ მხოლოდ ერთი ღამე საკმარისი აღმოჩნდება იმისათვის, რომ მათ ერთმანეთში ეჭვი შეეპაროთ... ეს ღამე მათი ცოლ-ქმრული ერთგულებისთვის ნამდვილ გამოცდად გადაიქცევა...
ფილმის შინაარსი: წარუმატებელი ძარცვის შემდეგ ჯონი მაილზი შემთხვევით მოკლავს ერთერთ თავის მოკავშირეს. ჯონის ხუთ წელს მიუსჯიან, განთავისუფლების შემდეგ კი ის გადაწყვეტს თავისი ცხოვრების საპირისპიროდ შეცვლას – ანუ ხაზი გაუსვას კრიმინალურ წარსულს და პროფესიონალური ბოქსით დაკავდეს. მაგრამ იმ ჯონით მოკლული ბიჭის დას სულ სხვა გეგმები აქვს მის მომავალთან დაკავშირებით.
ხუთი კლონი კადეტი გაგზავნილია კამინოზე მათი
მომზადების დასასრულებლად. ეს კურსანტები არიან - ჰევი, კარაპი, დროიბაიტი,
ფაივსი და ეკო, ისინი ჯიუტები არიან და გუნდურად ვერ მუშაობენ. ამავე დროს
ოსტარი შააკ ტი და ინსტრუქტორები კურსანტების ბედზე ბჭობენ...
სკოტ პილიგრიმმა თავისი ოცნების გოგონა იპოვა. მაგრამ მას უფრო რთული
ამოცანა ეღობება: მასთან შეხვედრის უფლების მოსაპოვებლად სკოტს მოუწევს
დაამარცხოს მისი ყოფილი და ძალიან ბრაზიანი შეყვარებულები.