ფილმის შინაარსი: ქალიშვილის სიკვდილის შემდეგ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში უფსკრული ჩნდება, მაგრამ მათ მეორე შანსი ეძლევათ, მაშინ როდესაც უბედურ გოგონას გაიცნობენ... მელორი თვითგანადგირების გზაზეა...
ფილმის შინაარსი: არიან გმირები, არიან სუპერგმირები და არის ჰენკოკი. ზებუნებრივი ძალის მქონე სუპერგმირი ნებისმიერ რთულ დავალებას გულით ეკიდება, შველის ადამიანებს, მაგრამ ამასთან ერთად ანგრევს და ზიანს აყენებს ყველას და ყველაფერს. ბოლოს საზოგადოების მოთმინების ფიალა ივსება: ხალხი მადლობელია იმისთვის რომ მათ ასეთი გმირი ჰყავთ, მაგრამ ხანდახან არ ესმით რით დაიმსახურეს ასეთი სასჯელი ...
ფილმის შინაარსი: ისტორია, რომელიც არისტოკრატ ვამპირებსა და მათ მონებს შორის არსებული შუღლის მიზეზს ახდის ფარდას. ახალგაზრდა მაქცია სახელად - ლუციანი აღმოჩნდება მძლავრი ლიდერი, რომელიც მაქციებს ვამპირების დაუნდობელი მეფის - ვიქტორის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანებს და საკუთარი რასის გასათავისუფლებლად გაილაშქრებს.
ფილმი მოგვითხრობს ოთხი ახალგაზრდის შესახებ, რომლებიც თანამედროვე
ნიუ-იორკში ცხოვრობენ. ერთ-ერთი მათგანია ბრიჯიტი, ცოტათი თავქარიანი და
გარყვნილი ლესბოსელი, რომელიც აღმერთებს ემილი ბრონტეს და თავის ძველ
მეგობარ ტრიპთან ერთად ცხოვრობს. ერთ საღამოს, თავის საყვარელ პაბ ”ოთხსახა
მატყუარაში” იგი ხვდება ნიუ-იორკში ახლახანს ჩამოსულ წყვილს. მოლი პირველი
შეხვედრისას ბრიჯიტთან ცოტა გაკვირვებულია მისი თავისუფლებითა და
უშუალობით, თუმცა სწორედ ეს მიიზიდავს. ახალგაზრდების უდარდელ ცხოვრებას
მაშინ ეღება ბოლო, როცა გოგონებს შორის ნაპერწკალი გაირბენს.
ფილმი წარმოადგენს ჟიულ ვერნის ცნობილი რომანის ახალ ეკრანიზაციას.
ექსცენტრიული ლონდონელი გამომგონებელი ფილეს ფოგმგა გახსნა ფრენის,
ელექტობის და ბევრი სხვა საიდულო, მაგრამ საზოგადოება არ ღებულობს მას და
შეურაცხადათ თვლის. ფოგს ძალიან უნდა, რომ მას მთელი სერიოზულობით
აღიქვავდნენ, და ის უჩვეულო გარიგებას დადებს ლორდ კელვინთან: ამ უზარმაზარ
დედამიწას მან 80 დღეში უნდა შემოუაროს. პასპარტუსთან და ფრანგ მხატვართან
მონიკთან, რომელიც ნატრობს თავგადასავლებს, ერთად ფოგი გიჟურ, წარმტაც
მოგზაურობაში მიდიან დედამიწის ირგვლივ. თავბრუდამხვევი მოგზაურობის დროს
ჩვენი გმირები პლანეტის ყველაზე ეკზოტიკურ კუთხეებში ხვდებიან. მათ გზაში
უამრავი თავგადასავალი და დაბრკოლება ელით წინ..
ეს დოკუმენტური ფილმი შეუდარებელია თავისი
მასშტაბებით, პროგრამა შეიცავს უნიკალურ და შესანიშნავ ვიდეოარქივს, ამ
დოკუმენტურ ფილმში შესულია 18 ერების ვიდეომასალა მათ შორის ადოლფ გიტლერის
ფერადგამოსახულებიანი კადრები, მიუკერძოებელი ამბავი ცენტრალურ სამხედრო
მოვლენების - მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ფილმი მოიცავს ამ ომში
მონაწილეთა და მოწმეთა ინტერვიუებს, ბრძოლა გადარჩენისთვის, დაუვიწყარი
ისტორია რომელსაც ცოცხალი ადამიანები ქმნიდნენ...
აუხსნელი ბინდი ჩამოაწვება ქალაქ დეტროიტს. მზის ამოსვლამდე, მხოლოდ
რამდენიმე ადამიანი რჩება გადარჩენილი მიტოვებული ავტომობილების, სამოსის
გროვებსა და დაგრძელებულ ჩრდილებს შორის. ლუკი, ტელევიზიის რეპორტიორი,
სახლის გარშემო ქუჩებს შემზარავად ცარიელს პოულობს. პოლი, კინომექანიკოსი,
უეცრად მარტო აღმოჩნდება ხალხით სავსე კინოთეატრში. ფიზიოთერპევტი როზმარი
გარეთ გამოდის კვამლის გამო, ხოლო ცარიელ საავადმყოფოში ბრუნდება. ჯეიმსი,
შეშინებული ბავშვი მოთმინებით უცდის დედის დაბრუნებას. ყოველი მათგანი
პოულობს გზას მიყრუებული ბარისაკენ, რომლის ბენზინის გენერატორი, საკვებისა
და სასმელის მარაგი უკანასკნელი თავშესაფარია დაცარიელებულ ქალაქში
ფილმი მოგვითხრობს მოზარდების შესახებ, რომლებიც ელ. ფოსტით ავრცელებენ
ბედნიერების წერილებს. უპასუხე ან მოკვდი. თუ იგნორირებას გაუკეთებ -
სიცოცხლეს გამოესალმები. ვინ აღიქვავს ამ წერილებს სერიოზულად? ერთ-ერთი
ასეთი წერილი მოხვდება მანიაკთან, რომელიც წერილების ავტორებს მსხვერპლებად
აირჩევს. თამაში მალე უკან შეუტრიალდებათ მეგობრებს. შეძლებენ თუ არა
ისინი გადარჩენას? რას ნიშნავს თითოეული მათგანისთვის მეგობრობა?
ექიმი ჰაუსი (ინგლისელი მსახიობის ჰიუ ლორის
(Hugh Laurie) მიერ შესრულებული როლი, რომლისთვისაც დააჯილდოვეს "ოქროს
გლობუსით” 2006-2007 წლებში) - ბრწყინვალე სპეციალისტი ნეფროლოგიის და
ინფექციური დაავადებების დარგში, მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე მას
ვერ ვუწოდებთ პაციენტების და კოლეგების რჩეულს - ის არის საკუთარ თავში
ჩაკეტილი, უხეში და ცინიკოსი. ის უარყოფს ყველანაირ წეს და დროდადრო რჩება
შდაბეჭდილება, რომ იგი თანაგრძნობის გძნობასაც კი არის მოკლებული. მისი
ცხოვრებისეულ ხასიათზე ყველაზე კარგად ექიმ ფორმანის ციტატა მეტყველებს:
"ის არ არღვევს წესებს არამედ უარყოფს მათ” და ასევე მისი უსაყვარლესი
გამოთქმა "ყველა ტყუის” (Everybody Lies). რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,
ასეთი მიდგომა ხშირად ეხმარება ექიმ ჰაუსს ყველაზე რთულ სიტუაციებში
გაერკვეს და შეუნარჩუნოს სიცოცხლე პაციენტს...
16 წლის კრეიგს მოზარდული კრიზისი აქვს და ცდილობს დახმარება იპოვოს სულით
ავადმყოფთა კლინიკაში. აქ იგი შემთხვევით ხვდება უფროსების განყოფილებაში,
და ერთი პაციენტი ბობი ხდება მისი მასწავლებელი და ამავე დროს - მისი
პროტეჟე. ბიჭს ასევე მოეწონება ერთი პაციენტი გოგონა - თანატოლი ნოელი. სულ
რაღაც 5 დღის განმავლობაში კრეიგს მოუწევს ბევრი რამ შეიცნოს ცხოვრები,
მეგობრობის, სიყვარულის და იმ სირთულეების შესახებ, რომელიც ზრდას თან
სდევს...