მთავარი » 2012 » სექტემბერი » 14
მიხეილ სააკაშვილმა წყალტუბოში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. "მე მოუთმენელი ადამიანი ვარ და ყველაფერი მინდა, მოესწროს იმ დროში, სანამ მე თქვენთან ერთად ვარ და პოლიტიკაში ვარ ამა თუ იმ ფორმით" , – განაცხადა სააკაშვილმა


მიხეილ სააკაშვილმა ახლადაღდგენილი ბაგრატის ტაძრის ეზოდან პოლიტიკურ პარტიებს ერთიანობისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად შეხედულებებს შორის განსხვავებისა, ყველა პოლიტიკური ძალა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი უნდა იყოს.


კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას პარტიების ქცევის კოდექსისთვის ხელი მოწერილი აქვს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა საგურამოში, სანერგე მეურნეობაში ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შტეფან ფიულეს ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს.