ეს გახლავთ ლუქსორი ფლეისთეიშენ 2_ისთვის. მშვენიერი გასართობი და დროის
გასაყვანი თამაში. შესულია სხვადასხვა ლამაზად გაფორმებული ტური,
განახლებული ინტერფეისი. ლუქსორთან ერთად თქვენ არ მოიწყენთ!
მოქმედება თამაშში ხდება საბჭოთა კავშირის დროინდელ მოსკოვში. თქვენ
ესტუმრებით მოსკოვის მეტროს სადგურის ხაზებს. თამაშში გვხვდება ისეთი
იარაღები, როგორებიცაა სტანციონალური ცეცხლისმფქვრეველი და მოლოტოვის
კოქტეილი. თქვენ გელოდებათ მრავალფუნქციური რეჟიმი Deathmatch, სადაც
გამოყენებულია მოსკოვის ნამდვილი რუკა. თამაშში ასევე გამოყენებულია
50-იანი წლების ტექნიკა, მაგალითად, ავტომობილი "პაბედა".
მორიგ World Snooker Championship – ის სეზონს ხსნიან ცნობილი სახეები.
ითამაშეთ ცოცხალ ლეგენდებთან, მოსინჯეთ თქვენი კუმირების ძალები! თქვენ
შეგიძლიათ ითამაშოთ როგორც Salivan, Murphy და ...
მოქმედება ხდება Rivellon-ის სამყაროში. Divinity-ს ახალ ნაწილში ითამაშებთ
დრაკონების ახალგაზრდა მკვლელის როლს (Dragon Slayer). ფინალში მოგიწევთ
დრაკონების რაინდად გახდომა, რომელიც ლეგენდარული გმირია უნიკალური
უნარებით. შეგეძლებათ კარგად დეტალიზირებულ სამყაროში მოგზაურობა, რომელიც
მაშინვე რეაგირებს თქვენს ქმედებებზე. თამაში შემოგთავაზებთ მრავალნაირ
სპეციალიზაციასა და უნარებს, რომელთა დახმარებით შეგიძლიათ გახდეთ მაგი,
მეომარი, და ა.შ. ან შეგიძლიათ რამდენიმე პროფესიაში იყოთ წარმატებული...
როდესაც სამეფოში სუფევს სიმშვიდე და თვეობით საინტერესო არაფერი ხდება,
კარგი მმართველი იწყებს ომზე ოცნებას... ნუ, თუ ფარტომაშტაბიანზე არა,
პატარა შეტაკებაზე მაინც... კარგი, სულ თუ არაფერი, ერთ კარგ ნადირობაზე...
ხოლო, თუ ნადავლი ერთი კარგი მგელია, წამსვე გაგიქრება მოწყენილობის
გრძნობა. და ერთხელაც, ნადირობა გადაიზარდა შეტაკებაში, ხოლო შეტაკება
ნამდვილ ომში! და რათა ამ ომში მოიპოვო გამარჯვება, უნდა გააერთიანო
სარდლის ტალანტი, მრჩევლის სიბრძნე და მოულოდნელი მოკავშირის ძალა...
თამაში სტრატეგია რეალურ დროში, რომელის მოქმედება ხდება ფენტეზი ქვეყანა
არდანიაში და თავისი ჟანრის სხვა თამაშებისგან იმით გამოირჩევა, რომ მასში
ერთეულების არაპირდაპირი მართვის სისტემაა გამოყენებული...
Left 4 Dead – ეს არის კლასიკური Survival Horror–ი, რომელშიც მოქმედება
მიმდინარეობს თანამედროვე სამყაროში, რომელიც დაავადებულია სასიკვდილო
ვირუსით. ერთობლივი გავლის რეჟიმში ოთხი გადარჩენილი დაიწყებენ ბრძოლას
ზომბებთან და მუტანტ "ბოსებთან". თამაშში ხელმისაწვდომია 4 დიდი კომპანია,
რომლებიც შეგიძლიათ გაიაროთ 1 ან 4 ადამიანით. თამაში შეიცავს 5 დიდ რუკას
და გუნდისთვის საერთო ამოცანას. ზომბების პოპულაციას სხვადასხვა ტურებში
განსაზღვრავს თამაშის ხელოვნური ინტელექტი. იგი შეისწავლის მოთამაშის
მოქმედებებს და თამაშის მიმდინარეობის დროს განსაზღვრავს გადარჩენის ახალ
პირობებს მოთამაშის შესაძლებლობის მიხედვით.
ახალი Call of Duty, მეორე პირისგან Activision, Treyarch ჯგუფის,
მოგვითხრობს ცივი ომის ამბებზე. ყურადღების ცენტრშია — საიდუმლო
ოპერაციები. ჩვენ ამ ყვლაფერ ვუყურებთ ამერიკელი სპეცრაზმის მებრძოლების
თვალებით, რომლებიც შედიან იმ დროის ყველაზე ''ცხელ წერტილში'' - კუბიდან
ვიეტნამამდე. მათ ელოდებათ არცთუისე სტანდარტული ექშენები - მოულოდნელი
ცვლილებებით, მოქმედების რამოდენიმე ვარიანტის არჩევა და სხვა...
გოგონას ესიზმრება დრაკონები და მოლაპარაკე ხეები. რას უნდა ნიშნავდეს?
შიზოფრენიის დაწყებას? თუ იგი მორიგი რჩეულია, რომელსაც სამყარო აქვს
გადასარჩენი? ეიპრილ რაიანი (18 წლის, მხატვარი, გასათხოვარი) - ამ
თავგადასავლის მთავარი გმირია. მას არ სურს სამყაროს გადარჩენა, მაგრამ
მოუწევს. თანაც ორის: მაგიის ზღაპრული სამყარო და ბენზინის სუნით
გაჟღენთილი ტექნოლოგიური სამყარო... უსასრულო მოგზაურობა მას შეხვედრებს
ბოროტ ჯადოქრებს, შეშლილ ჰაკერებს, ათასწლოვან ქურუმებს და ა.შ. ვინაა
მეგობარი ან მტერი, ან მხოლოდ წარმოსახვის თამაში, ამას ფინალი გვიჩვენებს.