მოთამაშეს მხოლოდ ტვირთის გემზე მიბმა და დანიშნულების ადგილას მიტანა
ევალება. ამინდი და ზღვის ბინადრები ეცდებიან ამაში ხელი შეუშალონ. თამაშში
45 დონე და 2 რეჟიმია
გახდით დედამიწის დამცველი და შეებრძოლეთ
ურჩხულთა არმიას, რომლებიც ცდილობენ ადამიანების დასახლებები გაანადგურონ.
შეუტიეთ მტრის ჯგუფებს და გამოიყენეთ სასიკვდილო საბრძოლო ილეთები, ბრძოლის
მოსაგებად. ქულების დაგროვებისას მიიღებთ დამატებით რეჟიმებთან წვდომას,
სადაც თამაშის ახალი ეპიზოდები გელიან
Scrapland: Хроники Химеры-ს მოქმედება ხდება შორეულ მომავალში. თამაშის
მთავარი გმირია რობოტი ჰუმანოიდი სახელად D-Tritus Debris, რომელიც
გადაწყვეტს შეეშვას მთელ სამყაროში ხეტიალს და მუდმივი სამუშაო იშოვოს. ამ
მიზნით იგი ეწვევა რობოტების პლანეტა Scrapland-ის მთავარ ქალაქ Chimera-ს.
Х3: გაერთიანება (v.2.5) ეს თამაში უკვე ეტალონია კოსმიურ სიმულატორებში. X3
გთავაზობთ სრულ თავისუფლებას, შეგიძლიათ იცხოვროთ ნებისმიერ
თანავარსკვლავედში, რომლებიც NASA-ს სურათებიდან არიან შექმნილი.
თვითგანვითარებადი ინტელექტის გამო კომპიუტერული გმირები საშიშნი ხდებიან,
როგორც ომში, ასევე ვაჭრობაში. ეს მსოფლიო გაერთიანებულია სავაჭრო ქსელით,
რომელშიც უნდა ჩეაბათ და შეეცადოთ არ გადაგყლაპოთ გიგანტმა ფირმებმა.
თამაშში საბრძოლო მხარე კარგადაა განვითარებული, გამოსახულების და
ფიგურების საუკეთესო გამოსახულება საშუალებას გაძლევთ ბოლომდე ჩაერთოთ
ბრძოლაში.
Team Fortress 2 (TF2) - არის მრავალფუნქციური თამაში სადაც თითოეული
მოთამაშე ირიცხება გარკვეულ ჯგუფში და აქვს სპეციალური ფუნქციები .
ექსპერტთა აღიარებით Team Fortress 2 არის ყველაზე მოთხოვნადი ექშენი
(action) 2007 წლის. სხვა თამაშებისაგან განსხვავებით , სადაც
მოთამაშეები სწორი ერთხაზოვანი მიმართულებით იბრზვიან და მოქმედებენ , Team
Fortress 2 გთავაზობთ სრულიად განსხვავებულ და ფართო მასშტაბების
მოქმედების არეალს და თამაშის მავალფეროვან პერსონაჟებს , მრავალფეროვანი
შესაძლებლობებით . პ.ს. თამაში არის ჯგუფური და ირთვება მხოლოდ მულტიფლეიერ რეჟიმში
Zeit2 შექმნილია კლასიკური ორგანზომილებიანი საიდსკროლინგ-სროლების სტილში,
სადაც მოთამაშის მთავარი მიზანია - ესროლოს ყველაფერს რაც მოძრაობს, და
ამავე დროს აიცილოს მტრის ყუმბარები. თუმცა ამჯერად მწარმოებლებმა პროექტში
ჩადეს ადრე ჟანრში გამოუყენებელი - დროის გადახვევის შესაძლებლობა...
გოგონას ესიზმრება დრაკონები და მოლაპარაკე ხეები. რას უნდა ნიშნავდეს?
შიზოფრენიის დაწყებას? თუ იგი მორიგი რჩეულია, რომელსაც სამყარო აქვს
გადასარჩენი? ეიპრილ რაიანი (18 წლის, მხატვარი, გასათხოვარი) - ამ
თავგადასავლის მთავარი გმირია. მას არ სურს სამყაროს გადარჩენა, მაგრამ
მოუწევს. თანაც ორის: მაგიის ზღაპრული სამყარო და ბენზინის სუნით
გაჟღენთილი ტექნოლოგიური სამყარო... უსასრულო მოგზაურობა მას შეხვედრებს
ბოროტ ჯადოქრებს, შეშლილ ჰაკერებს, ათასწლოვან ქურუმებს და ა.შ. ვინაა
მეგობარი ან მტერი, ან მხოლოდ წარმოსახვის თამაში, ამას ფინალი გვიჩვენებს.
«Dead to Rights 2: Жестокое Правосудие»-მოვლენები ორიგინალ თამაშში
მოთხრობილი ისტორიის წინათქმაა. მოსამართლის გატაცების საქმის გამოძიების
დროს ჩვენი გმირი, ჯეკ სლეიტი კორუფციისა და ღალატის ქსელში ებმება. ამ
მდგომარეობაში მხოლოდ საკუთარი მუშტების, პისტოლეტისა და ერთგული მეწყვილის
- ძაღლი შედოუს დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს...