კომპანია Oddworld Inhabitants-მა გამოუშვა სპეციალური კომპლექტი The
Oddboxx, რომელიც შეიცავს ამ სერიის ყველა თამაშს. დაწყებული Abe's
Oddysee და Abe's Exoddus-ით და დამთავრებული პერსონალურ კომპიუტერზე ჯერ
კიდევ უნახავი Munch's Oddysee და Stranger's Wrath-ით. თამაშში კვლავ
შევხვდებით ეიბს, მუდაკენ მონას, რომელიც გაურბის ხორცის გადამამუშავებელი
ფაბრიკის მეპატრონე გლუკონ მოლლუკს. გაიხსენებთ, რას ნიშნავს იყო უცნობი,
თავებზე მონადირე და მრავალი სხვა...
Meat Boy – ჰარდკორული პლატფორმერია უცნაური პერსონაჟით მთავარ როლში.
თამაში ისეთმა ხალხმა შექმნა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ისეთი
ჰიტების წარმოებაში, როგორებიცააGish, Braid, და Time FCUK. 300-ზე მეტი
გიჟური, დაუჯერებელი, შეურაცხმყოფლად რთული დონე 5 თავში; სხვა ჰიტური
თამაშების პერსონაჟებით თამაში, და ისეთი სათუთი სიუჟეტი, რომ მთელი ღამე
გამთენიამდე ტირილით ვერ გაძღებით!
კარიბის კუნძულუბი საიდუმლო ლამაზი მაგრამ
სასიკვდილოდ სახიფათო არც ისე ძველად აქ დაცურავდნენ მეკობრეები და
ეძებდნენ თვგადასავლებს და განძს მაგრამ დღესაც არ შეცვლილა არაფერი
რამდენი წიგნი დაწერილა მასზე რამდენი კინო გადაუღიათ თქვენ გაქვთ
უნიკალური შანსი მოხვდეთ იქ ნახოთ როგორ ცხოვრობენ ნარკოტიკით მოვაჭრენი და
მაფიოზები მიიღოთ მონაწილეობა ბანდების ომში უბრალოდ დატკბით ბუნებით და
მიირთვით ტრადიციული მეკობრული სასმელი რომი მთავარი გმირი კუნძულზე
გაემგზავრება იმ მიზნით რომ გამოიძიოს იქ მომხდარი საიდუმლო მოვლენებ...
შემქმნელები ახალი დამატების გიწვევენ მინაწილეობის მისაღებად ვიეტნამში
გასული საუკუნის 60-იან წლებში . მოთამაშეებს ელოდებათ ოთხი სრულიად ახალი
რუკა, რომლებსაც აქვთ უნიკალური ხასიათი და დაფუძვნებულია რეალურ
მოვლენებზე. საინტერესო ტაქტიკური დავალებები და ახალი ტერიტორიული
პირობები ქმნიან უფრო საინტერესო გეიმფლეის...
tower defense-ს ჟანრის თამაში სათამაშო პროცესის უნიკალური ელემენტებით.
სათამაშო დონეების თავისბურება ისაა, რომ ასტეროიდების მოძრაობის
ტრაექტორია მუდმივად იცვლება, ასევე მოთამაშე აკონტროლებს სათამაშო
ერთეულებს, რომლებიც გზაზე ზემოქმედებენ. თამაშში არის რესურსების (ფულის)
მოპოვების საშუალება განადგურებული ობიექტების შეგროვების გზით. თამაშში 6
ტიპის ერთეული და 4 ტიპის ჯილდოა, ასევე 9 დონე.
სამი საბრძოლო ჟანრის თამაში, ერთ კოლექციურ
გამოცემაში. მოქმედებით გაჯერებული მარტოხელა კამპანიები და კოოპერატიული
რეჟიმები. რეალისტური ფიზიკა და შთამბეჭდავი გრაფიკა. ბრძოლის წარმართვის
სტილების მრავალფეროვნება. უამრავი იარაღი, როგორც თანამედროვე, ისე -
ფუტურისტული
ახალი სიმულატორი საშუალებას მოგცემთ გააშენოთ საკუთარი ქალაქები საკმაოდ
რეალისტურ 3D-რუქებზე. ამავე დროს მოთამაშეებს შეეძლებათ გამოიყენონ 700-ზე
მეტი სხვადასხვა ტიპის შენობა, ქანდაკება და სხვა ნაგებობა. ქალაქის
გაშენების გარდა მოუწევთ იზრუნონ მათ ინფრასტრუქტურაზე, იმუშაონ
მოსახერხებელი სატრანსპორტო მაგისტრალების შექმნაზე და ახსოვდეთ, რომ
სავაჭრო წერტილები ადვილად მისაწვდომ ადგილებში უნდა იყოს.
ახალი სიმულატორი საშუალებას მოგცემთ გააშენოთ საკუთარი ქალაქები საკმაოდ
რეალისტურ 3D-რუქებზე. ამავე დროს მოთამაშეებს შეეძლებათ გამოიყენონ 700-ზე
მეტი სხვადასხვა ტიპის შენობა, ქანდაკება და სხვა ნაგებობა. ქალაქის
გაშენების გარდა მოუწევთ იზრუნონ მათ ინფრასტრუქტურაზე, იმუშაონ
მოსახერხებელი სატრანსპორტო მაგისტრალების შექმნაზე და ახსოვდეთ, რომ
სავაჭრო წერტილები ადვილად მისაწვდომ ადგილებში უნდა იყოს.
Wanted: Weapons of Fate — ესაა მესამე პირის საბრძოლო თამაში რომელშიც
ბრძოლა ჩხუბებითაა გაზავებული. თამაშში რეალიზებულია ყველა ინოვაციური
მომენტი რაც ორიგინალურ ჰოლივუდურ ბოევიკში — სროლა მოხრილ ტრაექტორიაში და
რაღა თქმა უნდა დროის შენელება ჩხუბისა და სროლის დროს. ამისთვის
გამოიყენება ფიზიკური ბირთვი რომელიც ეკრანზე მიმდინარე მოქმედებათა
რამდენიმე დონეს ითვლის. თამაში იწყება იქ, სადაც ფილმი დამთავრდა. უესლის
ახალი თავგადასავლები ელოდება - იგი იძულებულია კანონის მსახვრალი ხელი
ითამაშოს.