ისინი
ხუთნი იყვნენ, ყველა ძმა, ყველა ერთმანეთს ჰგავდა და ამავე დროს არ
ჰგავდა. ისინი ადრე დაქვრივებულმა დედამ აღზარდა. ერთმა მათგანმა ცხოვრების
სხვა გზა აირჩია, რამდენიმე წლის შემდეგ იგი სახლში ბრუნდება იმ
ბანდიტებისგან თავის დასაღწევად, რომლებიც მოსდევენ. იგი თავის ძმებს
უმხელს მამის სიკვდილის საიდუმლოს. ახლა მათ იციან, რომ მათი მამა მოკლული
იყო და მზად არიან შურის საძიებლად.
1976
წელს ჰებეის პროვინციის ქალაქ ტანშანში მიწისძვრა ნახევარ წუთზე ნაკლები
გაგრძელდა, მაგრამ რამდენიმე ასულ ათასი სიცოცხლე შეიწირა. ამ წამებმა დედა
წარმოუდგენელი არჩევანის წინაშე დააყენეს - ვაჟი გადაერჩინა თუ ქალიშვილი,
და გადარჩენა დანაშაულის გრძნობად იქცა ათწლეულების მანძილზე
ბელიდო
ანა - 18 წლის მხატვარია, რომელიც მამამისთან ერთად იბიცის კუნძულზე,
გამოქვაბულში ცხოვრობს. ერთხელ მის ნიჭს აღმოაჩენს ინგლისელი ჟუსტიდა და
შესთავაზებს მადრიდში გადასვლას, სადაც ანა თავის თავში კიდევ ერთ ნიჭს
აღმოაჩენს: იგი 5 სხვადასხვა გოგონას მოგონებებს ინახავს, რომლებიც
სხვადასხვა დროში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთნაირად 22 წლის ასაკში
გარდაიცვალნენ
ნატი
თავის დაქალ პუნთან ერთად დღესასწაულზე ჩიანგმაიში მიემგზავრება. გზაში
პუნი ნატს დაითანხმებს უტაიტანიში ჩავიდნენ, დედამისის გასაცნობად. დედა
ნატს სთხოვს 9 ტაძრის მონახულების წესი შეასრულოს, რადგან ცუდი სიზმარი
ესიზმრა. უტაეში ნატი ხვდება ბერ სუჯიტოს, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს.
ერთი შეხედვით, ეს მოვლენები ერთმანეთთან კავშირში არ არიან, მაგრამ ამ
უცნაური მოგზაურობის დასასრულს მისი მონაწილეები გაიგებენ, რომ მათ საერთო
კარმა აერთიანებთ, რომლის სათავე მათ წინა ცხოვრებასთანაა დაკავშირებული,
და რომელიც ჯობს არ გაიხსენონ. თუმცა წარსულის აჩრდილები წარსულიდან მაინც
შემოაღწევენ აწმყოში...
მოზარდ
გოგონათა ჯგუფი ღამ-ღამობით თამამ თამაშებს აწყობს ნიძლავზე. მათი
გამოსვლები ყოველ ჯერზე უფრო ღია და გამომწვევი ხდება. ამავე დროს ისინი
ცდოლობენ გაიგონ სიმართლე ერთ-ერთი სტუდენტის თვითმკვლელობის შესახებ.
პიტერი ემზადება მამა რომ გახდეს და ნერვული აშლილობა აქვს. მის ნერვებს არ
ის ფაქტი ამშვიდებს, რომ მთელი მოგზაურობა მოუწევს, თან პატივმოყვარე
მსახიობთან ერთად, რათა სახლში ბავშვის დაბადებას ჩაასწროს.
კეთილი
იყოს თქვენი მობრძანება ბანაკ ”მელაკუდაში” სადაც მხიარული
ხელმძღვანელები, უამრავი წამოწყებები და ბევრი საშინელი ადგილობრივი
ლეგენდაა. როცა ვინმე ყვება ისტორიებს მოჩვენებების შესახებ, ისინი
ცოცხლდებიან. მაგრამ საიდუმლოებების კორპორაციის გუნდს ასე ადვილად ვერ
შეაშინებ. ჰოდა შემოუსხედით კოცონს და მოისმინეთ ზაფხულის აბანკის
ისტორიები
ერთ–ერთი
ყველაზე ცნობილი კუნძული მსოფლიოში. იგი ყოველ ზაფხულს ყურადღების
ეპიცენტრშია, შესანიშნავი პლაჟი, კარგი მუსიკა, ყველანაირი გარემოა
შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანმა დაისვენოს და განიტვირთოს დამღლელი
სამუშაო სეზონების შემდეგ. ყოველწლიურად აქ მსოფლიოს უამრავი ხალხი
იკრიბება და კუნძულს ტოვებენ აუღწერელი ემოციებით აღსავსენი. ლამაზი
ქალბატონები, საუკეთესო დიჯეები, სასმელი, ცეკვა, ეს იმ ყოველივეს
ჩამონათვალია რაც იბიცას მოსაწვევ ბარათად ითვლება. ვიდეოები, რომლებსაც
თქვენ ნახავთ არის 2010 წლის და მასში შესულია კადრები იბიცას ყოველი
დისკოტეკიდან, ასევე მშვენივრად არის გადაღებული პლაჟი, ნათლადაა ასახული
თუ რითი ერთობა ხალხი მაშინ, როდესაც იბიცაზე დღეა. ასე რომ ძალიან კარგი
სანახაობაა ...