სახელგანთქმული ფანტასტიკური საგის ”ვარსკვლავეთის კარიბჭეს” მესამე
სერიალი გვიყვება სამხედროების, მეცნიერებისა და სამოქალაქოების გუნდის
ბედს, რომლებიც ვარსკვლავეთის კარიბჭის მეშვეობით ცდილობენ გადაურჩნენ მათ
საიდუმლო ბაზაზე თავდასხმას. გადარჩენილები აღმოჩნდებიან ძველი რასის
ხომალდის ბორტზე, რომელიც უცნობი კურსით მიემართება ირმის ნახტომის
საზღვრებს გარეთ და დედამიწას შორდება. ადამიანებმა, რომლებსაც უკვე
ყველაზე საჭიროს: საკვების, წყალის და თვით ჰაერის პრობლემაც კი აქვთ -
უნდა ამოხსნან ხომალდის კარიბჭის საიდუმლო, რათა გადარჩნენ. ხიფათი,
თავგადასავლები და იმედები, რომლებსაც ისინი ”ბედისწერის” ბორტზე
განიცდიან, გვიჩვენებენ ვინაა მათ შორის გმირი და ვინ - არამზადა.
11 წლის მიორის მშობლები ერთმანეთს შორდებიან და მამა, ქალაქის ცხოვრებას
მიჩვეულ გოგონას, საცხოვრებლად სოფელში, ბებიასთან აგზავნის. სახლში
ჯდომისგან მოწყენილი მიორი სასეირნოდ ტყეში მიდის და უცნაურ, ფანტასტიკურ
სამყაროში აღმოჩნდებაა. მას გარს ეხვევიან სულები და მოჩვენებები,
რომლებითაც არის დასახლებული ეს ტყე. ისინი შველას ითხოვენ... როგორც
ირკვევა ამ ადგილას კაშხალის აშენება იგეგმება, რომელიც ტყეს მთლიანად
დატბორავს...
ლარსონის ორი უკანასკნელი რომანის გმირი – ელისაბეტ სალანდრი, შვედეთის
ერთ–ერთ ქალაქის საავადმყოფოში ინტენსიური დაკვირვების თერაპიას გადის. იგი
ებრძვის ცხოვრებას არამარტო ფიზიკური გაგებით... როდესაც იგი თავს კარგად
იგრძნობს, მას სამი მკვლელობისთვის და ერთი მკვლელობის მცდელობისთვის
სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს.
მინგი ცნობილია როგორც პოლიციის საუკეთესო მსროლელი. ლეგენდის მიღმა
საიდუმლო იფარება: მის ყოფილ კოლეგას და სუპერზუსტ ჩინს, რომელიც ციხეში
იჯდა მძევალის შემთხვევითი მკვლელობისთვის, ათავისუფლებენ. და იგი ფიქრობს,
რომ მხოლოდ შურისძიებაა საჭირო მინგისა და პოლიციის დასასჯელად, რადგან
საკუთარი პრობლემების მთავარ მიზეზად ისინი მიაჩნია
ფილმი მოგვითრხრობს მაღალი კლასის საბრძოლო ხელოვნების მცოდნე მკვლელ
ქალზე, რომელმაც შეწყვიტა ეს საქმიანობა. შეიცვალა სახე და ჩვეულებრივი
ადამიანივით დაიწყო ცხოვრება. მან გაიცნო უბრალო და სიცოცხლისმოყვარე ბიჭი,
რომელსაც ცოლად გაყვა. თუმცა, იმის გამო, რომ მას აქვს ჯარმას სხეული,
რომლის ფლობაც ყველას უნდა, ბევრმა მკვლელმა დაიწყო მისი მოძიება, რამაც
უსასრულო მკვლელობები ჯაჭვი გამოიწვია.
ჰარვარდის პროფესორს რობერტ ლენგდონს საშინელ დანაშაულში სდებენ ბრალს,
რომელიც მას არ ჩაუდენია. ლენგდონი ეცნობა პარიზის პოლკიციის კრიპტოგრაფს
სოფი ნევოს და მასთან ერთად სცდილობს საიდუმლო გახსნას, რომელმაც
კათოლიკური ეკლესიის გავლენა შეიძლება შეარყიოს. რობერტმა და სოფიმ ამის
გაკეთება მანამ უნდა მოასწრონ, სანამ მათ კანონის დამცველები დააკავებენ ან
მოწინააღმდეგეები შეაჩერებენ, რომლებიც მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ
დიდი რელიგიური საიდუმლოს შესანარჩუნებლად...
4 წლის წინ ლეგენდარულმა სპეციალურმა აგენტმა მაქს ზანდერმა დიდი ხნით
შეინახა თავისი ცნობილი ნიღაბი, მას შემდეგ რაც განგსტერებთან შეტაკების
დროს დაიღუპა მისი მეგობარი გოგონა კალუდია. მაგრამ ეხლა მას მოუწევს
თავისი წარსული გახსენება, ნიღბის ისევ მორგება, ვინაიდან ეხლა მისი და ლეა
ჰყავს გადასარჩენი ...
უორენ შმიდტის ისტორია, რომელიც სადაზღვეო კომპანიაში მუშაობს. როდესაც ის
დამსახურებულ პენსიაზე გადის, იწყებს თავისი განვლილი ცხოვრების
გაანალიზებას - შეძლო თუ არა ყველა ოცნების ასრულება კარიერაში,
ქორწინებაში და ოჯახურ ცხოვრებაში... უორენს ქალიშვილი თითქმის არ
ეკონტაქტება, ცხოვრობს დენვერში და გათხოვებას აპირებს ადამიანზე, რომელიც
მამას არ მოწონს. და როგორ უნდა მოიქცეს მამა? შმიდტი მთელი ქვეყნის გავლით
ქორწინების შესაჩერებლად მიემართება... ყველაფერთან ერთად მან შესაძლოა
საკუთარი ცხოვრების აზრიც იპოვოს...
გამოუსწორებელი მარტოხელა ჩარლი, რომელიც სულ შიშობს თავისუფლება არ
დაკარგოს და მისი ძმა ალანი, რომელიც ცოლს დიდი ხანი არაა რაც გაშორდა -
ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ჩარლი სულ სასიყვარულო ინტრიგებშია ჩაფული, ალანი
კი ცდილობს მას არ ჩამორჩეს. სასიყვარულო საქმეებისგან თავისუფალ დროს
ძმები ალანის 10 წლის ვაჟის, ჯეიკის აღზრდით არიან დაკავებული: ცდილობენ
მისგან ნამდვილი მამაკაცი დააყენონ და ხშირად ისეთ თემებს ჰფენენ ნათელს,
რომელიც ამ წლოვანების ბავშვისთვის აშკარად შეუფერებელია. ასევე ასწავლიან
პოკერის თამაშს და გოგონებთან ფლირტს...