ამერიკელი ტურისტი ფრენკი ჩადის იტალიაში სულიერი ჭრილობის მოსაშუშებლად.
ვენეციაში იგი გაიცნობს ელზას. დაჭრილი გული, ჩანს, მზადაა ახალ
შეყვარებულს დანებდეს. თუმცა ფრენკისა და ელზას გეგმებს უხეშად არღვევს
ინტრიგებისა და ხიფათის მორევი.
ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს რამდენიმე ახალგაზრდაზე, რომლებიც არდადეგების
დროს გადაეყრებიან სოფელს, რომლის ყველა მაცხოვრებელი - ქალია, და ისინი
გადარჩნენ სოფლის თავზე ექსპერიმენტული სასიკვდილო ტოქსინების დაფრქვევის
შემდეგ მაგრამ მუტაცია განიცადეს კანიბალ-მამაკაცის მოძულეებად.
მოგზაურების მიმართ მხოლოდ თანაგრძნობა შეიძლება გამოვხატოთ, რადგან ალბათ
ასეთ არსებებთან შეხვედრის შემდეგ ცოცხლებს მკვდრების შეშურდებათ…
ჩა ტაი შიკი ლომბარდის მფლობელია. გოგონა ჩონ სომე მისი მეზობელი და იმ
მარტოხელა დედის ქალიშვილია, რომელიც ბარში ცეკვავს და იმდენად არ ცდილობს
თავისი ბავშვის მოვლას, რამდენადაც ათას ხიფათში ეხვევა. და ერთხელაც სომეს
დედა თავის მეგობარ ბიჭთან ერთად გადაწყვეტს ნარკოკურიერის გაძარცვას,
რომელიც იმ დაწესებულებაში დადის რეგულარულად, სადაც ქალი ცეკვავს...
სემი კურიერად მუშაობს. პარიზში დაქრის
სკუტერით და საგზაო მოძრაობის ელემენტარულ წესებს არღვევს. ერთ დღეს,
თავისი საცოლის დის ქორწილში უნდა ყოფილიყო სტუმრად, მაგრამ უფროსმა
სასწრაფო დავალება მისცა. რაში გადაიზრდებოდა ეს დავალება, კოშმარულ
სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა საბრალო სემი…
ორი მოზარდი ტყუპისცალი ნიკი და ტაილორი იპოვიან უფო-ს, რომელიც ქალაქის
ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ისინი ცდილობენ ნაპოვნი დაუმალონ სახელმწიფოსა და
აგენტ არმსტრონგს - უფო-ს სპეციალისტს. მაგრამ მალე ტაილორში გარდაქმნები
დაიწყება და ზეადამიანურ ძალებს შეიძენს. ძმებს მოუწევთ ყველაფრის
არმსტრონგისთვის მოყოლა - იქნებ მან იცოდეს რა მოსდის ტაილორს?
ყაზახეთის
ტელეწამყვანი ბორატი მიემგზავრება ამერიკაში "უდიდესი ქვეყნის" შესახებ
რეპორტაჟის გასაკეთებლად. თუმცა აღმოჩნდა რომ მისი ვოიაჟის მთავარი მიზანი
პამელა ანდერსონის მოძებნა და ცოლად შერთვაა...