მატიას ბიზეს "საწლში"-ს კონოადაპტაცია. ორიგინალში ქალი და კაცი
საიდუმლოებს უმხელენ ერთმანეთს მტელი ღამის განმავლობაში. მაგრამ აქ
რეჟისორმა, ხულიო მედემმა გადაწყვიტა გვაჩვენოს ორი ქალბატონი, რომელთა
როლებსაც ასრულებენ ელენა ანაია, ნატაშა იაროვენკო. ალბა და ნატაშა
შემთხვევით გაიცნობენ ერთმანეთს რომის ქუჩებში. ხვალ ორივე მიემგზავრება.
ალბა მიიპატიჟებს ნატაშას თავის ნომერში. ამ ოტახში გოგოები გაატარებენ
მთელ საღამოს....
ისტორიის ცენტრშია საიდუმლო ქვეგანყოფილება
''დივიზიონი''. დივიზიონი ახალგაზრდა კადრებს ეძებს მათი არსებობის კვალს
სპობს და მათ პროფესიონალ მკველებად ზრდის. ნიკიტა ერთადერთია ვინც
დივიზიონს თავი დააღწია და ცდილობს ყოფილი უფროსების განადგურებას, ნიკიტას
მასწავლებელს მაიკლს დავლებული აქვს თავისი ყოფილი სტუდენტის განადგურება,
ამისთვის მას ახალწვეულები აჰყავს და წვრთნის, მაგრამ უფროსობამ ყველაფერი
არ იცის მათი ურთიერთობის შესახებ...
Human Target — იგივე სახელობის კომიქსზე დაფუძნებული საბრძოლო დრამაა,
რომლის მთავარი გმირი - კრისტოფერ ჩენსი, კერძო მცველია და მისთვის მხოლოდ
ერთია მთავარი - გადაარჩინოს თავისი კლიენტის სიცოცხლე.
ბენჯამენ (ბენ) თენესენი, მისი ბიძაშვილი გვენი და მატი ბაბუა მაქსი
ზაპხულში ერთად წავიდნენ დასასვენებლად. ბენი ტყეში გაიქცა გვენთან ჩხუბის
შემდეგ და მიწაზე მიიპოვის უცხოპლანეტლის სამაჯურს ამ სამაჯურს ქვია
Omnitrix_ი. ეს სამაჯური იმ წამსვე მიეწეპა მას მაჯაზე, ეს სამაჯური მას
აძლევს საშუალებას გადაიქცეს სხვადასხვა გმირად. ყველა გმირს თავისი
უნიკალური ძალა აქვს. ბენი მიხვდება რომ ეს სამაჯური მარტრო სათამაშოდ არ
უნდა გამოიყენოს მან უნდა შეაჩეროს კრიმინალები.
ფილმის გმირი, ტაკერ მაქსი, მეგობართან
მიემგზავრება საქორწილოს წინა წვეულებაზე, თვით ქორწილს აყენებს საფრთხის
ქვეშ და ამავე დროს სასიძოს ტოვებს საფრთხეში ხორციელი ტკბობის გამო. მას
შემდეგ როცა მას აღარ პატიჟებენ ქორწილში, მაქსი ყველანაირად ცდილობს
მეგობრის კეთილგანწყობის დაბრუნებას.
ესაა სულისშემძვრელი ისტორია 5 ექიმის შესახებ,
რომლებიც ბუნკერში ჩაკეტეს კარანტინში მას შემდეგ, რაც სასიკვდილო ვირუსი
გაიფრქვა ჰაერში. მათ მხოლოდ 3 დღე დარჩენიათ სიცოცხლე. არანაირი იმედი
არაა, და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული იპოვიან თუ არა მუტაციის შეჩერების
ხერხს...
დონი და პიტერი - ბედნიერი ავსტრალიელი ოჯახია, რომელიც პატარა სოფელში
ცხოვრობს 4 ბავშვთან ერთად. პიტერის უეცარი სიკვდილი ოჯახს ქაოსში აგდებს.
ოჯახის ყველა წევრი გადარჩენის საკუთარ სტრატეგიას მიმართავს...
ექიმი ჰაუსი (ინგლისელი მსახიობის ჰიუ ლორის (Hugh Laurie) მიერ
შესრულებული როლი, რომლისთვისაც დააჯილდოვეს "ოქროს გლობუსით” 2006-2007
წლებში) - ბრწყინვალე სპეციალისტი ნეფროლოგიის და ინფექციური დაავადებების
დარგში, მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე მას ვერ ვუწოდებთ პაციენტების
და კოლეგების რჩეულს - ის არის საკუთარ თავში ჩაკეტილი, უხეში და ცინიკოსი.
ის უარყოფს ყველანაირ წეს და დროდადრო რჩება შდაბეჭდილება, რომ იგი
თანაგრძნობის გძნობასაც კი არის მოკლებული. მისი ცხოვრებისეულ ხასიათზე
ყველაზე კარგად ექიმ ფორმანის ციტატა მეტყველებს: "ის არ არღვევს წესებს
არამედ უარყოფს მათ” და ასევე მისი უსაყვარლესი გამოთქმა "ყველა ტყუის”
(Everybody Lies). რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასეთი მიდგომა ხშირად
ეხმარება ექიმ ჰაუსს ყველაზე რთულ სიტუაციებში გაერკვეს და შეუნარჩუნოს
სიცოცხლე პაციენტს...