პირველი - წარმატებული რეპერი, ე-მეიზია, რომელიც ცდილობს წარმატების
მწვერვალზე დარჩეს. მეორე- იანგ ისტი, ახალგაზრდა, ცხოვრობს რთულ
სამყაროში, რომელსაც შეუძლია მისი განადგურება
პროფესიით მუსიკოსი და გართობის მოყვარული ახალგაზრდა კაცი თავისი ძმის
ჯიბის ფულით ცხოვრობს. იგი ძმას ატყუებს, რომ დაქორწინდა და მეგობარიც
თანხმდება, ამ ავანტიურაში მონაწილეობის მიღებას...
იაკუძას რამდენიმე კლანი ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ნათლიმამას
კეთილგანწყობისთვის იბრძვიან. იერარქიულ კიბეზე ხელმძღვანელები ერთგულების
ცრუ ფიცსა და შეთქმულებას არ ერიდებიან. გამოცდილი იაკუძა ოტომო თავისი
მეგობრების კარიერის განვითარებას აკვირდება: ჩახლართული სვირინგებისა და
მოჭრილი თითების უკან მოტოვებით, ისინი ფინანსურ სამყაროს ლაშქრავენ.
კორუფციის სამყაროში, სადაც ღალატი და შურსძიება მეფობენ, არცერთი წუთი არ
ჩერდება ბრძოლა მწვერვალისთვის ან უბრალოდ გადასარჩენად. ესაა სამყარო -
სადაც გმირები არ არსებობენ…
ყოველი 5000 წლის შემდეგ პარალელურ განზომილებებს შორის იღება ბოროტების
კარიბჭე და ბოროტი ძალები ცდილობენ დაარღვიონ არსებული ჰარმონია. XXIII
საუკუნეში დადგა ზუსატად ეს თარიღი და ნიუ-იორკელ ტაქსისტ კორბინ დალასს
მოუწევს კაცობრიობის გადარჩენა ...
ფილმის გმირების სამეული ინტერნატში გაიზარდა და არასდროს ჰქონია
ურთიერთობა გარესამყაროსთან. მაგრამ დროთა განმავლობაში მეგობრები
აღმოაჩენენ, რომ სინამდვილეში ისინი კლონები არიან, რომლებსაც ორგანოების
დონორებად ზრდიან
მხოლოდ მამაც და თვითკრიტიკულ ადამიანს შეუძლია გახდეს ცოცხალი სამიზნე
იმისათვის, რომ იხსნას სხვისი სიცოცხლე. Human Target — დაფუძვნებულია
კომიქსზე მოქმედებითი-დრამა, მთავარი გმირი რომელიცაა — კრისტოფერ ჩეინსი,
უკანასკნელი მის სახეობაში რიგითი დაცვა. შეიძლება ეწოდოს დამცველი, დაცვა
ან პირადი მცველი, მაგრამ ჩეინსისთვის მთავარია ერთი — თავისი კლიენტის
სიცოცხლეს უშველოს!...
მთავარ გმირს, შეძლებულ უფროსკლასელ მაიკს, სკოლიდან გამორიცხავენ. ბიჭი
ნარკოტიკებით ვაჭრობას იწყებს. საქმე კარგად მისდის და ფულიც წყალივით
შემოსდის, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი იცვლება: მის ძმას სასტიკად კლავენ,
საუკეთესო მეგობარს კი აპატიმრებენ
მალენა - ულამაზესი ქვრივია, კაცებისთვის საოცნებო ხილვაა და ქალებისთვის
კი შურის საგანი. ცოლები მასზე ბინძურ ჭორებს ავრცელებენ, ქმრები კი მას
კვალ და კვალ დასდევენ და ოცნებობენ მასზე. "მე ვიყავი 13 წლის, როდესაც
მე ის პირველად ვნახე. გავიდა დრო, მე უამრავი ქალი მყავდა, და სიახლოვის
დროს, ისინი კითხულობდნენ: მემახსოვრება მე თუ არა ისინი? მე დადებითად
ვპასუხობდი... მაგრამ ერთადერთი, ვინც მე არასოდეს დამავიწყდება – ის
რომელსაც ეს არასოდეს უკითხავს. მალენა."
ესაა 41-ე ათასწლეული, ველური და პირქუში მომავალი, დრო, რომელშიც
კაცობრიობა გალაქტიკაში გადარჩენისათვის იბრძვის, რადგან განადგურების
საფრხის წინაშეა მტრებით - უცხოებით, მუტანტებით და მოღალატეებით
გარშემორტყმული. და მხოლოდ იმპერიის გვარდიელების კოლოსალური რაოდენობა და
კოსმოსური მედესანტეების, გენეტიკურად გაუმჯობესებული ელიტური მეომრების
მეშვეობით შეუძლია თავის დაცვა. კაპიტანი სევერუსი, პატივცემული
ვეტერანი-მეომარი შესაშური რეპუტაციით, იღებს დაუყოვნებელი დახმარების
თხოვნას პლანეტა მიტრონიდან. არაფრით გამორჩეულ მიტრონს მხოლოდ ერთი
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფასეულობა აქვს - სიწმინდე, რომელსაც იმპერიის
მუშტების ორდენის ურიცხვი თაობის კოსმოსური მედესანტეები იცავდნენ. რას
შეეძლო დახმარების თხოვნის იძულება?