მთავარი » ფილმები
რამოდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი სკოლის დამთავრების დღეს ღებულობენ სმს–შეტყობინებებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი მოკვდებიან უახლოვეს 3 დღეში. მეგობრები ამ შეტყობინებას სულელურ ხუმრობად მიიღებენ და ყურადღებას არ მიაქცევენ, მაგრამ მალევე ნათქვამი ახდენას დაიწყებს... რამოდენიმე ადამიანი იღუპება...



უფროსკლასელი ბართლბის(გოცაძეს) სურს მოხვდეს უმაღლესში, მაგრამ მისი განათლლების შესაბამისად 8 უნივერსიტეტიდან უარს მიიღებს. მარტო ის არაა ამ დღეში, რამოდენიმე მისნაირი ახალგაზრდაც სწორედ ამ დღეშია და მშობლების მოთხოვნით, უნდა ჩაერიცხონ რომელიმე უნივერსიტეტში. მისი თანატოლები და ბართლობი (გოცაძე), გადაწყვეტენ, თავიანთი უნივერსიტეტი შექმნან და თავიანთი სურვილის შესაბამისი საგნები ისწავლონ. ისინი მშობლების მიერ მოცემულ, უნივერსიტეტის თანხით დაიქირავებენ ყოფილ საგიჟეთის შენობას და გაარემონტებენ. ამ ტერიტორიის შეძენა უნდათ ამ შენობის გვერდზე მდებარე, უმაღლესი კლასის უნივრესიტეტს ....


საზოგადოების ყურადღება სექსუალური სკანდალისგან ასარიდებლად, რომელიც აშშ–ს პრეზიდენტს უკავშირდება, სასწრაფოთ იძახებენ სპეციალისტს არაშტატური სიტუაციებში კონარდ ბრინს. ბრინი გადაწყვეტს პატარა ომის ინსცენირებას და, თავის რიგში, მიიწვევს ცნობილ ჰოლივუდის პროდიუსერს სტენლი მოტს. ერთად ისინი მსოფლიო მაშტაბის შოუს მოაწყობენ! აი, ვერ შეძლო სტენლი მოტსმა ეს იშვიათი შანსი ხელიდან გაეშვა თავისი პროფესიონალური ამბიციწების დასაკმაყოფილებლად...


ფრენკ მოზესი, ცსუ-ს სუპერჯგუფის ყოფილი აგენტი ახლა მშვიდი ცხოვრბით ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. მაგრამ წარსული მაინც ახსენებს თავს: ერთ დილას ვიღაც იდუმალი კილერი ცდილობს მის მოკვლას. გამოცდილი ფრენკი რა თქმა უნდა დაუძვრა სიკვდილს ხელიდან, თუმცა მიხვდა, რომ ცხოვრება გაჭირდა. ვინ დაეხმარება ლიკვიდატორების გუნდთან გამკლავებაში? რაღა თქმა უნდა ძველი მეწყვილეები: ქარიზმატული ჯო მეტისონი და პარანოიკი მარვინ ბოგსი. მშვენიერი საბაბია ახალგაზრდობის გასახსენებლად!


1973 წლის დროინდელი იგივე სახელწოდების ფილმის რიმეიქი. 2 ოთახი სასტუმროში. ერთში დაბინავდა კილერი, მეორეში - პოტენციური თვითმკვლელი. ოთახებს შორის კარებია, და როცა ის გაიღება, ცინიკურ ბოროტმოქმედს მოუწევს გაიცნოს მსოფლიო ჩემპიონი ბუზღუნში, რომელიც უიღბლო სიყვარულის გამო იტანჯება.


ებრაელი ცოლ-ქმარი, მას შემდეგ რაც მათი შვილი უეცრად კათოლიკე ქალიშვილზე დაქორწინებას დააპირებს, გადაწყვეტენ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდნენ და მიემგზავრებიან ისრაელში. მაგრამ იქ იმდენი ბიუროკრატიული წინაღობა დახვდებათ, შედეგად მათ ურთიერთობას სიმტკიცეზე გამოცდა მოუწევს.


მეცნიერთა ჯგუფი ატარებს ექსპერიმენტს მოხალისეებთან, რომელთაგან ნაწილს გისოსებს მიღმა ათავსებენ, ნაწილს კი - ზედამხედველებად უშვებს.


რვა წლის წინ მარგო ბეკი სერიული მკვლელის მსხვერპლი გახდა. თუმცა დაჭერის შემდეგ მანიაკმა მხოლოდ რვა მკვლელობა აღიარა და მარგოს მოკვლას ყველანაირად უარყოფდა. თუმცა ზოგიერთმა სამხილმა რომელიც მის გვამზე იპოვეს, იგი მკვლელობაში დაადანაშაულა. მოკლულის ქმარი, ალექსანდრ ბეკი, ვერანაირად შეეგუა ცოლის სიკვდილს. იგი დამთრგუნავ აზრებს მუშაობით გაურბის, ხოლო ელენ პერკინსთან მეგობრობა სამყაროსთან კავშირის ტოლფასია. მაგრამ როცა იმ ადგილას, სადაც მარგოს გვამი აღმოაჩინეს, კიდევ 2 გვამს პოულობენ და ახალი სამხილები ჩნდება, პოლიცია აგრძელებს გამოძიებას. იმავე დროს ალექსანდრი იღებს უცნაურო წერილს ელ. ფოსტით, სადაც მითითებულია ბმული ვებ-კამერაზე და დრო, როცა კამერა მუშაობას დაიწყებს.

IMDB Rating: 7.60 (11,443 votes)


1868 წელი, ნევადა. სამოქალაქო ომი დამთავრდა, მაგრამ ყველასთვის არა. დაქირავებული მსროლელების პატარა რაზმი, რომელსაც კონფედერატების არმიის ყოფილი პოლკოვნიკი კარვერი მეთაურობს, ჩრდილოელთა ყოფილ კაპიტან გიდეონს უდგას კვალში. დევნა არაერთი დღე გრძელდება, გიდეონი დაჭრილი და დაქანცულია, მაგრამ მაინც უსწრებს თავის მტრებს. რამ გამოიწვია კარვერის ასეთი მძაფრი სიძულვილი, საიდუმლოა …

IMDB Rating: 6.80 (10,111 votes)


#1 მხარდამჭერთა გუნდის ბანაკში საზაფხულო სამუშაოებზე ორი ბიჭი ჩადის კოლეჯიდან. ყველა გუნდი ამ წელს ძალიან დაძაბულია მოახლოებული შეჯიბრის გამო. მაგრამ ერთი პრობლემაა, სამივე გუნდი ერთნაირად ნიჭიერი და მოქნილია, რაც სხვებზე გამარჯვების ნაკლებ შანსს იძლევა. და როცა გუნდებს შორის ფინალური ბრძოლა იწყება, ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ აკრძალულ მეთოდებსაც იყენებენ, რაც ბანაკში არსებულ წესებში ქაოსს იწვევს!



« 1 2 ... 47 48 49 50 51 ... 100 101 »