1939 წელი, ინგლისი. ენ კიის ერთი შეხედვით
იდეალური ცხოვრება ინგრევა, როცა ის შემთხვევით პოულობს საიდუმლო
ჩანაწერებს, რომლებიც დიდი ბრიტანეთსა და გერმანიას შორის მომწიფებულ
შეთქმულებაზე მეტყველებს, რაც მეორე მსოფლიო ომის მოახლოებას ეხება.
ჩანაწერების წარმოშობის გარკვევის დროს, ენი იწყებს ამ საქმის გამოძიებას,
რაც შედეგად გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანს.
შოკის მომგვრელი ფილმების კრებული პარაზიტების
შესახებ, რომლებიც ადამიანის სხეულში ბინადრობენ. ასევე შეიტყობთ მრავალ
საინტერესო ფაქტს შხამიანი გველების შესახებ, და რა მოსდის ადამიანს მათი
კბენის შემდეგ და როგორ ვებრძოლოთ ამას.
1940-ანი წლების დასასრულის ჯორჯიას შტატის პატარა სამხედრო დასახლების
ბინადრები, ერთდროულად სასიკვდილოდ საშიშ მხეცებსაც და მიყუჟულ ნადავლს
გვანან. მათი ბედი კვე დიდი ხნის წინ გადაწყდა, ხოლო უკანასკნელი ძალებით
ძლივს შენარჩუნებული დღის განრიგის მიღმა განდევნილი ზნე და მანიები
იმალება. მაიორი პენდერსტონი, რომელსაც მარლონ ბრანდო ასახიერებს, ჯერ
კიდევ ცდილობს მაჩო წარმოადგინოს, მოშვებული კუნთებით, მაგრამ სინამდვილეში
ეშინია თავისი ლატენტური ჰომოსექსუალიზმის და ცოლიც (ელისაბედ თეილორი)
არაფრად აგდებს. თავის მხრივ ცოლი ღალატობს პოდპოლკოვნიკთან, რომელსაც
ურჩევნია არ მიაქციოს ყურადღბა, თუ როგორ შლის ნელნელა ჭკუაზე საკუთარი
სათნო, კლასიკური მუსიკის მოყვარული ისტერიული ცოლი. თვით ფილიპინელ
მსახურსაც კი, რომელიც ერთადერთი მახლობელი ადამიანია მისთვის, არ ძალუძს
გადაარჩინოს საკუთარ თავზე სასტიკ მაზოხისტური გასწორებისგან. ამ ყველაფერს
კი აკვირდება უცნაური ჯარისკაცი - ვუაიერი, თითქოს ანგელოზი, რომელსაც
შეუძლია ვინმე მაინც გადაარჩინოს, თუ დემონი, რომელიც დაუნანებლად ღუპავს
ყველას.
როცა პოლიციელ მეკს მეწყვილე მისცეს, ალბათ ყველაფერს ელოდა, მაგრამ არა
შეშლილს. აბა როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა მეკს ადამიანთან, რომელიც
დანაშაულის ადგილზე, სადაც რამდენიმე გვამია ნაპოვნი, რაღაცას შეუჩერებლივ
ზომავს, ითვლის, ლამის მუცელზე დახოხავს, შემდეგ კი აცხადებს, რამდენი
მკვლელი იყო, რა ეცვა დანაშაულის მოწმეს და რა ეროვნების იყო ერთ-ერთი
ბოროტმოქმედი...
ჯიმ გროვერი (ნამდვილი სახელი კელი მაკკანი)
გვიჩვენებს თავდაცვის ილეთებს. საკუთარ ვარჯიშებში გროვერი ხელჩართული
ბრძოლის აგრესიული სტილის პროპაგანდას ეწევა.
ფილმში აღწერილი მოვლენები ხდება სამხ. აფრიკაში 80-ანი წლების მიწურულს,
აპარტეიდის დროს. მთელი მსოლფიო ითხოვს სასტიკი რეჟიმის გაუქმებას, მაგრამ
საქმე ადგილიდან არ იძვრის. ქვეყანას მართავს რასისტი პიტერ უილემ ბოტა,
ლიდერი და წინააღმდეგობის მოძრაობის იდეოლოგი ნელსონ მანდელა ზის ციხეში,
წინააღმდეგობის პარტიის მეთაური ოლივე ტამბო გაძევებულია ქვეყნიდან,
სიტუაცია მეტად ფეთქებადსაშიშია. ბრიტანული სამთამადნო კონცერნი
”გოლდფილდზი”, ხვდება რომ საკუთარი ინტერესების დაცვა ყველაზე ადვილი
მხოლოდ სტაბილურ სახელმწიფოშია და გადაწყვეტს დააფინანსოს მოწინააღმდეგე
მხარეთა მოლაპარაკებები...
კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სიტკომი.რადგან მათი დედა მღერის მდიდარ და
გავლენიან სასტუმროში,ტყუპი ძმები კოდი და ზაკი ცხოვრობენ ერთ ერთ
ნომერში.მათი ყოველდგიური თავგადასავალი ძალიან სახალისოა.
ჩვეულებრივი ესტონური სკოლა, გამოსაშვები კლასი. ბიჭს, რომელსაც იოზელი
ჰქვია თანაკლასელები ყოველთვის აბუჩად იგდებენ. მშობლებს არაფერი
აინტერესებთ, პედაგოგები დანაშაულებრივად უყურადღებონი არიან. მთავარი
ამრევი და ხულიგანი ანდერსი თვის მეგობრებთან ერთად და კლასის მდუმარე
თანხმობით ყოველ შემთხვევაზე სულ უფრო და უფრო დამამცირებენ შეურაცხყოფებს
იგონებს, სანამ იოზელს არ გამოექომაგება მისი ერთ-ერთი შეურაცხმყოფელი
კასპარი. მოზარდობრივი სისასტიკე და დაუსჯელობის გრძნობა ბავშვებს უფრო და
უფრო უმძაფრებს მდგომარეობას, კლასში ნელნელა იწყება დაპირისპირება,
რომელიც გარადუვალ განვითარებას მოასწავებს...
ბრინ და პოლ შოუ ცდილობენ დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრება მათი 4 წლის
შვილის დაკარგვის შემდეგ. ისინი გადადიან საცხოვრებლად ახალ სახლში. ბრინი
ხედავს რო მოჩვენებითი პატარა ბიჭი იმალება შენობაში. ექსცენტრიულ
ახალაზრდა პროფესორთან და სასტიკ მოხუც პოლიციელთან ერთად ბრინი ცდილობს
გაარკვიოს ბიჭის სიკდვილის დეტალები.
1930 წელს ერთი უიღბლო რეჯისორი კარლ დენხემი თავის ჯგუფთან ერთად
მიემგზავრება საიდუმლოებით აღსავსე 'კუს კუნძულზე', რომ შეისწავლოს
ლეგენდები უზარმაზარ გორილაზე მეტსახელად კონგი. დანიშნულ ადგილას
მოსვლისას აღმოაჩენენ , რომ კინგ კონგი მართლაც არსებობს. გორილა გაუვალ
ჯუნგლების შუა გულში ცხოვრობს, სადაც მაგის გარდა, გადამალულები მთელი
სამყაროდან, ბინადრობენ უამრავი ისტორიამდელი ქმნილებები. მკვლევარები
ხდებიან ორ ცეცხლ შუა-ერთი მხრიდან კინგ-კონგი, მეორე მხრიდან კი მაგის
მტრები -დინოზავრები...
გახმოავენბა:რუსული (დუბლირებული) + ინგლისური (ორიგინალი) ხარისხი: 720p BDRip ზომა: 10GB