ერთ დღეს მთელმა მსოფლიომ გაიღვიძა და დაინახა, რომ ყოველი ქალაქის თავზე დაფრინავენ კოსმიური ხომალდები. ახალ–მოსულები ამტკიცებენ, რომ მათ სურთ მხოლოდ მშვიდობა და დედამიწის მოსახლეობას სთავაზობენ საჩუქრებს სამეცნიერო აღმოჩენებისა და სამედიცინო დარგის გაუმჯობესების სახით. ისინი ამტკიცებენ, რომ არ გამოიყენებენ ძალას. ისინი იტყუებიან. ბევრს სჯერა, რომ უცხოები გამოჩნდნენ სწორედ მაშინ, როცა კაცობრიობას დახმარება სჭირდებოდა. ხალხი დიდი სიხარულით იღებს მათ დახმარებას...
ჰოლი ბერენსონი საკვები პროდუქტების მომწოდებელია, ერიკ მესერი კი სპორტული ხაზის დირექტორი. პირველივე შეხვედრის შემდეგ მათ ერთმანეთი ზიზღდებათ, ერთადერთი რაც მათ აერთიანებთ - საერთო ნათლული სოფია. უეცრად ისინი ერთადერთნი აღმოჩნდებიან, ვინც სოფის დარჩა. მათ მოუწევთ თავისი გრძნობების დავიწყება და პატარა გოგონაზე ზრუნვა.
ფილმში მოქმედება ხდება XIX საუკუნის იაპონიის 70-ან წლებში. კაპიტანი ნეიტონ ალგრენი, პატივცემული ამერიკელი სამხედრო ოფიცერი დაქირავებულია იაპონიის იმპერატორის მიერ, რათა ამომავალი მზის ქვეყნის პირველ არმიას ბრძოლის თანამედროვე სამხედრო ხელოვნება ასწავლოს. იმპერატორი ცდილობს გაანადგუროს უძველეის მეომარი-სამურაები, უფრო მეტად დასავლური მმართველობის პოლიტიკისათვის მზადებისას…
ერთადერთი, რაც სურდა წარმატებულ სარეკლამო აგენტ ნილ პეიჯს, ეს იყო სახლში მადლიერების დღეს დაბრუნება. ეს ხომ ადვილია: შეიძინო თვითმფრინავით სამგზავრო ბილეთი, შეასრულო კომფორტული ფრენა მშობლიურ ჩიკაგომდე და საღამოს უკვე ოჯახთან ერთად მიუჯდე სუფრას. მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს რთული ამოცანა აღმოჩნდა შესასრულებლად. გზა შინისაკენ ნილისთვის მთელი ცხოვრების დაუვიწყარი თავგადასავალი გახდება!
ნოემი შვიდი წლისაა. სხვა ბავშვების მსგავსად, ისიც ცნობისმოყვარეა. ხოლო, მისი მშობლები სხვების მსგავსად, სამსახურით არიან დაკავებული. საბედნიეროდ, ნოემის მშვენიერი მეზობელი ჰყავს - მადამ ლუმბაგო, რომელსაც ის შვილიშვილივით უყვარს. მადამ ლუმბაგოს ჰყავს კატა, იადონი და უამრავი საინტერესო ნივთი აქვს...
ჯონ ბრიკნერის ისტორია ადამიანზე, რომელიც ცოტა ხნის წინ პირობითად გამოვიდა ციხიდან და ცდილობს სწორ გზას დაუბრუნდეს. მაგრამ არ გამოსდის და ხვდება უკანონო ბრძოლაში წესების გარეშე.
სიეტლი მორიგი იდუმალი მკვლელობითაა სავსე, ხოლო შურისძიებით ანთებული ვამპირი ისევ აგრძელებს ბელას ძიებას, რომელიც სასიკვდილო საფრთხეშია. ამას გარდა ბელა იძულებულია არჩევანი გააკეთოს ედვარდის სიყვარულსა და ჯეიკობის მეგობრობას შორის...
უფროსკლასელმა სავანამ და ჯარისკაცმა ჯონ ტაირიმ ორი კვირა ერთად გაატარეს და პირველი სიყვარულისა და აკრძალული ხილის გემოთი დატკბნენ. თუმცა, ჯონი ჯარისკაცია, სახლში ცოტა ხნით იყო ჩამოსული, ახლა კი იძულებულია სამხედრო სამსახურის გასაგრძეებლად ევროპაში დბრუნდეს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ ჯონი გადაწყვეტს თავისი სიცოცხლე ჯარს მიუძღვნას და სავანასთვის მიცემული პირობას, რომ დაბრუნდებოდა და მასზე დაქოწინდებოდა, არღვევს. გოგონა ჯონს წერილებს უგზავნის, მაგრამ ის უფრო და უფრო იშვიათად იღებს მათ...
რათა შეყვარებულ წყვილს შორის ურთიერთობა დაანგრიოს ვიღაც ვიღაცეები მზად არიან შავი მაგიის დახმარებით გააცოცხლოს საშინელი დემონი, რომელიც ყველას განადგურებას დაიწყებს გარშემო და ნელ ნელა ჩვენ გმირებამდეც მიაღწევს. ცოტა ხნის შემდეგ ამ მოვლენებიდან გამოჩნდება ორი მოგზაური, რომლებიც ასევე ხშირად მიმართავენ მაგის და რიტუალებს…