მატიას
ბიზეს ნაწარმოებ ”ლოგინში”-ს კინოადაპტაცია. ორიგინალში მამაკაცი და ქალი
თავის საიდუმლოებებს უყვებიან ერთმანეთს ერთი ღამის განმავლობაში. მაგრამ
აქ რეჟისორი ჰულიო მედემი გვიყვება ორი ქალის იტორიას, რომლებიც ერთმანეთს
შემთხვევით გაიცნობენ რომის ქუჩებში. მეორე დღეს ისინი ქალაქიდან გადიან და
ერთი, მეორეს პატიჟებს თავისთან სასტუმროს ნომერში. ამ ოთახში გოგონები
ერთმანეთს უყვებიან თავისი წარსულის შესახებ და ეს ღამე სამუდამოდ შეცვლის
მათ დამოკიდებულებას ცხოვრების, ერთმანეთის, სიყვარულის და სექსის მიმართ.