კამელოტის სამეფო ჩაფლულია ქაოსში. ჯადოს და მაგიის გამოყენება აკრძალულია ხალხში. მეფის ტახტზე ასული ”უტერ პენდრაგონი” კრძალავს მაგიის გამოყენებას, სჯის მაგებს, კლავს ყველა დრაკონს და იტოვებს მხოლოდ ერთს. 20 წლის შემდეგ კამელოტში ჩადის ”მერლინი”, პატარა სოფლის მაცხოვრებელი, მას დაბადებიდან ჰქონდა ჯადოქრობის ნიჭი. იგი ხდება კამელოტის მთავარი ექიმის ”გაის” თანაშემწე.