ბოსტონში ყოველწლიურად ბანკების 300-ზე მეტი ძარცვა ხდება. ამ სფეროში პროფესიონალთა უმეტესობა ჩარლსტონის ოლქში ცხოვრობს, რომლის საერთო ფართობი ერთი კვადრატული მილია. დუგ მაკრეი - ერთერთი მათგანია, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით მას ჰქონდა შანსი მამამისივით კრიმინალურ გზაზე არ დამდგარიყო. თუმცა ამის ნაცვლად იგი მოუხელთებლობით გათამამებული ბანდიტების ჯგუფის ფაქტობრივი ლიდერი გახდა. ერთერთი ბანკის ძარცვისას მისმა პარტნიორმა ცოტა ხნით მძევლად აიყვანა ბანკის მენეჯერი გოგონა, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ ჩარლსტონში ცხოვრობდა. ..