8 თვის წინ, ჰაუისა და ბეკი კორბეტის ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა -
მათი პატარა ვაჟი დაიღუპა. ორივე ცდილობს, როგორმე აღიდგინოს სულიერი
სიმშვიდე: - ჰაუი მეგობრებთან ერთად სკვოშს თამაშობს, ბეკა კი მთელ დღეს
გაზქურასთან ატარებს, ორივე დახმარებას ეძებს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის
ცენტრში. მაგრამ დრო გადის და არაფერი შველით. ქორწინებაც ნელ-ნელა
ირღვევა, ნათესავებთან ურთიერთობა იძაბება, ურთიერთობაც მცირდება თვალსა და
ხელს შუა. პარადოქსულია, რომ უიმედობის საფარველს იმედის სხივი მაშინ
გააპობს, როცა ბედი ბეკას მათი უბედურების უნებლიე მიზეზს - კომიქსების
ახალგაზრდა ავტორს, ჯეისონს შეახვედრებს. გმირებს ერთად მოუწევთ
გააცნობიერონ, წარსულის ჭრილობა ოდესმე შეხორცდება თუ არა.