ეს არის თბილისში მცხოვრები ტიპიური ქართველი ბიჭის ერთი უიღბლო დღის ისტორია. მთავარი გმირი გაწამებულია უამრავი პრობლემებითა და კომპლექსებით, რაც ცხოვრების აზრსა და სურვილს უკარგავს. რაც უფრო ღრმად ეფლობა იგი დეპრესიაში მით უფრო უსარგებლო და ნაღვლიანი ხდება მისი ცხოვრება, რასაც საბოლოოდ იგი ფატალურ გადაწყვეტილებამდე მიჰყავს. პრიზები: ნიუ-იორკის საერთაშორისო დამოუკიდებელი ფილმებისა და ვიდეოს ფესტივალი - საუკეთესო სცენარი (2005) თბილისის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი "სესილი" - საუკეთესო ჯგუფი (2006)