მოქმედება ვითარდება პატარა ქალაქში რომელიც სიმინდის ყანითაა
გარშემორტყმული. იქ ჩნდება 12 წლის მქადაგებელი ისააკი, რომელიც ბავშვებს
მოუწოდებს დახოცონ უფროსები და მათი სისხლით მორწყონ გვალვისგან დასიცხული
ველი. ისააკი ბავშვებს უკრძალავს თამაშს და არწმუნებს 19 წლის ასაკში თავი
შესწირონ სიმინდს. ბევრი ცდილობს რომ გაიქცეს, მაგრამ სასტიკი მქადაგებელი
ყველას ეწევა.