ყოფილმა მუსიკოსმა ბილ ჰადსონმა, რომელიც ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავის
გოლდი ჰოუნის ქმარი იყო, მათი ერთობლივი ცხოვრების შესახებ სკანდალური
წიგნი დაწერა. წიგნის სახელწოდებაა "ე.ი. შენ ვარსკვლავი ხარ". ჰადსონის
ლიტერატურული აგენტი წიგნს "ნამდვილ ნაღმს" უწოდებს. მსახიობის ყოფილი
ქმარი ახლა გამომცემელს ეძებს, რომელსაც წიგნის დაბეჭდვის უფლებას ყველაზე
ძვირად მიყიდის.
ამერიკული კომპიუტერული გიგანტის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა სტივ
ჯობსმა კომპანიის თანამშრომლებს ელექტრონული წერილები გაუგზავნა და
შეატყობინა, რომ ბიულეტენზე გავიდა, თუმცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს
კვლავ თავად მიიღებს.
შიდსით
დაავადებული პაციენტის განკურნება ექიმებმა მაშინ შეამჩნიეს, როდესაც მას
CCR5-32 გენეტიკური მუტაციის მქონე დონორის ძვლის ქსოვილი გადაუნერგეს. ოპერაციიდან 38 თვის შემდეგ ექიმებმა პაციენტის ორგანიზმში იმუნოდეფიციტის კვალიც კი ვეღარ აღმოაჩინეს.
კირა ნაიტლი და რუპერტ ფრენდი ერთმანეთს დაშორდნენ. ამბობენ, რომ 25 წლის
მსახიობს უმძიმს ამ განშორების გადატანა, თუმცა ეს გადაწყვეტილება წყვილმა
ერთობლივად მიიღო. კირას მამამ ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ ნაიტლი
შეეცადა საკუთარი თავი საქმით დაეტვირთა, იმიტომ რომ, მისთვის აუტანელია
ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობის დანგრევა.
ბრაზილიაში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს მიაღწია.
გადაუღებელი წვიმების შედეგად ბრაზილიის შტატი რიო-დე ჟანეირო ყველაზე
მეტად დაზარალდა.
ამასთან, ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ
მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს, რადგან მრავალი ადამიანი
კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. ადამიანთა ნაწილი კი, ნანგრევებისა და
ჩამოწოლილი მეწყერის ქვეშ არის მოყოლილი.
უკვე ორი თვეა, მსოფლიო მედიას "WikiLeaks"-ი ყოველდღიურად საიდუმლო
ინფორმაციების მორიგ ულუფას აწვდის. საიტმა მსოფლიო მასშტაბის
დიპლომატიური უხერხულობა უკვე გამოიწვია. წინ კიდევ 250 ათასი საიდუმლო
დოკუმენტია, რომლებიც შესწავლას და გადამოწმებას მოითხოვს.
სკარლეტ იოჰანსონი ცოტა ხნის წინ შამპანურის რეკლამაში გადაიღეს.
რამდენიმე დღის წინ ახალთახალი ფოტოსესია გამოჩნდა, სადაც ლამაზმანი
შუშხუნა ღვინოს ბოთლების თანხლებით პოზირებს. მსახიობი ცნობილი მარკის
შამპანურის სახე კიდევ ერთი წლის მანძილზე იქნება.
ამერიკის შეერთებული შტატების კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ საუკეთესოები
დაასახელა. 2010 წლის საუკეთესო ფილმად დევიდ ფინჩერის ფილმი "სოციალური
ქსელი" დასახელდა.