სარა
ტაილერი ქალაქგარეთ მყოფ თავის ოჯახში ბრუნდება ძლიერი გრიგალის დროს.
გრიგალი უფრო ძლიერდება და სარა თავის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად რჩება
სახლში, გარესამყაროს მოწყვეტილი. მაგრამ რაღაც ჩნდება წყვდიადში და
კოკისპირულ წვიმაში. რაღაცა, რაც ისეთ საშინელ საიდუმლოს ფლობს, რომელსაც
მთელი ღამის განმავლობაში მისი ოჯახის ამოწყვეტა შეუძლია. ხაფანგში
მომწყვდეულ სარას, მის ძმებს და მეგობრებს მოუწევთ დიდი ძალისხმევის გაღება
ამ საშინელი არსებისგან თავდასაღწევად. შეძლებენ კი ისინი ცოცხლები
გადარჩნენ 13 საათის განმავლობაში?